საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე (ნაწილი4)


საინტერესო ფაქტების მეოთხე ნაწილი

1. ადმირალი ფრენსის დრეიკი დიზენტერიით გარდაიცვალა. ყოფილი მეკობრე ტყვიის კუბოში ჩაასვენეს და კარიბის ზღვაში ჩაუშვეს. მამაცი ადმირალის პატივსაცემად, დაკრძალვის ადგილას ინგლისელებმა მტრისთვის წართმეული რამდენიმე ესპანური გემიც ჩაძირეს.

2. ადოლფ ჰიტლერის რამდენიმე ნათესავი, კერძოდ კი ფიურერის ძმის სამი შვილიშვილი ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მათი გადრაცვალების შემთხვევაში გერმანიის მესამე რაიხის ფიურერის მოდგმაც არსებობას შეწყვეტს, – სამივე ძმა შეთანხმდა, რომ შთამომავლობას არასდროს იყოლიებენ.

3. დიდი კომპოზიტორი მოცარტი ვენაში წმინდა მარკოზის უპატრონოთა სასაფლაოზეა დამარხული.

4. სახლიდან სახელოსნოში სამუშაოდ მიმავალი დიდი მეცნიერი თომას ალვა ედისონი გზად ყოველთვის შედიოდა შენობაში, სადაც ზამთარში თბებოდა, ზაფხულში კი გრილდებოდა. სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, ხალხს ეფიქრა, რომ მეცნიერი მორწმუნე იყო, – ეს შენობა ეკლესია იყო.

5. კოლეჯში სწავლისას მომავალ მათემატიკოს გეორგ დანციგს თურმე ლექციები მოსაწყენი ეჩვენებოდა. ერთხელ სითამამე მოიკრიბა და პროფესორს უთხრა, თქვენი ამოცანები ძალიან ადვილიაო. პროფესორმა მიუგო, ძალიან კარგი, რაიმეს საინტერესოს მოგიძებნითო და უბის წიგნაკიდან ფურცელზე 9 ამოცანა დაუწერა. გავიდა თვე პროფესორი დაინტერესდა, სტუდენტმა ამოცანები ამოხსნა თუ არა.
– ძალიან ძნელი იყო, მხოლოდ ექვსის ამოხსნა შევძელი, – შესჩივლა დანციგმა.
პროფესორი გაოგნდა – მან დანციგს 9 ამოუხსნელი პრობლემა მისცა.

6. 1628 წელს ესპანეთის სამეფო კარზე რუბენსი ჯერ ელჩად იყო ცნობილი და შემდეგ მხატვრად.

7. ონორე დე ბალზაკს ასეთი სიტყვები ჰქონდა ამოტვუფრული თავის ხელჯოხზე: “მე ყველა დაბრკოლებას ვამსხვრევ”.

8. იმისთვის, რომ დაპყრობილი ქვეყნების მართვისას თარჯიმნებს არ მოეტყუებინათ, ჩინგიზ-ყაენი აიძულებდა თავის შვილებს, უცხო ენები შეესწავლათ.

9. კომპოზიტორი ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი ნაპოლეონს აღმერთებდა, მას ძმად, მამად მიიჩნევდა. ეგონა, რომ იგი ევროპას უტოპიის მსგავს სამყაროდ აქცევდა, მაგრამ როდესაც ნაპოლეონმა თავი იმპერატორად გამოაცხადა, კომპოზიტორმა ეს ღალატად მიიჩნია და მესამე “გმირული” სიმფონიის პარტიტურიდან მისი სახელი ამოშალა.

10. უდიდეს ფილოსოფოსს ფრიდრიხ ნიცშეს თავისი და უყვარდა.

11. შექსპირის აზრით, მსოფლიო სავსეა ქურდებით,მაგრამ “ყველა ქურდზე დიდ ქურდად” ის მთვარეს მიიჩნევდა, რადგან მთვარე თავის სინათლეს მზეს პარავსო.

12. არაერთ ისტორიულ გადმოცემასა და ლეგენდას პლუტარქემ სიმართლესთან მიახლოებული ახსნა მოუძებნა. მაგალითად მას არ სჯეროდა, რომ რომის დამაარსებლები – რომული და რემი – ძუ მგელმა გამოკვება. მაშინ ისინი გონებრივად განუვითარებელნი იქნებოდნენ. პლუტარქეს აზრით, რომის დამაარსებლები მსუბუქი ყოფაქცევის ქალმა – ძუკნამ, იგივე ძუ მგელმა გამოკვება.

13. უკანასკნელი წლების ერთ-ერთ ნაშრომში ლენინმა გამოთქვა აზრი, რომ კომუნიზმის საბოლოო გამარჯვების შემდეგ ქალაქების მოედნებზე დაიდგმებოდა საზოგადოებრივი დანიშნულების ტუალეტები ოქროს შენობებში.

14. პიკასოს ყველაზე ადრეულ ნახატებს ჩვენამდე თითქმის არ მოუღწევია, რადგან იმ პერიოდში მხატვარს შეშის ფული არ ქონდა და გასათბობად ღუმელში საკუთარ სურათებს წვავდა.

15. ახალი ზელანდიის დედაქალაქს ველინგტონი ნაპოლეონის თანამებრძოლის, ინგლისელი გენერლის პატივსაცემად დაერქვა.

16. ალბერტ აინშტაინს არ უყვარდა ჰალსტუხის ტარება და წინდების ჩაცმა. ამბობდა, ზედმეტიაო. მეცნიერი იშვიათად იკრეჭდა თმას და იპარსავდა წვერს. მის კარადაში რამდენიმე ერთნაირი პიჯაკი და პერანგი ეკიდა, რათა მეცნიერს იმაზე ფიქრში, თუ რა ჩაეცვა, დრო არ დაეხარჯა.

17. გალილეო გალილეი დაიბადა 1564 წელს 18 თებერვალს, იმ დღეს როცა გარდაიცვალა მიქელანჯელო, ხოლო მისი სიკვდილის დღეს, 1642 წელს, დაიბადა ისააკ ნიუტონი.

18. თითქმის მთელი პროგრესული სამყაროს დამპყრობი ალექსანდრე მაკედონელი რომელიმე ქვეყნის დაპყრობის წინ მთელ თავის ხაზინას მხედართმთავრებსა და ჯარისკაცებს ურიგებდა და როდესაც ჰკითხავდნენ, შენთვის რას იტოვებო, პასუხობდა, იმედსო. მან გარდაცვალების წინ ითხოვა, ხელებგაშლილი დამასაფლავეთო და ასეც მოიქცნენ ( არა რა მომიტანია, არარა მიმაქვს იმ ქვეყნადო).

19. პლატონის აზრით, ადამიანები ორთავიანი, ოთხფეხა და ოთხხელა არსებები იყვნენ, ახლა ჩვენ ყველაფერი ორჯერ ნაკლები გვაქვს, იმიტომ, რომ ღმერთებმა ისინი მამაკაცებად და ქალებად დაყვეს.

20. ჰიტლერი ხალხის წინაშე გამოსვლის დროს ყოველ 53 სიტყვაში ერთხელ აუცილებლად ამბობდა “მე”-ს, მუსოლინი – 83-ში, რუზველტი – 100-ში, ჩემბერლენი – 249-ში.

THE END

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close