დაახლოებით 100-მა ადამიანმა გაბედა და გუშინ, 9 იანვარს, დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ლონდონის მეტროში შარვლის გარეშე იმგზავრა.
თავგადასავლების მოყვარულებმა რამდენიმე სადგური გაიარეს ნახევრად შიშველ მდგომარეობაში, მიუხედავად მრავალი გაოგნებული მგზავრისა, რომელთაც წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა. აქციის ორგანიზატორებმა ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილი მოხალისეები ბეიქერლუს პლატფორმიდან დაჰყვეს რამდენიმე ნაწილად და სხვადასხვა გაჩერებებზე გადაანაწილეს.
ფლეშმობის მონაწილენი, წინასწარი გაფრთხილების შესაბამისად, იქცეოდნენ ისე, თითქოს არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა. ასევე არ ელაპარაკებოდნენ სხვა მონაწილეებს და თავი ეჭირათ ისე, თითქოს პირველად ხედავდნენ ერთმანეთს. მგზავრებიდან ზოგი გაოცებული უყურებდა, უმეტესობას ეცინებოდა, რამდენიმემ მიბაძა კიდეც.
დანარჩენებთან საუბრისას კი ამბობდნენ, რომ შარვალი სახლში დარჩათ, და ამდენი უშარვლო მგზავრის დანახვა მათთვისაც სიურპრიზი იყო. ჯდომისას იქცეოდნენ ჩვეულებრივ, უმეტესობა კითხულობდა ჟურნალ-გაზეთებს.
ანალოგიური აქცია პარალელურად გაიმართა ციურიხშიც:
აქციის ორგანიზატორების თქმით, მათი მიზანი იყო ხალხისთვის გართობისა და სიცილის საბაბი მიეცათ. ამ მოვლენას ყოველწლიური სახე აქვს და მონაწილეთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. პირველად ჩატარდა ნიუ-იორკში 2002 წელს, თანდათან კი გლობალურ სახეს იღებს.
ზი ენდ :mamao: