არქივი

ეძებეთ ყველაფერში დადებითი მხარე

e4a4825603f5

როგორც შევნიშნე, ბოლო ხანებში ადამიანები იმდენად დიდ ეიფორიაში ვარდებიან პატარა პრობლემების გამო, რომ მუდმივად ცუდი განწყობის ფაზაში გადადიან. ცუდი განწყობა და ნეგატიური აზრები კი მაგნიტივით იზიდავენ ექსესებს. გადავწყვიტე გიამბოთ ბატარა იგავი ადამიანზე, რომელიც ცდილობდა ყველაფერში ეპოვა დადებითი მხარე.

e4a4825603f5

ერთ-ერთი ტომის ბელადს ჰყავდა მეგობარი, რომელსაც ჰქონდა ჩვევა, რომ რაც არ უნდა მომხდარიყო ცხოვრებაში ყველაფერზე ეთქვა, რომ ეს კარგია. ერთხელაც ნადირობისას, მან ბელადს მოუმართა იარაღი. იარაღის რაღაც დეფექტის გამო გასროლისას ბელადმა დაკარგა თითი. ეს კარგია თქვა, – მეგობარმა. ეს არ არის კარგი! – თქვა განრისხებულმა ბელადმა და უბრძანა ქვეშევრდომებს მისი მეგობარი დილეგში ჩაეგდოთ. რაღაც პერიოდის შემდეგ ბელადი და მისი ქვეშევრდომები, მორიგი ნადირობის დროს, დაატყვევეს კაციჭამიებმა. შენიშნეს რა, რომ ბელადს თითი არ ჰქონდა ის სასწრაფოდ გაანთავისუფლეს. მათ ჰქონდათ ცრურწმენა, რომ არ უნდა ეჭამათ ადამიანი, რომელსაც ჰქონდა რაიმე ფიზიკური ნაკლი, რადგან სჯეროდათ რომ ეს ნაკლი მათაც გადაედებოდათ. როდესაც ბელადი შინ დაბრუნდა და გაახსენდა თავისი მეგობარი, სასწრაფოდ უბრძანა გაენთავისუფლებინათ იგი. მან უამბო მეგობარს მომხდარის შესახებ და სინანული გამოთქვა, რომ ასე მკაცრად მოექცა მას.

მეგობარმა კი უპასუხა: ყველაფერი კარგადაა. მე რომ არ დაგეტყვევებინე,ნადირობისას მეც შენთან ერთად ვიქნებოდი, მეც ხომ შენსავით არ გამანთავისუფლებდნენ და შემჭამდნენ. და აი ეს კი ნამდვილად არ იქნებოდა კარგი. მორალი ისაა, რომ რაც ხდება ყველაფერი უკეატესობისაკენაა მიმართული. მთავარია ვიპოვოთ მასში დადებითი მხარე.

Back to top button