არქივი

გახდი მილიონერი

5bfba94cbe80

გახდე მილიონერი არც ისე ძნელია, როგორც ეს ჩვენ გვგონია. უბრალოდ საჭიროა ქონდეს უნარი ალღო აუღო შექმნილ სიტუაციას. ცნობილია ისეთი მარტივი და ხშირად სულელური გამოგონებები, რომლებმაც მილიონები მოუტანეს გამოგონების ავტორებს. ზოგჯერ ადამიანები მზად არიან ფული გადაიხდონ ისეთ სულელურ ნივთებში, რაზედაც ქვევით მოგითხრობთ. ვიღაცა კი ამით სარგებლობს და აღმოჩნდება საჭირო დროს, საჭირო ადგილზე.

“ძვირფასი” ინფორმაცია

bf11ee53ffcf

როგორ მოიქცევით თუ თქვენ უცხო ქალაქში ხართ და მოგინდათ ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, ტუალეი კი არსად ჩანს? შესაძლოა ზოგიერთმა ბუჩქების ან სხვა მიფარებული ადგილის ძებნა დაიწყოს, მაგრამ დიდ ქალაქებში და თანამედროვე მეგაპოლისებში ეს რთული საკითხია, თან შეიძლება ჯარიმაც აიკიდოთ. ერთმა ჭკვიანმა იგლისელმა კი მოიფიქრა ასეთი სერვისი, აგზავნით მესიჯს და მოგდით შეტყობიება უახლოესი საზოგადოებრივი ტუალეტების ადგილმდებარეობის ჩამონათვალით. აბონენტის მდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობამ, ეს სერვისი შესაძლებელი გახადა. რა თქმა უნდა მომსახურება ფასიანია და მაგრამ რა არის ფუნტის მეოთხედი “შეუფასებელი” ინფორმაციისათვის.

ექსტრემალი დამლაგებლები

33f2ae34f47e

თქვენ მემკვიდრეობით გერგოთ ბინა, სადაც დიდი ხანია არავის უცხოვრია, თაგვების და ტარაკანების გარდა, ან ცხოვრობდა მარტოხელა მოხუცი, რომელიც წლების განმავლობაში მას ვერ ალაგებდა და ვერ ასუფთავებდა, თან ათასგვარი ძველმანებით გამოავსო. ასეთი ბინის წესრიგში მოყვანა არც ისე ადვილი საქმეა, მაგრამ ამაში დაგეხმარებათ ფირმა-Advanced Bio-Treatment, რომელიც მოკლე დროში დაგილაგებთ და დაგისუფთავებთ ბინას. თქვენ მხოლოდ ფულს გადაიხდით და ჩაიბარებთ ბინას. ამ გზით მხოლოდ ერთ წელში ფირმის მოგებამ მილიონზე მეტი შეადგინა.

წერილი სანტა კლაუსისაგან

4a8af3082571

2001 წელს ახალგაზრდამ, სახელად ბაირონ რიზიმ, დაიწყო საკმაოდ უცნაური ბიზნესი. მან დაარეგისტრირა არარსებული მისამართი ჩრდილოეთ პოლუსზე და დაიწყო ბავშვებისათვის წერილების მიწერა, სანტა კლაუსისი სახელით. ყოველი ასეთი წერილი მშობლებს 10 $ უჯდება და ისინიც მზად არიან გადაიხადონ ეს თანხა, რათა ბავშვები გაახარონ. ბაირონმა ასი ათასობით ასეთი წერილი გააგზვნა და ამ გზით გახდა უნტიმილიონერი. ის ფულს აკეთებს ბავშვების გულუბრყვილობაზე , მათ ოცნებებზე და მშობლების სიზარმაცეზე. მაგალითად თუ ბავშვი მშობლებთ თხოვს , რომ უყიდინ ნოუთბუქი, მშობლებს კი ჯერ ამის ფული არ ააქვს, სანტა ბავშვს წერს, რომ ის მალე, რამდენიმე თვეში გამოუგზავნის მას ნოუთბუქს. ასე რომ ბავშვიც კმაყოფილია და მშობლებიც.

ქვის შინაური ცხოველი

a4c2e6113750

ეს შემთხვევა ნამდვილად ამტკიცებს აზრს იმის შესახებ, რომ ადამიანებს ფული არ ენანებათ სისულელების შესაძენად, Pet Rock – ეს ჩვეულებრივი ქვაა , რომელსაც თვალები ავს დახატული და იყიდებოდა შინაური ცხოველის რანგში. ვერფერს იტყვი კარგი რამეა, არც ჭამა უნდა, არც წყალი, არც მოვლა. ზის თავისთვის “შინაური ცოველი” და გულს ახარებს. ასეთი “ცხოველებისათვის ” იყიდებოდა სხვადასხვა აქსეუარებიც კი. სპეციალური ყუთი ნახვრეტებით მათი გადაყვანისთვის , წიგნი რეკომენდაციებით მათი წვრთნისათვის და ა. შ. (სულ გაგიჟდა ეს ხლხი) ამჟამად Pet Rock-ის ყიდვა შეიძლება მხოლოდ Ebay-ზე, ხოლო გასული სუკუნის 70-იან წლებში ა ქვებმ თავის შემქნელს, სარეკლამო აგენტს ჰარი დაჰლის მოუტანეს დიდი ფული. ღირებულება ერთი ასეთი ქვისა არის 3.95 დოლარი.

წერილი მამიკოს მუცლიდან

4726cb948e43

მამაკაცისთვის იმის გაგება, რომ მალე მამა გახდება, ალბათ ყველაზე უფრო სასიხარულო ამბავია ცხოვრებაში , მაგრამ როგორ უნდა გააგებინოს ეს გოგონამ, თავის საყვარელ მამაკაცს ორიგინალური ფორმით? ამაზე იზრუნებენ Fetal Greetings-ის წარმომადგენლები, ისინი გამოგიგზავნიან ძალინ გულისამაყუჩებელ ბარათს, ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვისაგან, რომელიც მოიკითავს მომავალ მამიკოს. არ ვიცი რას იტყვით თქვენ, მე კი კი ასეთი წერილისათვის ფულს არ დავიშურებდი. რაც შეეხება Fetal Greetings-ის – ფინანსურ შედეგებს, ის მილიონებს ითვლის.

d357839bc634

კიდევ ერთი სერვისი , რომელიც გთავაზობთ ძალიან უცნაურ მომსახურებას – Eternal Reefs, ეს არის დამკრძალავი ბიურო, მაგრამ უჩვეულო მათ მომსხურებაში ის არის , რომ ნეშტი მოთავსებული იქნება სპეციალურ ყუთში და ჩაშვებული ოკეანის ფსკერზე, ფლორიდის ნაპირთან ახლოს.

სათვალე ძაღლებისათვის

e76df01f703a

როგორ ფიქრობთ სჭირდებათ ძაღლებს სათვალეები? რა თქმა უნდა არა , მაგრამ ისინი მაინც იყიდება და მყიდველიც საკმაოდ ბევრი ჰყავს. ამ დროს მწარმოებელი კი მილიონებს შოულობს. Goggles.com – საიტზე ასეთი სთვალე 80 $ ღირს და თუ გავამრავლებთ მას ასი ათასობით გაყიდულ სათვალეზე შთამბეჭდავი ციფრი გამოვა.

სუნამო ძაღლებისათვის

c5fd48385470

კიდევ უფრო აფსურდულია პარფიუმერია ძაღლებისათვის. მართალია ხანდახან მათ არც ისე სასიამოვნო სუნი ასდით, მაგრამ საკმარისია მათი დაბანა და არა სუნამოს დასხმა. სამწუხაროდ თვით ძაღლების აზრს არავინ ითვალისწინებს, სიამოვნებთ მათ ეს თუ არა, მაშინ როცა მათ ადამიანზე გაცილებით ძლიერი ყნოსვა აქვთ, ეს მათთვის ტანჯვაა. ადამიანები კი მზად არიან ასეულობით დოლარი გადაიხადონ სურნელოვან სითხეში , მწარმოებელი ფირმები კი კმაყოფილი არიან ეს ხომ მათთვის დიდი ფულის შოვნის საშუალებაა.

მომღერალი თევზი

425f64fa313b

Big Mouth Billy Bass ეს არის თევზის მაკეტი , მიმაგრებული ხის ფიცარზე და თუ დააჭერთ ღილაკს თევზი იწყებს კუდის მოძრაობას და სიმღერას. ამ სათამაშოს თუ სუვენირის ყიდვის მსურველი იმდენი აღმოჩნდა , რომ მისმა შემქმნელმა ძალიან სწრაფად იშოვა რამდენიმე მილიონი.

ასე რომ არც ისე ძნელია მილიონერობა, მთავარია მოიფიქრეთ რამე ორიგინალური და ისარგებლეთ ადამიანების უცნაურობებით. ჩვენ ყველა პოტენციური მილიონერები ვართ

 

მსგავსი ამბები

Back to top button