ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

რატომ ცვივა არკანზასში ჩიტები ციდან? National Geographic-ის პასუხი

9ydw8

ამ ფაქტის შესახებ უცნაურზე დაიწერა და გამოითქვა აპოკალიფსური მოსაზრებები, 2012-თან  კავშირი  თუ  სხვა  უარგუმენტო ვარაუდები.  გთავაზობთ მეცნიერულ ახსნას.

ჩიტების მისტერიულმა ცვენამ შეაწუხა არკანზასი ახალი წლის წინა საღამოს. იგივე განმეორდა ლუიზიანაში, შვედეთში და კიდევ რამოდენიმე ადგილას ამ კვირაში.

მაგრამ ეს მოვლენა ნამდვილად არ უკავშირდება ”მეორედ მოსვლას” ან სხვა აპოკალიფსურ მოსაზრებებს – ეს მოვლენები ყოველთვის ხდებოდა და ხდება, ამბობენ მეცნიერები. ბოლო პანიკა კი გამოწვეულია იმით, რომ მედიამ ატეხა ერთი ამბავი. აქამდე არ აშუქებდნენ ასეთ ამბებს, ახლა კი გააშუქეს.

წაიკითხეთ სტატია და თავად დარწმუნდით.

ნებისმიერ მოცემულ მომენტში “სულ ცოტა 10 მილიარდი ჩიტია ჩრდილო ამერიკის ცაში… და ცაში მყოფი ჩიტების რიცხვმა ზოგჯერ შეიძლება 20 მილიარდსაც კი მიაღწიოს” ამბობს ორნიტოლოგისტი Greg Butcher -ი , “ჩიტების შენარჩუნების ეროვნული საზოგადოების დირექტორი” ვაშინგტონიდან.

რამ გამოიწვია ჩიტების მასობრივი ვარდნა? არკანზასის შემთხვევაში 2 მთავარი დამნაშავე შეიძლება გამოვყოთ: მაღალი ხმები და შეჯახებები.

ახალი წლის ღამეს, დაახლოებით 11:30-ზე დაიწყო ცნობების მიღება იმის შესახებ, რომ არკანზასის ციდან ჩიტებმა დაიწყეს ცვენა. ოფიციალური მონაცემებით, 5000 ჩიტი ჩამოვარდა და ისინი იყვენენ 4 სხვადასხვა სახეობის: წითელ ფრთიანი შაშვები, ევროპული შოშიები და ა.შ.

ტესტირებებმა, რომლებიც ჩატარდა ნაციონალური ვენული ბუნების ცენტრში აჩვენა, რომ ჩიტებს მიღებული ჰონდათ ძლიერი ტრამვები. ეს ასევე დაადასტურა არკანზასის კომისიამაც

“ჩიტები ეჯახებოდნენ მანქანებს, ხეებს, შენობებს და სხვა მყარ ობიექტებს” განაცხადა ორნიტოლოგისტმა კარენ როუმ არკანზასის თამაშებისა და თევზაობის კომისიიდან

“ზუსტად მაშინ, სანამ ჩიტები დაიწყებდნენ ვარდნას, ნამდვილად ძალიან დიდი ხმაური ატყდა არკანზასის ცაში. პროფესიონალურად შექმნილი უზარმაზარი ფოიერვერკები ერთმანეთის მიყოლებით 12-ჯერ გაისროლეს ცაში. ზუსტად რამოდენიმე წუთის შემდეგ დაიწყო ცნობებმა მოსვლა ჩიტების ჩამოვარდნის შესახებ” აცხადებენ არკანზასის კომისიაში.

ეს გახლდათ არალეგალურად გასროლილი ფოიერვერკები და ამას ასევე დაემატა ლეგალურად გასროლილი იმავე დროს. ამას შეეძლო გამოეწვია ის, რომ ჩიტები დაბნეულიყვნენ და იმაზე იმაზე გაცილებით დაბლა ეფრინათ, ვიდრე ჩვეულებრივ, მათთვის ფოიერვერკები აღიქმებოდა როგორც საფრთხე. მათ დაიწყეს იმაზე დაბლა ფრენა, ვიდრე ხის კენწეროებია. ამ ჩიტებს კი ღამით საერთოდ რაიმეს დანახვა ძალიან უჭირთ, შესაბამისად მათ ვერ შეძლეს ხის ტოტების, შენობების თუ სხვა მყარი ობიექტების დანახვა და უმეტესობა მათგანი დაეჯახა ამ შენობებს. სწორედ ამან გამოიწვია მათი ტრამვები.

არკანზასში ნაპოვნი მკვდარი ჩიტები გახლავთ ისეთი სახეობის, რომლებიც უზარმაზარ ჯგუფებად დაფრინავენ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში. ასეთ ჯგუფში ერთდროულად შეიძლება თავმოყრილი იყოს 23 მილიონი ჩიტი. შესაბამისად 5,000 ჩიტის ჩამოვარდნა ნამდვილად არაა დიდი ციფრი, მითუმეტეს რომ მათი გადაფრენა ფოიერვერკებს დაემთხვა, – განაცხადა Audubon’s Butcher-მა

ცათამბრჯენების და მაღალი ობიექტების პრობლემა

“ჩიტები ფრენისას ხშირად ეჯახებიან მაღალ ობიექტებს, განსაკუთრებით ქალაქებში, სადაც მაღალი შენობებია, ან არეებში სადაც მობილური ტელეფონის ანძები თუ ქარის ტურბინებია” განაცხადა Butcher-მა.

“ასეთი მაღალი კონსტრუქციები ყველაზე მეტად უშლის ჩიტების ფრენას ხელს. მაგალითად ნისლიან ღამეში, მაშინ როცა ჩიტებმა ორიენტირი ვარსკვალვებიდან უნდა აიღონ, ეშლებათ და ორიენტირად უამრავი შენობისა თუ ანძის მანათობელ კენწეროებს იღებენ, ამის გამო ისინი ვერ ხვდებიან, რომ ხშირად წრეზე დაფრინავენ და ეს ფრენა გრძელდება მანამ, სანამ არ ჩამოვარდებიან”

ელექტროენერგიის ხაზებით იყო გამოწვეული 500-მდე ჩიტის სიკვდილი ლუიზიანაში გასულ სამშაბათს. 50-დან 100-მდე მკვდარი ჩიტი იპოვეს შვედეთში, რომელთაც არ აღენიშნებოდათ არანაირი მოწამვლა. უბრალოდ ძლიერი ტრამვისგან იყო გამოწვეული მათი ვარდნა

ქარს, თოვლს, სეტყვას, ელვასა და სხვა მსგავს მოვლენებს ადვილად შეუძლიათ დახოცონ ჩიტები.

მაგალითად “გასულ წელს რამოდენიმე ასეული ვარხვი (ჩიტის სახეობაა) ჩამოვარდა ორეგონ-ვაშინგტონის საზღვარზე” განაცხადა Butcher-მა. “ეს იმის ბრალი იყო, რომ ცივი ჰაერის მასებმა გადაინაცვლა და ჩიტებს უბრალოდ ფრთები მოეყინათ”

რა თქმა უნდა, ჩიტების სიკვდილი უბრალოდ თავისით არ შეიძლება ხდებოდეს. ყველაფერს აქვს მიზეზი. მაგალითად, ჩიტებში ასევე გავრცელებულია ბოტულიზმი და სალმონელა.

არა აქვს მნიშვნელობა, როგორ კვდებიან ისინი. უბრალოდ ფაქტია, რომ ჩიტების უმეტესობა ერთი წელიც ვერ ცოცხლობს. მაგალითად, ჩიტს რომელიც გაზაფხულზე დაიბადა და ზამთრისთვის ადგილმდებარეობა შეიცვალა, 75% აქვს იმის შანსი, რომ ცოცხალი დაუბრუნდება დაბადების ადგილს შემდეგ წელს.

ბიოლოგებმა განაცხადეს, რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი მოვლენებია.

– ვისურვებდით, რომ ასეთი ყურადღება ექცეოდეს ისეთ საკითხებს, რომლებიც მართლა კრიზისულია ველური ბუნების გადასარჩენად, – ამბობენ მეცნიერები.

“იმედი გვაქვს რომ შევძლებთ ხალხის ყურადღება მეტად მივაპყროთ იმ საკითხებს, რაც მართლა კრიზისულია და მეტად დავანახოთ ადამიანებს, რას იწვევს მათი ქმედება ბუნებაში. ასეთი მოვლენებისთვის უფროა საჭირო დროის დათმობა და ერთი ამბის ატეხა, ვიდრე ჩვეულებრივი ჩიტების ვარდნისას. ეს ხომ ისედაც ყოველთვის ხდება და ხდებოდა.”

ასე ხსნის National Geographic ჩიტების მასობრივ კვდომას.

მე ვეთანხმები და თქვენი აზრი კი კომენტარებში გაგვანდეთ.

P.S. ბოდიშს ვიხდი თუ სადმე უხეში ან გაუმართავი ნათარგმნი შეგხვდებათ უბრალოდ ვჩქარობდი.

წყარო: http://newsmacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button