უცნაური

მისტიკური მონათხრობები #2

41472a549b59

მინდა გავაგრძელო მისტიკური მონათხრობების სერია.

1)ვინ იყო ის ქალი??

გამარჯობათ,მინდა თქვენც გიამბოთ ის ისტორიარაც დედაჩემის მეგობარს გადახდა.იგი ყოველ დღე გვსტუმრობდა და თავის თავგადასავლებს გვიყვებოდა,ხანშიშესული იყო ,მაგრამ კარგად გამოიყურებოდა.თავი ძალიან შეგვაყვარა,ყოველ დღე ერთად ვიყავით.ერთ დღესაც შეწუხებული გვესტუმრა,და რაღაც უცნაური ისტორია მოგვიყვა:

როდესაც მცენარეებს ვრწყავდი და ჩემს ბაღჩას ვუვლიდი ,ვიღაც ქალი გამომეცხადა და მითხრა რომ,მე არ მჭირდებოდა ბოსტნეულის მოვლა,რადგან სანამ ისინი გაიზრდებოდნენ ,მანამდე მოვკვდებოდი.”

გაკვირვებულები ვიყავით,მე და დედამ ვიფიქრეთ რომ ეს უკბილო ხუმრობა იყო.ნახევარი წლის შემდეგ ეს ქალბატონი გარდაიცვალა კიბოსაგან.ის უცნობი მართალი იყო…

b73070a4d383

2)შეხვედრა ჯანდაბაში (ბედს ვერსად დაემალები)

ცოტა იუმორიც არის საჭირო ,როდესაც ასეთ თემებზე ვლაპარაკობთ.

ერთ დიდგვაროვანს ყავდა მოსამსახურე.ერთ დღესაც იგი გააგზავნა ბაზარში პროდუქტის საყიდლად.ცოტა ხნის შემდეგ შეშინებული მოსამსახურე უკან მოვარდა.გალურჯებული იყო და ძლივს ლაპარაკობდა.მისი მონათხრობიდან დიდგვაროვანმა გამოიტანა დასკვნა რომ მოსამსახურე გაგიჟდა.იგი ამტკიცებდა,რომ ბაზარში შეხვდა სიკვდილი და დაემუქრა.მან სთხოვა ბატონს მიეცა ცხენი გასაქცევად,იქ სადაც თავად სიკვდილიც ვერ მიაგნებდა.მისი თქმით ის ადგილი იყო   “ჯანდაბა”.ბატონმა მისცა ცხენი მოსამსახურეს და გაუშვა.მეორე დღესდიდგვაროვანი თავად წავიდა ბაზარში სიკვდილთან შესახვედრად და იცით სიკვდილმა რა უპასუხა მის კითხვას,თუ რატომ შეაშინა მისი მოსამსახურე.სიკვდილმა მიუგო,რომ გაუკვირდა თუ რატომ იმყოფებოდა მოსამსახურე ისევ ქალაქში,მათ ხომ შეხვედრა ჰქონდათ ჯანდაბაში?!

385b35a71438

3)რაღაც საშინელება

გამარჯობათ,მეც მინდა გაგიზიაროთ ჩემი გრძნობები,და მოგიყვეთ იმ საშინელებაზე რაც გადამხდა.მართალია არ მსიამოვნებს ამ თემის გახსენება მაგრამ მაინც…ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვიტეთ მე და ჩემმა მეგობარმა სახლში მარტო დავრჩენილიყავით.დედა არ იყო სახლში ამიტომ სრული თავისუფლება გვქონდა.ჩემმა დაქალმა გადაწყვიტა რომ გვეთამაშა “დამალობანა”.მისდა სამწუხაროდ დავთანხმდი.იგი დაიმალა ერთ პატარა ოთახში რომელიც არ იკიტებოდა.მე მივხვდი რომ იქ იქნებოდა ,ამიტომ მივედი და გაღება ვცადე მაგრამ ამაოდ,კარი შიგნიდან ჩაკეტილი იყო ,ვერ ვაღებდი.თავიდან ეს ხუმრობა მეგონა მაგრამ შემდეგ ეს სასიკვდილო თამაშად გადაიქცა.მე მისი კივილი მესმოდა,ვგრძნობდი რომ რაგაც საშინელება ხდებოდა.შემდეგ დედას დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი.რამოდენიმე წუთში სახლში სახანძრო მოვიდა.

დიდი ძალისხმევის შემდეგ კარი გააღეს,იქ კი ჩემი დაჩეხილი დაქალი ეგდო,რომელიც სიკვდილის პირას იყო.

რაც გინდათ ის იფიქრეთ მაგრამ ჩემი დაქალი თვისტონ ხომ არ დაისახიჩრებდა თავს.

მსგავსი ამბები

Back to top button