იტალიაში, ქალაქ Ivrea-ში, ქალაქის მოსახლეობა, ტურისტები და ადამიანები მთელი მსოფლიოდან, იკრიბებიან, რათა მონაწილეობა მიიღონ ფორთოხლების ომში. ამ დღესასწაულს სახელად Battaglia delle Aranci ეწოდება. იგი ყოველწლიურად 7 და 8 მარტს იმართება.
ორთაბრძოლისას მოსახლეობა იყოფა გუნდებად, იცვამენ შუასაუკუნეების კოსტიუმებს და იხურავენ ჩაფხუტებს , რათა შრამები და სისხლჩაქცევები არ დარჩეთ სახეზე. ეს ფესტივალი იტალიაში მე-9 საუკუნიდან ტარდება.
ხოლო იმათ, ვისაც არ სურთ ამ ბრძოლაში მონაწილეობა, ახურავთ წითელი ქუდი და არავინ არ ცდილობს მათთვის ციტრუსის მოხვედრებას.
ლეგენდის მიხედვით, ადგილობრივი ფეოდალი იძულებით დაქორწინდა, მეწისქვილის ქალიშვილზე. ამაყ გოგოს არ უყვარდა ფეოდალი და ღამე აივნიდან გადახტა, მესაზღვრეებმა დაუყოვნებლივ შეიპყრეს ვიოლეტა, მაგრამ მოსახლეობამ მისი დაცვა სცადა და მესაზღვრეებს დაუშინეს ფორთოხლები რის შედეგადაც დაიხსნეს ვიოლეტა.