არქივი

აუხსნელი ფენომენები

c873e198ec1f

გამარჯობა. :) როგორც იქნა მოვიცალე და დღეს პოსტს სხვა და სხვა აუხსნელ შემთხვევებზე შემოგთავაზებთ.

1. გომბეშოები ქვანახშირში.

462ed6db7cb8

ოფიციალური წყაროების მიხედვით, სამხრეთ ამერიკაში დაახლოებით 90 ასეთი აუხსნელი შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც ქვანახშირის ფენებში სრულიად დაფარული, მაგრამ ცოცხალი ამფიბიები აღმოაჩინეს. 90-დან 40 შემთხვევაში ისინი ბაყაყები ან გომბეშოები იყვნენ. მათი ადგილსამყოფელი სავსე იყო ლორწოვანი ნივთიერებით, რომელსაც რუხი ან უფრო ხშირ შემთხვევაში თეთრი შეფერილობა ჰქონდა. ამფიბიების ჰაერზე გამოყვანის შემდგომ აშკარად ვითარდებოდა სუნთქვის პრობლემები. უმეტეს შემთხვევაში გამოყვანის შემდეგ ისინი 34-დან 72 საათამდე დროში კვდებოდნენ. თუმცა იყო შემთხვევები, როცა რამდენიმე მათგანი ახალ საცხოვრებელ პირობებს შეეგუა და გადარჩა.

ლოგიკურად ქვანახშირში აღმოჩენილი ცოცხალი გომბეშოების შემთხვევა აუხსნელი მოვლენაა. მით უმეტეს მეცნიერები დაბეჯითებით აცხადებენ, რომ ქვანახშირის ეს ფენები ასობით წლების განმავლობაში ყალიბდებოდა, ხოლო როგორ აღმოჩნდნენ იქ ბაყაყები ან როგორ ძლებდნენ ცოცხალი არავინ იცის. თუმცა იმის დადგენა მაინც გახდა შესაძლებელი, რომ გომბეშოების გარკვეულ კატეგორიას შეუძლია მსგავს პირობებში შეინარჩუნოს სიცოცხლის უნარიანობა.

2. “გამქრალი ადამიანები”

7c8a063c74be

დღესდღეობით მსოფლიოში ასიათასობით დაკარგული ადამიანია აღრიცხული და ამ რიცხვს მრავალი სხვაც ყოველდღიურად ემატება. თუ Google-თ მოძებნით დაკარგული ან გამქრალი ადამიანების სტატისტიკას, მააშინ უკეთ მიხვდებით ამ პრობლემის სიღრმეს. ნაწილი ასეთი ადამიანებისა შეძლეს და იპოვნეს, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი სამუდამოდ ქრება. სად წავიდნენ ან რა შეემთხვათ მათ ეს ყველაფერი საიდუმლოებითაა მოცული, მაგრამ მე ერთ შემთხვევაზე გიამობობთ. “გამქრალი ადამიანების” ისტორია ძალიან უცნაურია, რადგან ისინი ქრებოდნენ მოწმეების თვალწინ ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თან ისე, რომ ვერცერთი თვითმხილველი ვერ ხსნიდა, თუ რა მოხდა იქ. თითოეული გამქრალი ადამიანი არაფრით გამოირჩეოდა სხვებისგან, ეწეოდნენ ჩვეულებრივ საქმიანობას, უბრალოდ ერთ მშვენიერ დღეს გაქრნენ.

ასობით დოკუმენტირებული მასალა არსებობს მსგავს შემთხვევებზე, თუმცა გამქრალი ადამიანების ისტორია შავ საქაღალდეებში ახსნის გარეშე იკავებს ადგილს.

3. უცნაური ნაკაწრები

0f440bf7cd03

ოდესმე დილით ფეხზე ამდგარს საკუთარ სხეულზე უცნაური და აუხსნელი ნაკაწრები აღმოგიჩენიათ ? თქვენ თუ არა მილიონობით სხვა ადამიანს ასეთი რამ დაემართათ. ფაქტობრივად არსებობს ინტერნეტ ფორუმები, სადაც კონკრეტული პიროვნებები აღწერენ ამ ფენომენს და დახმარებას ითხოვენ. სრული უმრავლესობა ასეთი ნაკაწრებისა რბილია და ერთ-ორ დღეში ქრება, ამიტომ თითქმის არავინ მიმართავს ექიმს, ჰგონაით რომ თვითონვე გაიკაწრეს ძილის დროს.

თუმცა იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ორი მეგობარი გოგონა სახლში ერთად დარჩა. ერთ-ერთმა მათგანმა დილით საკუთარ სხეულზე იმდაგვარი ნაკაწრები აღმოაჩინა. მეორე გოგონამ გადაწყვიტა ექიმისთვის მიემართათ, რადგან გაახსენდა, რომ მეგობარი ღამით საკმაოდ უცნაურად იქცეოდა, ბორგავდა და გაურკვეველ სიტყვებს იძახდა. ექიმებმა ეს კანის ვარდისფერ დაავადებას მიაწერეს, მაგრამ ვერ შეძლეს დამტკიცება, რომ საქმე ნამდვილად ამ დაავადებასთან ჰქონდათ.

მსგავსი შემთხვევები შორეულ წარსულშიც იყო გამოვლენილი, მაგრამ მაშინ ამ ყველაფერს ეშმაკებს უკავშირებდნენ. ახლა კი ექიმები ვერ ასახელებენ მიზეზს, რითაც ამგვარი უცნაური ნაკაწრები შეიძლება იყოს გამოწვეული.

Natia Bregadze | Create Your Badge
100000717141612.1836.1563097902

Back to top button