მისტიკასაკითხავიუცნაური

მისტიკური მონათხრობები

fff50d3477a0

მოდით ეხლა სულებზე ვისაუბროთ. ბევრს საუბრობენ მოჩვენებებზე, სულებზე, დემონებზე და არავინ იცის, დანამდვილებით არსებობენ თუ არა ისინი სინამდვილეში. არც მე არ მჯერა ამდენი მისტიკის,მაგრამ მოდით განვიხილოთ ეს თემა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მეც ამ თემის ავტორს, ძალზედ მეშინია  ამ  თემაზე  ლაპარაკის.

1)რაღაც იდგა ჩემს წინ…

ყველაფერი 10 წლის წინ მოხდა. მივდიოდით სოფელში, სადაც ბებია ცხოვრობდა. მამას სამუშაოზე აგვიანდებოდა…იქ მშრალი ამინდი და ცუდი გზებია. მამამ წინ  რაღაც  შენიშნა, მაგრამ  გაიფიქრა,  რომ  საგზაო  ნიშანი  იყო… შემდეგ ჩაფიქრდა და დედას ჰკითხა, თუ ხედავდა იგი წინ რამეს. უცებ დედამ დაიკივლა და თვალებზე ხელები აიფარა.გზის მარცხენა მხარეს იდგა ქალი.თეთრ პიჟამაში გამოწყობილიო.უცნაური იყო,არ ჰგავდა ნამდვილი მანდილოსანს.როდესაც გვერდზე ჩავუარეთ (უკან დაბრუნება უკვე გვიან იყო) დაინახეს რომ ქალს სახე არ ჰქონდა.ხელებით მიწას ებჯინებოდა.იგი ცარიელი იყო,გამჭირვალე.სიჩუმემ დაისადგურა,მამას ეშინოდა,ეშინოდა იმის, რომ ისევ დაინახავდა იმ ქალს.ვინ ან რა იყო იგი,ვერავინ ვერ შეძლო ამის ახსნა.თქვენ შეგიძლიათ ამიხსნათ რა იყო ეს?!?!?!

9cbf57b5fda8

2)ვინ ამიხსნის რაც მოხდა?!

გამარჯობა,მეც მინდა გაგიმხილოთ ის რაც თავს გადამხდა.მეორე ბავშვზე ვიყავი ფეხმძიმედ,რთული ფეხმძიმობა მქონდა,8 თვის დავბადე.20 წუთის შემდეგ ბავშვს ფილტვები ჩაეკეტა და სუნთქვა შეწყვიტა.ეხლა მთავარზე გადავალ.მშობლები საკმაოდ შორს ცხოვრობენ ჩემგან.როდესაც ჩემი გოგონა დაიბადა მათთან საშინელება ხდებოდა.როდესაც,დილას მანქანისკენ მიდიოდნენ ,სახლში ჩამოვარდა ხატი (იგი საკმაოდ კარგად იყო დამაგრებული). რამოდენიმე წუთის შემდეგ მათ მანქანას დაეცა ჩიტი,რომელმაც ჩაუნისკარტა ფანჯარას.ვახშამზე ის ჩიტი ისევ მოფრინდა და ახლა სახლის ფანჯრის გატეხვას ცდილობდა,მაგრამ ვერ შეძლო. ხოლო საღამოს მათ შეატყობინეს რომ მე ოპერაციას მიკეთებდნენ. ოპერაციის  შემდეგ  ღამე  საავადმყოფოში  გავათენე. ამის შემდეგ დავბინავდით 3 სართულიან სახლში. საკმაოდ  მყუდრო  იყო. მაგრამ  ეხლა  ასე აღარ ვფიქრობ. ერთხელაც საღამოს გავიგონე რომ ვიღაც აკაკუნებდა. ქმარი გავაღვიძე, მაგრამ გარეთ არავინ იყო.მეორე დღეს ჩვენი პატარა ავად გახდა.რაც გინდათ ის იფიქრეთ, მაგრამ მე ვიცი, როდესაც ის აკაკუნებს,ავადმყოფობას უნდა ველოდეთ.

b59ff8449f5a

3)საყვარელი დედა

მამა ხშირად მახსენებს ამ ამბავს.მაშინ 4-ის ვიყავი.მამას უნდა მოემზადებინა სადილი და ამიტომ სამზარეულოსკენ გაეშურა. მე სავარძელზე დამსვა და მითხრა რომ არაფერი არ უნდა გამეფუჭებინა. შიგადაშიგ იხედებოდა, რომ ენახა რას ვაკეთებდი.მშვენივრად ვერთობოდი,მაგრამ 10 წუთის შემდეგ როდესაც მამამ დამიძახა,ხმა არ გავეცი,იქ აღარ ვიყავი.მამას შეეშინდა და ჩემს სახელს ყვიროდა.მე გარეთ,აივანზე ვიყავი,შეშინებულმა ხელში ამიყვანა და მკითხა თუ რას ვაკეთებდი იქ. “დედა” ვუთხარი მე.გაუკვირდა მამას და მკითხა მეძახდა თუ არა იგი.დედიკო ხელს მიქნევდა და თავისკენ მიხმობდა.იცით რა არის გასაოცარი?! დედაჩემი მოკვდა როდესაც მე 2 წლის ვიყავი. მანქანამ დაარტყა და იდი ადგილზევე გარდაიცვალა.დედა ყოველ ღამე მესიზმრება და იგი მეუბნება, რომ ჩემით ამაყობს და ჩემს წარმატებებზე ყველას უამბობს.იგი სულ ჩემთანაა….

521063bdbaa6

4)ჩემი მეგობარი.

ჩვენ ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა სანამ ეს არ მოხდებოდა.იგი იყო ყრუ და ამიტომ მისი ენა ვისწავლე.ჰქონდა მობილური რომელსაც არ იყენებდა.ერთ დღესაც მას მანქანამ დაარტყა და მოკლა.ავტომობილის მოახლოება ვერ იგრძნო.არ ვიცოდი რა მექნა,სულ მოწყენილი ვიყავი.ერთ დღესაც ტელევიზორი ჩავრთე.(ჩვენ გვიყვარდა ფეხბურთი და ერთ გუნდს ვგულშემატკივრობდით).იმ დღეს მატჩი იყო.მე ყურება არ მინდოდა და გადართვა ვცადე მაგრამ პულტი არ რეაგირებდა.უცებ ზარი გაისმა,კარზე დარეკეს(ესელვირას ხელწერა იყო,სამი მოკლე ზარი).გარეთ გავიხედე მაგრამ არავინ იყო.შემეშინდა.იგი ყოველ ღამეს ჩემთან იყო.არ მშორდებოდა .სიზმრებშიც კი.ერთხელაც დამესიზმრა მისი სიკვდილი.მეორე დღეს წერილი მომივიდა ტელეფონზე,იქ ეწერა რომ ყველაფერი კარგად იყო.წერილის გამოგზავნის დრო,მისი სიკვდილის დროს ემთხვეოდა.არ ვიცი რა მოხდა,მაგრამ ერთი კი ცხადია ის ჩემთანაა,ჩემი ერთადერთი მეგობარი…

არ ვიცი რატომ მაგრამ მე ძალიან მეშინია ამ მონათხრობების. :D

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close