საკითხავისასარგებლოუცნაური

ადამიანური რასები

ერთ საიტზე საინტერესო თემას წავაწყდი, აქამდე ამის შესახებ გაგონილი არ მქონდა და  გადავწყვიტე,  აქ  დამედო  ეს  პოსტი..

დედამიწაზე იყვნენ და განიცდიდნენ ევოლუციას როგორც ადამიანური ასევე არაადამიანური რასები. დედამიწაზე სიცოცხლის იმპულსი გადმოტანილი იქნა მთვარიდან

პირველი რასა
პირველი რასის ადამიანები იყვნენ გიგანტური უსქესო ჰაეროვანი სხეულის მქონე არსებები. მათი სიმაღლე 53 მეტრს აღწევდა ( :no: :D ). მათ არ იცოდნენ, რა იყო სიკვდილი და გაუცნობიერებელ ძილ–ბურანის მდგომარეობაში იმყოფებოდნენ მილიონობით წლის მანძილზე. მათი ევოლუციური განვითარების მიმართულება_საკუთარი ფაქიზი სხეულების გამყარება_მატერიალიზაციის პროცესების წარმათვაში გამოიხატებოდა. პირველი რასის ადამიანები არ დაღუპულან დროთა მანძილზე. არამედ, ისინი შვიდჯერადი ცვლილების შედეგად “გადაიღვარნენ” მეორე რასაში. ეს ფერისცვალების პროცესი იყო.

მეორე რასა
მეორე ძირითადი რასა წარმოიშვა პირველი რასიდან. მეორე რასა უფრო მყარი იყო, თუმცა არც მას გააჩნდა ფიზიკური სხეული. ამ რასის სიმაღლე 37 მეტრს აღწევდა. მეორე რასამაც განიცადა შვიდი სხივის (შვიდი ტიპის ენერგიის) შვიდჯერადი ზეგავლენა და შვიდგზის ცვლილების შედეგად შვიდი ქვერასა წარმოიშვა. ამის შედეგად ცვლილებებმა ისევ მიაღწია ისეთ გარეგნულ და შინაგან ხარისხს, რომ სათავე დაედო სრულიად ახალ მესამე რასას.

მესამე რასა
მესამე რასა მეორე რასისგან წარმოიშვა ძალიან უცნაური მეთოდით. მეორე რასას ახასიათებდა ხშირი, ფიზიკური ოფლის წვეთის მსგავსი გამონაყოფი კონდესანტი, რომელიც განვითარდა უამრავი გარდაქმნების შედეგად განვითარდა და ჩამოყალიბდა ადამიანის სხეულად.
რასის სიმაღლე აღწევდა 18 მეტრს. ისინი ბინადრობდნენ კონტინეტზე, რომელსაც ლემურია ერქვა. მესამე ძირითადმა რასამაც გაიარა შვიდი ქვერასის პერიოდი და საფუძველი დაუდო მეოთხე რასას. მესამე რასაში ძირითადი აქცენტი ფიზიკური სხეულის სრულყოფაზე და გამრავლების ფუნქციის და მისი შესაამისი ცენტრის გააქტიურებაზე კეთდებოდა. ამ ეპოქაში შეიქმნა ფიზიკური სხეულის დამორჩილებისა და მისი სრულყოფილად მართვის ხელშემწყობი პრაქტიკები. მაგალითად ჰა–თჰა იოგა და სხვა.
ზოგიერთმა ლემურიელმა მოახერხა საკუთარი ევოლუციის დაჩქარება და ამაღლდა, ანუ განთავისუფლდა დაბადება–სიკვდილის წრებუნვისაგან, მოიპოვა გაცნობიერებული უკვდავება. მათ გადაწყვიტეს დედამიწაზე განსხეულებული სულების დახმარება, რათა ისინიც განთავისუფლებულიყვნენ და ამ მიზნით შეიქმნა საძმო, რომელსაც თეთრი საძმო ეწოდა, ანუ დასაბამი დაედო იერარქიის შტოს.
ლემურია დიდი მიწისძვრების შედეგად ჩაიძირა ზღვაში ამის გარეგანი მიზეზი იყო–დედამიწის ბრუნვის შემცირება.

მეოთხე რასა
მეოთხე რასა წარმოიშვა მესამე რასის ძალიან მცირე წარმომადგენელთაგან. ეგრეთწოდებულ ჩრდილო ლემურიელთაგან. მესამე რასის შვიდმა ქვერასამ ასე თუ ისე შეასრულა თავის მისია და მყარი ფიზიკური სხეული და სექსუალური ცენტრი განავითარა გარკვეულ დონემდე. მეოთხე რასის შვიდი ქვერასა ემოციების განვითარებისთვის იყო მოწოდებული.
ატლანტელების სიმაღლე გაცილებით აჭარბებდა თანამედროვე ადამიანის სიმაღლეს. მათ ხალხურ გადმოცემებში მოიხსენებდნენ, როგორც გიგანტებს, ტიტანებს, რაკშასამებს, დევებს და სხვა. ბოლო ჟამს ატლანტებმა შექმნეს სპეციალური მრავალწლიანი ოკულტური სკოლა, რომლის დამთავრების შემდეგაც ხდებოდა ამაღლების რიტუალის შესრულება. სამწუხაროდ, ამ სკოლამ მხოლოდ ერთი ნაკადის გამოშვება შეძლო, დაახლოებით 1600 ატლანტი ამაღლდა და შეავსო სულიერი იერარქიის რიგები. მალე დადგა დრო, როდესაც მიწა გაიყო და ატლანდიდა ძალიან სწრაფად ჩაიძირა. რა თქმა უნდა, ამ მოვლენასაც ჰქონდა როგორც შინაგანი, ასევე გარეგანი მიზეზები.

მეხუთე რასა
მეოთხე რასის შიგნით თანდათან დაიწყო ჩამოყალიბება მეხუთე–არიულმა რასამ. არიული რასა მოწოდებულია განავითაროს აზროვნება და მენტალიტეტი. სწორი აზროვნებით ხდება როგორც ემოციებისა და სურვილების კონტროლი, ასევე სხეულის სწორი დამორჩილება. დღისათვის განსხეულებაში იმყოფება მეხუთე რასის მეხუთე ქვერასა და იწყებს განსხეულებას მეექვსე რასა.
უნდა აღინიშნოს, რომ მესამე რასა მიწისძვრებმა დაღუპა, მეოთხე რასა წყალმა, ხოლო მეხუთე რასას არასწორად ორიეტირებული, მტაცებლური აზროვნების შემთხვევაში ცეცხლით დაღუპვა ემუქრება, რადგანაც აზროვნების პროცესი ცეცხლის სტიქიის ნატიფი ფორმაა. მეხუთე რასის ევოლუციური განვითარების განვითარების აუცილებლობას წარმოადგენს აზროვნების პროცესის ღვთისაკენ წარმართვა.. რაღა თქმა უნდა, არიელებმაც მოახერხეს ამაღლება და შეავსეს იერარქიის რიგები. მაგალითად ბუდა, იესო, ლანტო, სენ–ჟერმენი და სხვები.

კანეც. საინტერესო ჰიპითეზაა დიდზე დიდი.. ბაბუაჩემი 53 მეტრიანი უსქესო ადამიანი იყო, რომელმაც არ იცოდა, რა იყო სიკვდილი :lol2: :lol2: :aaa: :aaa: :aaa: :aaa:

წყარო:http://olmek.ru/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close