არქივი

ყველაზე დასამახსოვრებელი “საშინელი” პერსონაჟი

2125fd02da2f
ცოტა უფრო დაწვრილებით ამ პერსონაჟის შესახებ.

ბოროტმოქმედი, რომელსაც შავი ხალათი აცვია, სახეზე კი რეზინის თეთრი ნიღაბი უკეთია და კაპიშონი აქვს წამოფარებული, მაყურებელმა პირველად 1996 წელს გამოსულ ფილმში იხილა. იგი სერიული მკვლელია, მსხვერპლს მხოლოდ მაშინ ესხმის თავს, როცა იგი მარტოა და მას დანით კლავს. ამ პერსონაჟს ერთი ზოგადი სახელი აქვს: “Ghostface”, ანუ სახე-მოჩვენება.

ფილმი “კივილი”, რომელიც ეკრანებზე 1996 წელს გამოჩნდა დიდი აღიარება დაიმსახურა და საშინელებათა ჟანრში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ფილმი ცნობილმა რეჟისორმა უეს კრეივენმა გადაიღო, რომელიც უკვე ცნობილი იყო ისეთი ფილმების შექმნით, როგორებიცაა “ბორცვებსაც აქვთ თვალები” და “საშინელება თელების ქუჩაზე”. მოქმედება გამოგონილ ქალაქ ვუდსბოროში ხდება და ამიტომ სერიულ მკვლელს მოიხსენიებენ ასევე, როგორც “მკვლელი ვუდსბოროდან”.

ეს პერსონაჟი “კივილის” (ასევე “კივილი 2”-ის) სცენარის ავტორის კევინ უილიამსონისა და უეს კრეივენის შექმნილია.

კევინ უილიამსონი და უეს კრეივენი 

e4f7a82e5f55

სახე-მოჩვენების შექმნა ნაშთაგონები იყო ძველი მულტფილმების ზოგიერთი პერსონაჟიდან. ხოლო მისი სახის დიზაინის იდეა გაჩნდა ედვარდ მუნკის ცნობილი ნამუშევრის “კივილის” ნახვის შემდეგ.

154ce1a9e685

სახე-მოჩვენება ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი პერსონაჟია თრილერის ჟანრში.

“კივილს” მალევე მოჰყვა “კივილი 2” 1997 წელს, მესამე ნაწილი კი 2000 წელს გამოვიდა. სამივე ფილმში ამ პერსონაჟს სხვადასხვა მსახიობები ასახიერებენ.

პირველ ფილმში სერიულ მკვლელებად სკიტ ულრიხი და მეთიუ ლილარდი გვევლინებიან.

სკიტ ულრიხი და მეთიუ ლილარდი

cff1f284ef416d6c04d183b8

“კივილი 2”-ში სახე-მოჩვენებას განასახიერებენ ტიმოტი ოლიფანტი და ლორი მეტკალფი.

ტიმოტი ოლიფანტი და ლორი მეტკალფი

bb1708586a92328990b00a24

ფილმის მესამე ნაწილში კი მას განასახიერებს სკოტ ფოლი.

სკოტ ფოლი

ab5224bea732

ფილმის სამივე ნაწილში გარკვეული ისტორია გადმოიცემა, რომლის ცენტრში მთავარი გმირი სიდნი პრესკოტია. მის როლს ნივ კემპბელი ასრულებს.

ce2e4ea9f758

კევინ უილიამსონმა დაწერა სცენარი “კივილის” მეოთხე ნაწილისთვის. ცნობილია, რომ ნივ კემპბელი, დევიდ არკეტი და კორტნი კოქსი მასში კვლავაც მთავარ როლებს ასრულებენ. რეჟისორიც, რაღა თქმა უნდა, კვლავ უეს კრეივენია. “კივილი 4”-ის პრემიერა 2011 წლის 15 აპრილსა შედგება.

P.S. ქვემოთ სურათზე კი თქვენი მონა-მორჩილი,  ამ პოსტის ავტორი გახლავართ :thanks:

7fd2488f7613

მსგავსი ამბები

Back to top button