არქივი

შოთიკო ბოჭორიშვილი – ხელები ცისკენ [კრიტიკული განხილვა]

e42704cd85c4
ქართველი ვინმე შოთიკო ბოჭორიშვილის – ხელები ცისკენ. კლიპი სტატიის ბოლოს. აუცილებლად წაიკითხეთ ბევრი ვიწვალე!!!

გენიალური კლიპია, ჯერ დასაწყისია ისეთი, ჯერარდ ვეიმ რო ნახოს, მთელი მაი ქემიქალ რომანსი თავს მოიკლავს და საფლავში გადატრიალდება.
ეს ბიჭი დევს რაღაც პროსტინაზე, დასაფლავებაა (პროსტინაში უნდა გაახვიონ ალბათ) და გოგოები ვარდებით ხელში დგანან. ამ დროს შოთიკო თავს მოაბრუნებს და მთელი გოგოები გამორბიან იმერულ ესკიზების მაგვარად მიიცვალებული აღსდგა მიიცვალებული აღსდგაო დაფეთდებიან. მთლად ქემიქალ რომანსური არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ გოგო უნდა იწვეს იმ კუბოში კიარადა, მაპატიეთ, პროსტინაში. სავარაუდოდ გოგო ვერ დაითანხმეს და შოთიკომაც, თავი კუბოში სადებად არც მე მინდა და მოდი პროსტინაზე დავწვებიო.
Shota

My chemical romance და იმერულ ესკიზებს ვინ გაკმარებთ, ჯერ ყველაფერი წინაა. ვიდეოკლიპი შემდეგნაირად ვითარდება – შოთიკო სახეზე კაპიტალური რემონტით და ექსტრავაგანტული თმებით გვევლინება ცხრასართულიანი შენობის სახურავზე, შუქის გიტარასთან ერთად, რაც რათქმაუნდა სიმბოლურია და შოთიკოს როკიზმისკენ მიდრეკილებას ააშკარავებს.

ლირიკაც არ ჩამოუვარდება კლიპს ორიგინალურობაში:

”ხელები ცისკენ
ვიმღეროთ ისევ
აქ ყველა გვისმენს
სიცოცხლეს იწყებს

სამყარო სივრცეს
ქვეყანას მისცემს
და ამ სივრცეში
მე ვერავინ მიგებს”

ამ ემო ნოტაზე დავპაუზდეთ, რადგან სახურავიდან უკვე სიტუაცია ერთობ აღსანიშნავს სცენაზე გადადის – შოთიკო შეჩქვიფებული სახით კუსტბაზე არბის. უი, უკაცრავად სახურავი არსად წასულა, დაბრუნდა თან შოთიკოსთან ერთად იქ მისი მეგობარი სუპერ გიტარისტი ბიჭია, პირობითად არჩილი დავარქვათ.
acho

არჩილი ძალიან ნიჭიერი ბიჭია, თან ეს აკორდი უყვარს ძალიან –
უეჭველად ძალიან უყვარს, თან ისე უყვარს რომ სოლოს დროსაც ეგ აკორდი უჭირავს, ნუთუ დაფასება არ უნდა? ასეთ ვირტუოზულ სოლოს უკრავს, წარმოიდგენ რომ თითები დამტვრევაზე აქვს მაგრამ ნურას უკაცრავად, მას მედგრად უჭირავს მისი საყვარელი აკორდი, რომელიც როგორც სპეციალისტები ამბობენ, Dm#7-ის ევოლუციური შთამომავალი უნდა იყოს.

არჩილი ისეთი ძლიერი გიტარისტია, რომ მისთვის ეგრედ წოდებული ”რემენი” საჭიროებას არ წარმოადგენს. მას შეუძლია ერთდროულად დაუკრას გიტარაზე თავისი Dm#7 აკორდი ოთარ რამიშვილისებრი რიტმით, და თან მაჯით გიტარა დაიჭიროს. ერთი შეხედვით ზემოაღნიშნული აკორდი გვაგონებს ”რემენის” არ ქონის დროს გამოწვეული დისკომფორტის ძლევას – თითქოს არჩილს ორივე ხელით უჭირავს გიტარაო, მაგრამ არჩილისგან ეს არარეალურია.

ლირიკის გაგრძელება:
ხელები ცისკენ, სულები ღვთისკენ

ახლა უკვე მოქმედება შიგ კუს ტბაში გადადის, შოთიკო და არჩილი დგანან შიგ კუს ტბაში, ნუ შოთიკო თუარა, არჩილი მაინც. თან არჩილს ეტყობა ძვირადღირებული ჯინსები აცვია, აკაპიწებული აქვს მუხლებამდე.

აქ უკვე სოლო მოდის, Dm#7maj სოლო, აქ თან ოპერატორი ვირტუოზულ თითებს ახლოდან გვანახებს, რომელიც მედგრად იღებენ არჩილის საყვარელ აკორდს. ძალიან მიყვარს ეს მომენტი.

სოლოს დასასრული ისე ვითარდება, თითქოს არჩილი სახურავიდან ისვრის გიტარას, მაგრამ სადაა მაგდენი გიტარები, დასაწყისი გვაჩვენეს და უშუალოდ ხელის გაშვების პროცესი უნდა წარმოვიდგინოთ. კრიზისია მსოფლიოში!

ნუ შემდეგ უკვე სახურავი სიბნელეში, შოთიკოს სირბილი, და დასასრული კარგად ვერ გავიგე, შოთიკოს გაიტანს მანქანა, რომელშიც ზის შოთიკო და შოთიკოს ეღვიძება… დაახლოებით ასეა…

ახლა კი თვითონ კლიპი:

source: Http://www.secromania.blogspot.com

IamOtari

Chelsea–ს ფანი :)

მსგავსი ამბები

Back to top button