კულტურა

cat cafe

5f05a18b2eb5

ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა იაპონია რთულია შინაური ცხოველის ყოლა სახლის პირობებში, რადგან იაპონელების საცხოვრებელი სახლი ისეა მოწყობილი, რომ ცხოველის ყოლა წარმოუდგენელია. ზოგ კორპუსებში კრძალავენ კიდევაც შინაურ ცხოველებს, ამიტომ იაპონელებმა იპოვეს გამოსავალი და შექმნეს ცხოველების კაფე, კერძოდ კი კატების კაფე.

ცხოველების მოყვარულებს შეუძლიათ მთელი ის დრო კატების გარემოცვაში გაატარონ, თან მიირთვან ერთი ჭიქა არაჩვეულებრივი მწვანე ჩაი. პირველად ასეთი ობიექტი გაიხსნა 2004 წელს, ოსაკაში და მაშინვე მოიპოვა დიდი პოპულარობა. მოგეხსენებათ იაპონიაში კატების მოყვარულთა დიდი არმიაა, რადგან ოდითგანვე ეს ცხოველი მშვიდობასთან და კეთილდღეობასთან ასოცირდებოდა, კატების თემა დიდია აგრეთვე ეროვნულ პოპ კულტურაში, ანიმე ფილმებში. ამიტომ ეს ორიგინალური კაფე ქვეყნის მასშტაბით მთლიანად აითვისეს და ახლა ასეთი კიდევ ასეულობით კაფეა.

კაფის სივრცე გაყოფილია ორ ნაწილად. კატების განყოფილება, სადაც ყველა სახის გასართობი საშუალებაა კატისთვის და კაფის განყოფილება სადაც სტუმარს შეუძლია მიირთვას სხვადასხვა სასმელი, კერძები, ეთამაშოს პატარა არსებებს და აგრეთვე ისარგებლოს ინტერნეტ მომსახურეობით. კატებთან ურთიერთობა საათობრივია და 5 დან 18 დოლარამდე ღირს.

4b4496ba73d4

როგორც წესი კატების კაფეში ცხოვრობს 15-20 კატა, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი არქივი, დანა–ჩანგალი და მოვლის საშუალებები. მათ მუდმივად აკვირდებიან და მონიტორინგს უტარებენ გამოცდილი ვეტექიმები, თანამშრომლები, ფსიქოლოგები. კატები იკვებებიან რეგულარულად სპეციალური საკვებით.
კაფეში ცხოველების მიყვანა ხდება ნებისმიერი გზით, თუნდაც პატრონს ცხოველის ჩაბარება სურდეს, ან თუ კატა პატრონის და თავშესაფრის გარეშეა დარჩენილი. ეს არის შესანიშნავი გადაწყვეტილება ცხოველებისთვის მოხვდეს იქ, სადაც მათზე რეალურად იზრუნებენ და დიდი სიყვარულით მოუვლიან.

მსგავსი ამბები

Back to top button