კულტურა

II მსოფლიო ომის პერიოდის კონცეპტუალური ავიაცია (II)

ffc8cd07f2bd
გთავაზობთ წინა პოსტის გაგრძელებას…

ამჯერათ მხოლოდ გერმანული ავიაციით შემოვიფარგლები.
e551038474f2
Dornier Do 335 Pfeil
ეს ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კონსტრუქციის პროპელერიანი გამანადგურებელია რომელიც ოდესმე შეუქმნიათ. მისი ძრავები თვითმფრინავის კორპუსის ცხვირსა და კუდშია განლაგებული, რაც მას თავის თანამედროვე თვითმფრინავებთან შედარებით სხვადასხვა უპირატესობას ანიჭებდა, მაგალითად მისი სიჩქარე რომელიც 765 კმ/სთ-ის ტოლი იყო. ასევე თავის დიდ წონასთან შედარებით( 8,5 ტონამდე) საკმაოდ მანევრული იყო. იგი განიხილებოდა როგორც პერსპექტიული გამანადგურებელ-ბომბდამშენი, მაგრამ როგორც მისი უამრავი კოლეგა მისი წარმოებაც ომის დამთავრებისთანავე შეწყდა. გამოშვებულ იქნა მხოლოდ 37 ერთეული.

8111e6ac6670
Messerschmitt Me 163 Komet
ეს არის პირველი და ერთადერთი რაკეტულძრავიანი სერიული თვითმფრინავი(გზაგადამჭრელი). მისი კონსტრუქცია იმ დროისთვის რევოლუციური იყო და გერმანელები მასზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა, უბრალოდ იმის გამო რომ მან დროს რამდენიმე ათწლეულით გაუსწრო, ანუ ის თავის თანამედროვე თვითმფრინავებზე შედარებით სწრაფი იყო (პილოტ-გამომცდელმა Rudy Opitz-იმ 1944 წელს სიჩქარე 1123 კმ/სთ გაანვითარა რაც იმ დროში არნახული იყო), სცორედ ამ სიჩქარის გამო იგი იქამდე უსწრებდა მტრის თვითმფრინავს სანამ მისი პილოტი დამიზნებას მოასწრებდა. ასევე მისი დიდი მინუსი იყო საწვავის სწრაფი ცლა, იგი მხოლოდ რამდენიმე წუთს დაფრინავდა. აღსანიშნავია რომ ამ თვითმფრინავს საჰაერო ბრძოლებში მონაწილეობა მიღებული აქვს( მის ანგარიშზე 9-მდე მტრის ჩამოგდებული თვითმფრინავი მოდის.) პროექტი 1944 წელს დაახლოებით 370 ცალის გამოშვებით დასრულდა.

1c86ec926dec
ეს კი შედარებით უკეთ ცნობილი Messerschmitt Me 262 Schwalbe-ია. იგი პირველი სერიული რეაქტიული გამანადგურებელია. მისი დაპროექტება ჯერ კიდევ II მსოფლიო ომამდე დაიწყო. მაგრამ ძრავასთან დაკავშირებული პრობლემების გამო მისი წარმოება მხოლოდ 1944-ში დაიწყო. აიგო 1430 მდე. ომის ბოლოს გემანია მას აქტიურად იყენებდა საჰაერო ბრძოლებში, იგი როგორც ფიზიკურ ასევე ფსიქიკურ ზემოქმედებას ახდენდა მტერზე, და საკმაო ეფექტურობითაც გამოირჩეოდა. მის ანგარიშზე 509 მტრის ჩამოგდებული თვითმფრინავია. წარმოება ომის დასრულებისთანავე შეჩერდა თუმცა ჩეხოსლოვაკიის შეიარაღებაში იგი 1951 წლამდე რჩებოდა.

დღეისათვის სულ ეს იყო. გაგრძელება იქნება…

მსგავსი ამბები

Back to top button