არქივი

ირლანდიური ნაგაზი

9f75aed9b9f8

ძაღლის ყველაზე მაღალი ჯიშის – ირლანდიური ნაგაზის – იდეალური სიმაღლეა მინდაოში 86 სმ. ზორბა ტანის აბურძგნილი ბეწვის მქონე ძაღლი ტოვებს ღრმა შთაბეჭდილებას. მისი თავი გრძელია, კისერის მაღალი დასმულობით: მკერდი ძალიან ფართო არ არის. დრუნჩი გრძელია, სამკუთხა. ბეწვი უხეშია, განსაკუთრებით ჯაგარა თავზეა. ირლანდიური ნაგაზის აგებულობა ძლიერია, მუსკულატურა განვითარებულია კარგადა. მკერდი ღრმაა, ზურგი – გრძელი. შეფერილობა: ნაცრისფერი, ვეფხვისებრი, ჩალისფერი, შავი, თეთრი, მურა-წითური და სხვა მუქი ტონები. მინიმალური წონა – 40.5-55 კგ.

ისტორია.

ირლანდიური ნაგაზი ირლანდიის ეროვნული ჯიშია. სტანდარტში მას ჩვეულებრივ, უფრო მსუბუქ დირჰაუნდთან ან უფრო მძიმე გერმანულ დოგთან ადარებენ. ამ ორ ჯიშს ნაგაზთან კავშირი აქვთ: დირჰაუნდთან მას, როგორც თვლის მრავალი ცნობილი კინოლოგი, საერთო ისტორია ანათესავებს. IV საუკუნეში ირლანდიურმა ნაგაზმა დაიპყრო რომაელები თავისი უზარმაზარი სიმაღლითა და წარმოსადეგობით. XV-XVI საუკუეებში მას ყველაზე ხშირად იყენებდნენ მგელთა სადევნად, თუმცა ნაგაზის სანადირო ნადავლს შორის ასევე იყო დათვი, ირემი და ცხენ-ირემი.

ხასიათი.

“ალერსიანია, სანამ ეფერები, საშიშია, როდესაც აწყენინებ” – ასე ხშირად ამბობენ ნაგაზის შესახებ. ირლანდიური ნაგაზი კეთილშობილი და კეთილია. ამ დიდ ძაღლს სჭირდება ძალიან ფართო ოთახი, რათა თავისუფლად შეეძლოს გრძელი ფეხების გაჭიმვა, ამიტომაც ირლანდიური ნაგაზი –ჩვეულებრივი ქალაქის ბინისათვის მიზანშეწონილი არჩევანი არ არის.

წყარო: MYDOG.GE

dd4112151c83

2ad453cf9432

7f08b4fbefc0

9f75aed9b9f8

cc4d7be9564e

მსგავსი ამბები

Back to top button