გასართობისაკითხავიუცნაური

პლასტიკური ოპერაციის ძალა

03de31c9962c
წინა პოსტიც პლასტიკურ ოპერაციაზე მქონდა და ეს შემთხვევაც საკმაოდ ოცნაურად გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, მაინც რამხელა ძალა აქვს პლასტიკურ ოპერაციას? დიდი, ძალიან დიდი და ამაში თავადვე დარწმუნდებით

55da4fe94e80

ჯეინ და ჯენეტ ქანლიფები
გრძელი ქერა თმა, მოხდენილი ტანი, სწორი ფეხები, გლამურული ჩაცმულობა, ისინი ყველაფრით ერთმანეთს ჰგვაა, მცირე გამონაკლისების გარდა. გამონაკლისებში შედის ის,რომ ჯეინი 2 ინჩით მაღალია და თაფლისფერი თვალები აქვს, ჯენეტს კი ცისფერი. სხვა მხრივ მათი გარჩევა ყველას თუ არა, ბევრს გაუჭირდება.
საქმე ისაა, რომ ისინი ტყუპები არ არიან, სხვათაშორის არც დები, არამედ დედა-შვილი. ჯენეტმა (დედამ) 10 000 ფუნტ-სტერლინგზე მეტი დახარჯა მასსა და ქალიშვილს შორის არსებული 22 წლიანი უფსკრულის წასაშლელად.

ამბობენ,რომ თურმე ასაკში შესული ქალებისთვის არც ისე ადვილია უყურონ შვილის გაფურჩქვნას, ამ დროს კი პარალელურ რეჟიმში საკუთარი სხეულის ჭკნობას. მაგრამ 50 წლის ჯენეტმა ამ საკითხს მარტივად შეხედა და მშვენიერი გამოსავალი იპოვნა ოპერაციების სახით.

ხალხს ისინი უმეტესად დები ჰგონია, ამის გამო მეგობრების ყბაში ხშირად ჩავარდნილან, მაგრამ მეგობრებს ვინ ჩივის, ზოგიერთში საკმაოდ დიდი აგრესია გამოიწვია ჯეეტის ამბავმა. ამბობენ, რომ იგი ადამიანურ ბუნებას შეეწინააღმდეგა.

ჯენეტმა კი ჟურნალისტთან საუბრისას გაკვირვებულმა იკითხა, კიმაგრამ ვის არ სურს, რომ ჩემს ქალიშვილს ჰგავდეს? ათასი ცუდი ხმა მომდის იმის შესახებ,რომ მე უამრავი ოპერაცია გავიკეთე. განა ეს გასაკვირია? ჯეინი უმშვენიერესია, ვის არ მოუნდებოდა, რომ მისი მსგავსი ყოფილიყო. თანაც მე ერთი ვიცი, რომ ეს გარეგნობა პირველ რიგში მან ჩემგან მიიღო, უბრალოდ ჩემი სილამაზე ასაკს გაჰყვა. ახლა ჩვე ტყუპებივით გამოვიყურებით. კარგი გენები მაქვს, საუკეთესო კანი, მაგრამ დახმარება მჭირდებოდა, რომ თავი უკეთესად მეგრძნო.

არ გეგონოთ, რომ ჯენეტი ისევე ლამაზად გამოიყურებოდა ახალგაზრდობაში, როგორც მისი შვილი.. პირიქით, როგორც თავად აცხადებს, თავის მოსავლელად დრო არ რჩებოდა, იგი ჯეინისა და მისი ძმის პიტერის აღზრდით იყო დაკავებული. განსაკუთრებულ ყურადღებას ვეღარ უთმობდა გარეგნობას, რის გამოც მისმა ფორმებმა ნელ-ნელა ცვლილება განიცადეს, სიგანეშიც წავიდა, ბავშვების გამო მკერდიც გაუფუჭდა.

აი ასე გამოიყურებოდა ის ოპერაციამდე : )

53dbe87dd89070b8bdc9d5a4

თავდაპირველად მკერდის ოპერაციით დაიწყო და მასში 4000 ფუნტი გადაიხადა. ახალი ძუძუებით როგორც ჩანს ქმრის შენარჩუნება ვერ შეძლო და 40 წლის ასაკში განქორწინების ქაღალდიც აფრიალდა ალამივით.
შემდეგ სხვა ადამიანი გამოჩნდა მის ცხოვრებაში, ამასობაში კი სილიკონი დაზიანდა და ახალი ოპერაციაც გაიკეთა, თან კვლავ გაიზარდა მკერდი, რაც 2500 ფუნტი დაუჯდა.
ბოიფრენდთან 8 წლიანი თანაცხოვრების შემდგომ კვლავ ქალიშვილთან ამჯობინა დაბრუნება და ასეც მოიქცა.

ეს პერიოდი მისთვის დაძაბული გამოდგა, ბრიტანეთთან კონტაქტი 8 წლის მანძილზე არ ჰქონდა, ამიტომაც აქ არ ჰყავდა მეგობრები, არ იცოდა რა ეკეთებინა, როგორ გაეგრძელებინა ცხოვრება. უნდოდა ხანდახან ჯეინთან ერთად ღამის კლუბში განექარვებინა სევდა, მაგრამ როცა ამაზე დაფიქრდა ჩასაცმელიც კი ვერ აღმოაჩინა. აქამდე მუდამ შორტებს, ჯინსებს და უბრალო მაისურებს ხმარობდა, არაფერი ჰქონდა რაიმე გამოსასვლელი, მოდური.. ჯეინის ტანსაცმელში კი ცალი ფეხიც არ ჩაუვიდოდა.
ამ დროს დაფიქრდა და თქვა, ,, როგორ მინდა შენნაირი ტანი მქონდეს”
მივხვდი რომ ესპანეთში პენსიონერის ცხოვრება მქონდა, მაგრამ აი 50 წლის ასაკშიც კი მსურს, რომ ვიცხოვრო ნამდვილი, სავსე სიცოცხლით. მშურდა ჯეინის უნაოჭო თვალების და სრული ტუჩების გამო.. როცა ჩემი გოგონას მეგობრებს დავუახლოვდი, თავი უვარგის ტომარად ვიგრძენი, ისინი ისეთი მოდურები და ახალგაზრდები არიან. ჯეინი მეუბნებოდა ხოლმე, ნუ ხარ ასეთი კრიტიკული საკუთარი თავის მიმართო, მაგრამ რა ვქნა, ეს ყველაფერი სიმართლეა.

და აი ერთ დღესაც ჯენეტმა გადაწყვიტა მიებაძა იმ ცნობილი მსახიობებისთვის, რომლებმაც მრავალი დიეტის, ვარჯიშისა თუ ოპერაციების წყალობით შეძლეს რამდენიმე წლით უკა დაეწიათ ასაკობრივი მრიცხველი.
თავდაპირველად თითი ჭამას დაუქნია, მენიუდან ამოიღო უვარგისი საკვები და ჯეინივით ჯანსაღ დიეტაზე დაჯდა. წავიდა შემწვარი კარტოფილისა და მაკარონის დრო.. ახლა დედიკო შემწვარი ქათმის სალათს და მწვანე ბოსტნეულს გეახლებოდათ.

2c7733b00b39

დაახლოებით 4 თვეში ფორმაში ჩადგა, ისე რომ ქალიშვილის ზომა შარვალს იცვამდა. მაგრამ ამით არ დაკმაყოფილებულა, რადგან სარკეში ჯერ კიდევ ხედავდა ასაკოვანი ქალის სახეს.

175cf90f6dea

და აი, მა ინტერნეტში მიაგნო იმას რაც სურდა, საბოლოოდ მისი ოპერაციები ხორვატიაში ჩატარდა. გაიკეთა ცხვირისა და თვალის პლასტიკა.

თურმე ჯეინი ურჩევდა, რომ არ გაეკეთებინა ეს ყოველივე, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ წინააღმდეგი იყო, უბრალოდ იგი დედაზე ღელავდა, ამდენი ოპერაციის გადატანა რომ მოუწევდა.

ოპერაციების შემდეგ გალამაზებულმა დედამ ტუჩებიც დაიბერა, რომ ქალიშვილის ფორმისთვის მიემგვანებინა. თმაც ქერად გადაიღება.
პირველი გასვლა გარეთ, როგორც ამბობენ სასიხარულოც იყო და სასაცილოც. ისინი ყურადღების ცენტრში აღმოჩნდნენ და ყველა ეკითხებოდა, იყვნენ თუ არა დები.

ჯენეტი ოპერაციებით კმაყოფილია და აცხადებს, რომ უბრალოდ აღფრთოვანებულია მათი მსგავსი გარეგნობით.

წარმატება ვუსურვოთ დედა-შვილს და დაველოდოთ შემდეგ გასაჭორ კანდიდატს უცნაურ ოპერაციათა სერიაში.

…………………………………………………………………………………………………………………..

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button