გასართობისასარგებლო

სატელევიზიო რეკორდები

727f46c02800

სატელევიზიო რეკორდები… მგონი დაგაინტერესებთ… :yes:

გინესის რეკორების წიგნის მიხედვით, სერიალი, რომელიც ყველაზე დიდხანს გადიოდა, იყო «Coronation Street». სერიალი დღემდე გადის ბრიტანულ ტელეარხზე, მისი გადაღება კი 1960 წლის 9 დეკემბრიდან დაიწყო. ამ სერიალის მსახიობი უილიამ როჩმა დაამყარა რეკორდი, როგორც ყველაზე ხანგრძლივი როლის შემსრულებელმა. პირველი სერიიდანვე იგი კენა ბარლოუს როლს ასრულებს. ამ ხნის მანძილზე, რაც სერიალი გადის, მისმა გმირმა სამჯერ მოასწრო დაქორწინება, სცადა თვითმკვლელობა და საერთო ჯამში ყავდა 23 მეგობარი ქალი.

d26a958edb8e

მულტფილმი “სკუბი-დუ” მოხვდა გინესის წიგნში, როგორც ყველაზე გრძელი ფილმი კინემატოგრაფში (350 სერია). ამ მულტფილმის პირველი სერია აშშ-ში გამოვიდა 1969 წელს.

1296557543de

ყველაზე ხანგრძლივი სარეკლამო რგოლი იყო ბრიტანულ არხზე “Great Universal Stores”  გასული რეკლამა, რომელიც გრძელდებოდა 7 წუთს და 10 წამს. ის გავიდა ეთერში “დილა მშვიდობისა, ბრიტანეთო”-ს დროს, 1985 წლის 20 იანვარს. სარეკლამო დრო 100 000 ფუნტი ღირდა.

ყველაზე მოკლე ტელე-რეკლამა გრძელდებოდა 3 წამს. ეს იყო გინესის რეკორდების წიგნის რეკლამა, რომელიც 1992 წელს აჩვენეს ბრიტანული ტელეკომპანიის ეთერში.

ყველაზე ძვირი ტელედადგმა – ეს იყო მინი-სერიალი “ომი და ხსოვნა”, ტომელიც გავიდა ტელეკომპანია АВС-ის ეთერში. მისი გადაღებები 3 წელს გრძელდებოდა, გადაიღეს 14 სერია და ბიუჯეტი კი 110 მილიონი $ იყო.

ყველაზე მსხვილ სატელევიზიო კონტრაქტად დღემდე რჩება კონტრაქტი ოპრა უიმფრისთან. 1994 წლის მარტში მან ძელი მოაწერა კონტრაქტს, რომელმაც 2000 წლის 31 დეკემბრამდე მას 300 მილიონი მოუტანა.

ყველაზე ხანგრძლივი შეუწყვეტელი მაუწყებლობა. შვეიცარულმა სახელმწიფო ფნარგულენოვანმა არხმა “სუისს-4”-მა გადასცა ატლანტის ოლიმპიური თამაშები. ტრანსლიაცია დაიწყო 1996 წლის 19 ივნისს და დასრულდა 1996 წლის 5 აგვისტოს, ანუ გრძელდებოდა 22 დღესა და 45 წუთს.

მონაწილეთა ყველაზე დიდი რაოდენობა შეკრიბა იაპონურმა არხმა “ნიპონ ტელევიჟენმა”. სუპერვიქტორინაში 5000 ადამიანი მონაწილეობდა.

ბრიტანელი მსახიობი კრისტოფერ ლი, რომელიც 255 ფილმშია და ტელე-დადგმაში მონაწილეობდა, გინესის რეკორდსმენია. რადგან იგი ყველაზე მეტჯერაა მოხსენიებული ტიტრებში. იგი მონაწილეობდა “ბეჭდების მბრძალებელში”, სადაც საურონის როლს ასრულებდა.

46b317aca2d4

“მოგზაურთა კლუბი” – ერთადერთი რუსული გადაცემაა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე ხანგრძლივი გადაცემა და მისი წამყვანი იური ცენკევიცი, როგორც ყველაზე ხანგრძლივი ტელეწამყვანის კარიერის მქონე.

მორჩა კინო :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button