უძველესი უცხოპლანეტელები
ბლოგზე ძალიან აქტუალურია უცხოპლანეტელები და ამიტომ გადავწყვიტე დამეწერა ეს პოსტი.
უძველესი უცხოპლანეტელების თეორეტიკოსებს ერიკ ვონ დენიკენის მსგავსად სჯერათ, რომ ათასობით წლის წინ უცხოპლანეტელები დაშვნენ დედამიწაზე, ადამიანებმა ისინი ღმერთებად მიიჩნიეს, ხოლო უცხოპლანეტელები დაეხმარნენ მათ განვითარებაში. მაგრამ რა მტკიცებულება შეიძლება არსებობდეს ამ ფაქტის დასადასტურელბლად? თეორეტიკოსები ამ ფაქტის დასამტკიცებლად ორ არგუმენტს გამოყოფენ: ძველ რელიგიურ ტექსტებს და ფიზიკური შრომის ნიმუშებს, როგორიცაა გამოქვაბულის ნახხატები, ქვის სკულპტურები და პირამიდები. არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომელიც ამტკიცებს უცხოპლანეტელების დედამიწაზე ჩამოსვლას:
ნასკას ხაზები
უძველესი გრავირებული ხაზები, რომლებიც პერუს ნასკას უდაბნოს ზეგანზეა, 50 მილზე გადაჭიმული და არქეოლოგებს ათწლელულების განმავლობაში ვერ გადაეწყვიტათ, თუ რას ნიშნავდა და სართოდ რა იყო. ჩვეულებრივი ხაზებისა და გეომეტრიული ფიგურების გარდა, ნასკას ხაზები შეიცავს ადამიანების, ჩიტების და ცხოველების ნახატებს. ზოგიერთი ასეთი ნახატი 600 ფუტი სიგრძისაა. მათი კოლოსალური ზომების გამო ამ ნახატების სისრულეში დანახვა მხოლოდ ჰაერიდანაა შესაძლებელი და შესაბამისად მისი შექმნა იმდროინდელ ადამიანს არ შეეძლო. არ არსებობს მტკიცებულება, რომ ნასკას ხალხმა, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 300-ახ. წ. 800 წლებში სახლობდნენ ამ ტერიტორიაზე საფრენი აპარატები გამოიგონეს. უძველესი უცხოპლანეტელების თეორეტიკოსების მოსაზრებით ამ ნახატებით ხელმძღვანელობდნენ უცხოპლანეტელთა კოსმოსურუი ხომალდები, როდესაც ისინი ჩამოდიოდნენ დედამიწაზე. ხოლო ხაზები წარმოადგენდა ერთგვარ ასაფრენ ზოლებს.
ვიმანა
ბევრ სანსკრიტული ეპოსში, რომლებიც დაწერილია ინდოეთში ორი ათასწლეულის წინ, ნახსენებია მითიური საფრენი აპარატები- ვიმანები. ეპოსებში აღწერილი ვიმანები თითქმის ყველა ნიშნით ემთხვევა ამოუცნობი მფრინავი ობიექტების აღწერილობას, იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ამტკიცებენ რომ დაინახეს ის. აქედან გამომდინარე უძველესი უცხოპლანეტელების თეორეტიკოსები ვარაუდობენ, რომ უძველეს დროში უცხოპლანეტელები სტუმრობდნენ ინდოეთს.
აღდგომის კუნძულის მოაი
პოლინეზიის კუნძული- აღდგომის კუნძული ცნობილია თავისი “მოაით”. 887 გიგანტური ადამიანის ფიგურა უზარმაზარი ქუდებით იცავს კუნძულის სანაპირო ზოლს. დაახლოებით 500 წლის მონოლითური ქანდაკებები იწონის 14 ტონას და 13 მეტრი სიმაღლისაა, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ორჯერ უფლო მაღალი და მძიმეა. როგორ შეიძლება ადამიანებს დახვეწილი ინსტრუმენტებისა და საინჟინრო საქმის ცოდნის გარეშე აეშენებინათ და გადაეტანათ ასეთი ზომის ფიგურები? ზოგიერთი უძველესი უცხოპლანეტელების თეორეტიკოსი ფიქრობს, რომ ეს ქანდაკებები ააგეს უცხოპლანეტელებმა და ამით თავისი ნიშანი დატოვეს კუნძულზე.
პუმა პუნკუ
პუმა პუნკუ მდებარეობს ბოლივიის მთიანეთში. ეს არის ძველი შენობების ნანგრევები, სადაც არის უამრავი ბრწყინვალედ მოჩუქურთმებული ქვები. ასეთი სიზუსტის და მაღალი ხარისხის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე ინსტრუმენტბისა და ტექნოლოგიის გარეშე, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ნანგრევები 1000 წლისაა. თეორეტიკოსების მოსაზრებით ეს დანგრეული შენობები ააშენეს ან თვით უცხოპლანეტელებმა ან მათ ასწავლეს ადამიანებს საინჟინრო ტექნიკა.
ეზეკიელის წიგნი
ეზეკიელის წიგნში, რომელიც ებრაული ბიბლიის ნაწილია, წინასწარმეტყველი ხედავს მფრინავ ხომალდებს, რომლებიც გახვეულია ცეცხლში და კვამლში და აქვს მაღალი ხმა. ზოგიერთი თეორეტიკოსი ამტკიცებს, რომ ეს ტექსტი ასახავს ადამიანებსა და უცხოპლანეტელებს შორის არსებულ ადრეულ ურთიერთობას და ადამიანებს უცხოპლანეტელები ანგელოზებად მიაჩნდათ.
პაკალის სარკოფაგი
პაკალ დიდი იყო მაიას ხალხის ქალაქის პალენკოს მმართველი. ეს ქალაქი და მისი პერიფერიები მოიცავდა დღევანდელ სამხრეთ მექსიკას მე-17 საუკუნეში. გარდაცვლილი პაკალი ხალხმა დაკრძალა პირამიდაში, რომელსაც “წარწერების ტაძარს” უწოდებდნენ. ჩახლართულად მოჩუქურთმებული სარკოფაგის სახურავი იქცა მაიას ხალხის კლასიკურ ხელოვნების ნიმუშად. უძველესი უცხოპლანეტელების თეორეტიკოსების აზრით ამ სურათზე დატანილია პაკალი ერთგვარ კოსმოსურ ხომალდზე ჯდომის დროს და მას ფეხები უდევს პედლებზე და პირში უდევს ჟანგბადის მილი (დააკვირდით სურათს).