რამდენიმე ცნობილი ბრენდის ლოგოების შექმნის ისტორია
როგორ შეიქმნა ზოგიერთი ლოგო. იმედია დაგაინტერესებთ :yes:
Lacoste – ამ ბრენდს დიდი ხნის ისტორია და კარგი რეპუტაცია გააჩნია.მის ლოგოს ყველა იცნობს, ვისაც ცოტა შეხება მაინც აქვს მოდასთან.1993 წელს ჟან რენე ლაკოსტამ (Jean Rene Lacoste) დააარსა კომპანია, რომელიც უშვებდა მაისურებს ჩოგბურთისთვის.თვითონ იგი იყო ცნობილი სპორტსმენი და სპორტულ წრეებში სარგებლობდა ზედმეტსახელით “ალიგატორი”.ერთხელ მისმა მეგობარმა ჟანა რენემ მას ხუმრობით დაუხატა პატარა ნიანგი,რომელიც შემდეგში გახდა მისი ლოგო და დღეს მთელს მსოფლიოში არის ცნობილი.
Burberry Prorsum – ამ ბრენდის ისტორია თარიღდება 1856 წლით, როდესაც ტომას ბარბერმა (Thomas Burberry) გახსნა მაღაზია, სადაც ყიდიდა მზა ტანსაცმელს. დიზაინერმა შექმნა წყალგაუმტარი მასალა -გაბარდინა- რომლითაც კერავდა ჯარისკაცების ქურთუკებს.1901 წლისათვის მას უკვე ყავდა მსხილი შემკვეთები.სწორედ ამ დროიდან გამოჩნდა მისი ლოგოც – მხედარი დროშით ხელში,რომელზეც გამოსახულია «Porsum».დღეს კი ეს ლოგო შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ ნაწარმზე.
Versace – მისი ლოგო დაკავშირებულია ძველბერძნულ მითოლოგიასთან.მასზე გამოსახული იყო მითოლოგიური პერსონაჟი მედუზა,რომელიც თავისი მზერით ქვად აქცევდა ადამიანებს.თვითონ დიზაინერს ჯანი ვერსაჩეს (Gianni Versace) იზიდავდა კლასიკური თემატიკა,ისტორია და ძველი კულტურა.მისი ბრენდის ლოგოც შეიქმნა მის სამოდელო სახლში 1978 წელს.
Chanel – პირველად ეს ლოგო მსოფლიოსათვის ცნობილი გახდა 1925 წელს.ხოლო სურათი გამოსახული იყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სუნამოს ბოთლზე – Chanel #5.არსებობს ორი ვერსია ლოგოს შექმნის თაობაზე.პირველის თანახმად იგი შექმნა მიხაილ ვრუბელმა ჯერ კიდევ 1886 წელს.მეორე ვერსიის თანახმად კი იგი უბრალოდ წარმოადგენს წარმატების სიმბოლოს.
Calvin Klein – ეს ბრენდი დაარსდა 1942 წლის 19 ნოემბერს.მისი ლოგოც იმ პერიოდში შეიქმნა,მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო იგი ცნობილი გახდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ.სწორედ მაშინ მან გამოუშვა ჯინსის ახალი კოლექცია,რომელზეც დატანილი იყო მისი ლოგო -CK. მოგვიანები იგი ლოგოს იყენებდა არა მხოლოდ გრენდის წარმოსაჩენად,არამედ კოლექციების გამოსაყოფათაც.მუქი პერი ლოგო გამოიყენებოდა ისეთ ტანისამოსზე რომელიც მაღალი საზოგადოებისთვის იყო განკუთვნილი,ნაცრისფერი – შემთხვევით ტანისამოსზე,ხოლო თეთრი – სპორტულზე.