მასაის ტომები.. აფრიკა..
მასაი ნახევრად მომთაბარე ძირძველი ხალხია, რომლებიც ცხოვრობენ კენიის სამხრეთით სავანაში და ტანზანიის ჩრდილოეთით. მასაი არის აღმოსავლეთ აფრიკის ყველაზე ცნობილი ტომი. მიუხედავად თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებისა, მათ შეინარჩუნეს თავიანთი ტრადიციული ცხოვრების წესები, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველწლიურად სულ უფრო რთული ხდება. ისინი ლაპარაკობენ მასაურ ენაზე.
მასაის ტომები ითვლიან დაახლოებით 900 000 ადამიანს, მათგან 350 000-453 000 ცხოვრობს კენიაში. თუმცა ამ სტატისტიკის რეალურობა არაზუსტია, რადგან ამ ტომების აღწერა ამ რაიონში არაეფექტურია. მასაის ტომები მიეკუთვნება ნილოსის ენობრივ ჯგუფს და მათ ემიგრირება მოახდინეს ნილოსის ველიდან სუდანში, სამხრეთ-დასავლეთ და ცენტრალურ კენიაში 1500 წელს. თან წამოიყვანეს მოშინაურებული საქონელი. მიუხედავად იმისა, რომ სხვა აფრიკული ტომები აშენებდნენ ცივილიზაციას და ჩამოაყალიბეს სამეფოები, მასაის ტომები არ იცვლიდნენ თავიანთ ნახევრად მომთაბარე ცხოვრების წესს. ტერიტორიები, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო მომთაბარეობისათვის, საკმაოდ შემცირდა ურბანიზაციის გამო, აგრეთვე ეროვნული ნაკრძალების შექმნის გამო მასაი-მარასა და სერენგეტში.
ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მასაი აკონტროლებდა მთლიანად სავანას და ძნელად ეთანხმებოდა ევროპელებთან კომპრომისს. თუმცა გავრცელებული ძილის ავადმყოფობის ეპიდემიის გამო, რომელსაც ბუზი ცეცე ავრცელებს, შესუსტდა მასაელების გავლენა. მიუხედავად მასაელების რეპუტაციისა, როგორც სასტიკი ტომებისა, მათი კულტურის ცენტრში ყოველთვის არის საქონელი. მათი რწმენით, წვიმის ღმერთმა ნგაიმ მისცა მთელი საქონელი მასაის ტომებს, და ამიტომაც ყველა, ვინც ასევე ფლობს საქონელს, ოდესღაც უნდა მოეპარათ მასაელებისათვის. ამას არაერთხელ გამოუწვევია კონფლიქტი სხვა ტომებთან, როცა მასაი ცდილობდა დაებრუნებინა თავისი საკუთრება.
მათი ქოხები აშენებულია გამომშრალი ნაკელისაგან, ძროხის სისხლი წარმოადგენს მათი რიტუალების შემადგენელ ნაწილს. როდესაც კენიაში მობრუნდა ტურიზმი, მასაიმ ვერ შეძლო გამოეყენებინა კონტროლი სავანაზე.