წვეტიანი კითხვების მორიგი სერია
წინა ნაწილები:
ნაწილი I
ნაწილი II
მაშ ასე:
როცა მოულოდნელს ელოდები, ეს მოულოდნელი მოსალოდნელი გამოდის?
თუკი ვინმე ცეცხლში დაიწვა და მოკვდა, კრემატორიუმში მასზე ფასდაკლება იქნება?
თუკი დღეს ღამით ტემპერატურა იქნება 0° და აცხადებენ, რომ ხვალ ღამით ორჯერ უფრო დიდი ყინვაა მოსალოდნელი, საბოლოოდ ისევ 0° გამოდის?
რატომაა, რომ ძაღლს თუ სახეში უბერავ, ღიზიანდება, მაგრამ მანქანაში რომ აგყავს, მაშინვე ფანჯრიდან გარეთ ჰყოფს თავს?
ევროპელი და ამერიკელი დედები შვილებს პატარა კოვზითა და ჩანგლით აჭმევენ. ლოგიკურად, აზიელი დედები შვილებთან კბილის ჩხირებს იყენებენ?
თუკი სმარფს სული ეხუთება, როგორ გავიგებთ ამის შესახებ?
რატომაა ანბანი ამ რიგით და არა სხვანაირად?
რატომ აქვს დონალდ დაკს სააბაზანოდან გამოსვლისას პირსახოცი შემოხვეული, როცა სხვა დროს წელსქვემოთ არაფერი აცვია?
თუკი კატა ყოველთვის თათებზე ეცემა და კარაქიანი პური ყოველთვის კარაქის მხრით ქვემოთ, რა მოხდება მაშინ, როცა კარაქიან პურს კატას მიამაგრებ ზურგზე?
რატომ ვერ ისვამენ ქალები პომადას ტუჩების გაუხსნელად?
რატომ იხდის ხალხი ფულს იმაში, რომ ავიდეს ძალიან მაღალ შენობაზე და შემდეგ იქიდან ბინოკლით გადმოიხედოს დაბლა, განა დაბლა ყოფნისას უკეთ არ ხედავენ?
რატომაა თვითმფრინავის ყოველ სკამთან საცურაო ჟილეტები და არა პარაშუტები?
თუკი შიშობ, რომ იპოქონდრია (შიში იმისა, რომ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვს) გჭირს, საბოლოოდ მართლა გამოდის, რომ გჭირს?
თუკი სიცილი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა, რატომაა მარიხუანა აკრძალული?
როცა სასმელ წყალს იღებენ იმ მყინვარებიდან, რომლებიც საუკუნეებია არსებობს, სასმელად ვარგისიანობის თარიღი რატომაა შეზღუდული?
თუკი ბანკის კარები ყოველთვის ღიაა და ქურდის არ ეშინიათ, კალმები რაღატოა სალაროსთან მიმაგრებული?
როგორ გამოდის ანონიმურ ალკოჰოლიკთა საზოგადოება ანონიმური, როცა პირველი რამ, რასაც ამბობ არის: “გამარჯობა, მე მქვია **** და მე ალკოჰოლიკი ვარ!”?
რატომ არაა განათება მაცივრის საყინულეში?
რატომ არაა ბროდვეი (Broadway) განიერი?
რატომ ამბობენ, ბავშვივით მეძინაო, როცა ბავშვებს ყოველ 2 საათში ეღვიძებათ?
თუკი სასამართლო სხდომას ყრუებიც დაესწრებიან, პროცესს მაინც მოსმენა დაერქმევა?
თუკი ვინმე ჟესტების ენით გიყვირის, ამ დროს თვალები უნდა დახუჭო?
მისი შინაარსიდან გამომდინარე, შეიძლება სიტყვა “კრეატიული” ისე დავწეროთ, როგორც ჩვენ გვინდა?
თუკი ტაქსში ჩაჯექით და მძღოლმა უკუსვლით დაძრა მანქანა, მრიცხველი პირიქით დატრიალდება?
რატომ ჰქვია გრძელი სიტყვების შიშს ამხელა სახელი – ჰიპოპოტომონსტროსესკიპედალიოფობია?
თუკი კომპიუტერის ეკრანის მიმართულებით დააცემინებ, კომპიუტერი დავირუსდება?
ხმაურის შესამცირებლად რატომ ვკეტავთ ფანჯარას და კარებს, ოთახში დარჩენილი ბგერები დახურულ სივრცეში ხომ უკეთ გავრცელდება და უარესი ხმაური იქნება?
ამახსოვრდებათ პეპლებს მუხლუხოდ ყოფნის პერიოდი?
რატომ აქვთ კალკულატორსა და მობილურს ციფრების განლაგება ერთმანეთის საწინააღმდეგოდ?
შესაძლებელია წყალქვეშ ბუშტის გაბერვა?
მეცნიერები ამბობენ, რომ სამყარო ფართოვდება, მაგრამ თუკი სამყაროს იქით არაფერია, რაღაში ფართოვდება?
რატომ არის მიკი მაუსი (თაგვი) პლუტოზე (ძაღლი) უფრო დიდი?
ვინც ბალახებში დებს აბრას “ბალახზე არ გაიაროთ”, თავად რატომ არღვევს ამ თხოვნას?
რატომ ასწავლიან დაბალ კლასებში არითმეტიკას, როცა მოსწავლეებს უფროსების მსგავსად, შეუძლიათ კალკულატორი გამოიყენონ?
ვინც ამბობს ფრაზას, “ღმერთმა დასწყევლოს”, მართლა ფიქრობენ, რომ ამის თქმის შემდეგ ღმერთი დასწყევლის?
რატომ არის ასეთი გამოთქმა “ჩიტივით ცოტას ჭამსო”, როცა ჩიტი ყოველდღე თავის წონას მიირთმევს?
როცა სასამართლოზე ათეისტს გამოიძახებენ, მანაც ბიბლიაზე უნდა დაიფიცოს?
როცა ორი ადამიანი ქორწინდება, დასასრულს სიძეს ეუბნებიან: “შეგიძლიათ პატარძალს აკოცოთ”. რას ეუბნებიან, როცა ორი კაცი ქორწინდება?
თუკი სიცილი საუკეთესო წამალია, რომელმა იდიოტმა მოიგონა გამოთქმა – “სიცილით მოკვდა”?
რატომ არ იკეთებენ ზანგები თეთრ ტატუს?
თუკი ელექტროსკამზე დაჯდომამდე დამნაშავეს გულის შეტევა მოუვა, უშველიან?
რატომ არ ხდიან უფრო საინტერესოს ყინულის ჰოკეის და არ იყენებენ თეთრ შაიბას?
რატომ არ გადის ტელევიზიაში რეკლამები სარეკლამო კომპანიებზე?
რა უნდა ქნა, თუკი “დროის სწორად განაწილების” კურსებზე გინდა სიარული, მაგრამ დრო არ გაქვს?
რა არის სიტყვა საშუალოს ანტონიმი?
ჰყავდა თუ არა ნოეს კიდობანში კოდალები? თუ ჰყავდა, სად ინახავდა?
თუკი დედოფალი გააჩენს სიამის ტყუპებს, რომელი გახდება მეფე?
ენაბლუ ფიქრის დროსაც ბორძიკობს?
თუკი ახლადნამშობიარევ დედას ძუძუსთავზე პირსინგი აქვს, რძე სამი ნახვრეტიდან გადმოვა?
საავტორო უფლებების დაცვის სიმბოლოს [©] გამოყენებით ამ სიმბოლოს საავტორო უფლებები არ ირღვევა?
მოკლე ლინკი დაკოპირებულია