არქივი

საინტერესო ფაქტები ცნობილ ადამიანებზე (ნაწილი 3)

451f20828af7
დიდი დაგვიანების მერე ფაქტების მესამე ნაწილი გაგრძელებაში

1. საბერძნეთში ერთ-ერთი ქალაქის მოედანზე, მოქალაქე მშვილდ-ისრით სროლაში ვარჯიშობდა. იგი ცუდი მსროლელი იყო და მისი ნასროლი ისრები გამვლელებს ხვდებოდა, ხოლო ბრძენი დიოგენე საფრთხის თავიდან ასაცილებლად პირდაპირ სამიზნესთან მოკალათდა.

2. პლატონის ნამდვილი სახელი არისტოკლე გახლდათ. მეტსახელი “პლატონი”, რაც განიერს ნიშნავს, ფართო მხარ-ბეჭის გამო მას ტანვარჯიშის მასწავლებელმა შეარქვა.

3. გალილეომ თავის ტელესკოპს პერსპექტივა უწოდა.

4. შვიდწლიანი ომის დროს პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდს გულის ჯიბეში ჩადებულ ოქროს პორტსიგარში მოხვდა ტყვია და სიკვდილს გადაარჩინა.

5. პლატონის ფილოსოფიურ სკოლას ამშვენებდა წარწერა: “ვინც გეომეტრია არ იცის, აქ ნუ შემოვა!”.

6. ნაპოლეონ ბონაპარტის ცოლი ჟოზეფინა ახალგაზრდა მამაკაცების მოყვარული გახლდათ. იგი ნაპოლეონზე უფროსი იყო და მთელი ცხოვრება თავისუფალი ქცევით გამოირჩეოდა. ბონაპარტის ეგვიპტეში ლაშქრობისას, ჟოზეფინას არც ერთი წარმოსადეგი ჭაბუკი არ გაუშვია ხელიდან. ნაპოლეონს დროდადრო სწერდნენ მისი ღალატის შესახებ, მაგრამ ამაოდ, პარიზში დაბრუნებულ ქმარს ჟოზეფინამ ცრემლებითა და ალერსით მოულბო გული და დაარწმუნა, რომ მისთვის არასდროს უღალატია.

7. იმის გასაგებად, თუ როგორ მიიღო მკითხველმა მისი ნაწარმოები, ვიქტორ ჰიუგომ რედაქტორს ლაკონური წერილი გაუგზავნა და ეს იყო: “?” რედაქტორმა ასევე ლაკონურად უპასუხა ჰიუგოს: “!”.

8. გამოჩენილი მხედართმთავარი ჰანიბალი 9 წლისა იყო, როდესაც მამამ ტაძარში მიიყვანა, საღმრთო ცეცხლზე ხელი გააჩერებინა და დააფიცა, რომ მთელი სიცოცხლე რომაელთა დაუძინებელი მტერი იქნებოდა.

9. დემოსთენე ენაბლუ იყო და გამუდმებით ცდილობდა, მეტყველება გაეუმჯობესებინა, რისთვისაც იგი ზღვის სანაპიროზე მიდიოდა, პირში კენჭებს იდებდა და ამგვარად ლაპარაკში ვარჯიშობდა.

10. პლატონის მსგავსად ჰიტლერიც ამტკიცებდა, რომ ადამიანთა ბედი ვარსკვლავების განლაგებაზეა დამოკიდებული. მან თავის მთავარ კონსულტანტ-ასტროლოგს მათემატიკურ, ასტრონომიულ და ფიზიკურ მეცნიერებათა სრული მფლობელის მანამდე გაუგონარი ტიტული უბოძა და ეს გახლდათ წოდება – ფიურერი.

11. პუშკინი ეკატერინა ვორონცოვას ნაჩუქარ ბეჭედს თილისმად მიიჩნევდა, არასდროს იხსნიდა და თავის წერილებსაც კი ბეჭდავდა.

12. ავიცენა ნაწარმოებებს სპარსულ და არაბულად წერდა.

13. მიქელანჯელოს ფრესკაზე “განკითხვის დღე” გამოსახულ ადამის ფიგურას უჩანს ჭიპი, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას.

14. ამ კოლექციის შეგროვებით გატაცებულნი იყვნენ სუვოროვი და ნაპოლეონი, გოეთე და უელსი, სტივენსონი და ანდერსონი. ანდერსონმა თავისი კოლექციის ერთ–ერთი ეგზემპლარი ნაწარმოებშიც კი აღწერა. ამ ადამიანებს აერთიანებს კალის ჯარისკაცების შეგროვების ჰობი.

15. როგორც ცნობილია, ბაირონისთვის ძეგლი არ დაუდგამთ, მაგრამ ინგლისში ძეგლი დაუდგეს მის მეგობარს და ეს იყო მისი დათვი.

16. რენე ფრანსუა ოგიუსტ როდენმა, ცნობილმა ფრანგმა მოქანდაკემ, სამჯერ ჩააბარა გამოცდა ნატიფი ხელოვნების აკადემიაში, მაგრამ არც ერთხელ არ მიიღეს.

17. იმისათვის, რომ აღწერილი ფაქტის უტყუარობას გაუსვას ხაზი, პლუტარქე თავის “პარალელურ ბიოგრაფიებში” დროდადრო იფიცებს ზევსსა და სხვა ღმერთებს.

18. ეს რომაელი ერთი თითით იფხანდა თავს, რის გამოც მთელ რომში დაცინვისა და განქიქების საგნად იყო ქცეული და ეს იყო იულიუს კეისარი.

19. ამ პოემაზე მუშაობისას ალექსანდრე პუშკინი ისე აღფრთოვანდა საკუტარი თავით, შესძახა: “ай да пушкинб ай да сукин сын”! ეს პოემა კი გახლდათ – “ბორის გოდუნოვი”.

20. დედის მხრიდან – ჩინგიზ–ყაენის, ხოლო მამის მხრიდან – თემურ ლენგის შთამომავალმა მუჰამედ ბაბურმა დაარსა ინდოეთის დიდ მოგოლტა სამეფო.

წინა ნაწილები:
ნაწილი I
ნაწილი II

მსგავსი ამბები

Back to top button