გასართობილაშქრობებირეკორდები

ყველა დროის სერფერების ტოპ ათეული


აბა ექსტრიმის მოყვარულებო სრულიადში… ;)

10. Dave Kalama – დიდ ტალღებზე მოცურავე, windsurfer-ი და Watersport-ის დიდი ენთუზიასტი. დეივი და მისი ოჯახი ცხოვრობენ ჰავაიში . დეივი ახლახანს არის ლაირ ჰამილტონის ახლო მეგობარი, რომლებიც აქტიურად უწყობენ ხელს ჰავაის ძველებურ watersport-ის სტილს რომელსაც ჰქვია “stand-up paddling”. და ამ სტილმა დაიწყო სერიულად გავრცელება ჰავაის სხვადასხვა სანაპიროებზეც დაიწყეს მონაწილეობის მიღება. დეივი არის ღირშესანიშნავი მეზღვაურის შთამომავალი. მისი მამა იყო 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონი ეგრედ წოდებულ “Canoe” – ში და სერფინგში.

9. Layne Beachley – ლეინი არის აუსტრალიელი პროფესიონალი სერფერი ქალაქ მენლიდან. ეს ერთი შეხედვით ჭყნარი გოგონა 7ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. იგი დაპროფესიონალდა 16 წლის ასაკში. 20 წლის ასაკში კი უკვე 6 გზის ჩემპიონი გახლდათ. იგი გახდა მსოფლიო ჩემპიონი 1998, 1999, 2000, 2001, 2002, 2003 და 2006 წლებში. ის არის ყველაზე ტიტულოვანი ქალი ამ სპორტში.

8. Gerry lopez დაიბადა 1948 წლის 7 ნოემბერს . გარი არის სერფერი, მსახიობი და ჟურნალისტი. გარი და მისი მეგობრები გადასახლდნენ ოჰაიოს ჩრდილოეთ სანაპიროზე სადაც ისინი უყურებდნენ პროფესიონალ სერფერებს ვან არტსდანელს და ჯოკ საზერლენდს რომლებიც ტალღებში დაცურაობდნენ. რასაც მოჰყვა შემდეგი წარმოდგენები გარის მიერ.

7. Tom Curren – ტომ ქურენი დაიბადა 1964 წლის 3 ივლისს კალიფორნის შტატში სანტა ბარბარაში. მისი დედ-მამა არიან პეტი (აგრეთვე ტალღების ლეგენდა) და ჯანინი. მისი ძმა ჯოი აგრეთვე პროფესიონალი სერფერია. მას აგრეთვე ჰყავს და ანა. ქურენი იზრდებოდა დედასთან და მთელ თავისუფალ ატარებდა ოკეანეში. სერფერობა ასწავლა მამამისმა. და ისიც მალევე გამოჩნდა ერთერთ საუკეთესოთა სიაში მას ხომ დიდი ლეგენდა ასწავლიდა.

6. Rob Machado – რობერტ ედუარდ მაჩადო დაიბადა 1973 წლის 16 ოქტომბერს ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეიში. მაჩადომ დაამთავრა სან დიეგეტოს სკოლა და არის ცნობილი “laid-back”-ით ისევე როგორც წყალში აგრეთვე ხმელეთზე. მისი სერფინგის სტილის გამო მას დაარქვეს ეგრედ წოდებული “კლიჩკა” – “Mr Smoothy”. ის არის ყველაზე ცნობილი სერფერი “Goofy Foot”-ში დღესდღეობით. რობიმ მოიპოვა მისი ბოლო ტიტული 2006 წელს ჰანტიგტონის სანაპიროზე .

5. Andy Irons (ჩემი ფავორიტი იყო) – ფილიპ ენდი აირონსი დაიბადა 1978 წლის 24 ივლისს და გარდაიცვალა 2010 წლის 2 ნოემბერს. ირონი ერთადერთი იყო რომლის ლექსიკონშიც სიტყვა “შიში” არ შედიოდა . იგი ეუფლებოდა სერფინგის ყველაზე საშიშ ტრიუკებს… მან მის პროფესიულ კარიერაში 3ჯერ მოიპოვა ტიტული როგორც მსოფლიო საუკეთესო სერფერი (2002, 2003, 2004) ; 3 Quiksilver Pro France – (2003, 2004, 2005) წლებში,
2 Rip Curl Pro Search ტიტულები (2006 და 2007) წლებში.
2010 წლის 3 სექტემბერს მოიგო Billabong Pro ტაჰიტში. ის არის ერთადერთი სერფერი რომელიც იგებდა ყოველ ჩემპიონატს ASP კალენდარში. ჰავაის მმართველმა დააწესა 13 თებერვალი ” Andy Irons Day ” როგორც დღესასწაული.

4. Duke Paoa Kahanamoku – Duke Paoa Kahinu Mokoe Hulikohola Kahanamoku დაიბადა 1890 წლის 24 აგვისტოს და გარდაიცვალა 1968 წლის 22 იანვარს. იგი იყო ჰავაელი მოცურავე, მსახიობი, კანონმდებელი და ბიზნესმენი რომელსაც მივაწერთ სერფინგის მასობრივ განვითარებას. ის იყო 5 გზის ოლიმპიური ჩემპიონი ცურვაში. მან მარტივად გაიარა კვალიფიკაცია ამერიკელ მცურავთა ნაკრებში 1912 წელს და სულ მალე გამაოგნებელი რეკორდის დამყარებაც შეძლო. ის აგრეთვე თამაშობდა ამერიკის წყალბურთელთა ნაკრებშიც. (ერთ დროს მეც დავდიოდი წყალბურთზე ;( :D) სიდნეიში არის მისი ძეგლი როგორც ამ სპორტის გამავრცელები და განმავითარებელი. რომ არა ის შესაძლებელი იყო სიტყვა “სერფინგი” მხოლოდ ჰავაიში გაგვეგო. მან ასევე გაავრცელა სერფინგი სამხრეთ კალიფორნიაშიც 1912 წელს.

3. Taj Burrow – ტაჯ ბაროუ დაიბადა 1978 წლის 2 ივნისს დასავლეთ ავსტრალიაში. ის ცნობილია როგორც ” ავსტრალიელი სერფერი”. ის ვარჯიშობდა შეუჩერებლივ და წარმატებასაც მალევე მიაღწია. ის ჩამოყალიბდა როგორც პროფესიონალი 1998 და ის იქნა აღიარებული როგორც საუკეთესო სერფერი, რის შემდეგადაც იგი გაერთიანდა Australian Surfing Hall of Fame – ში . აგრეთვე იგი არის “Taj Burrow’s Book of Hot Surfing” -ის ავტორი.
ის არის ყველაზე მოწინავე სერფერი რომელსაც არცერთი ტიტული არ აქვს მსოფლიო ჩემპიონატში. მან ბოლო ინტერვიუში განაცხადა რომ მისი მიზანი არ ყოფილა მსოფლიო ტიტულის მოგება, მისი თქმით მან უკვე გაიტანა გოლი როცა მან დაიწინაურა თავი ამ სფეროში და გახდა ცნობილი სერფინგის სამყაროში.

2. Laird Hamilton – ლარდ ჰამილტონი დაიბადა 1964 წლის 2 მარტს კალიფორნიაში. ის არის ამერიკელი მაღალ ტალღებზე მოცურავე სერფერი, და ის გახდა სპორტ მოდელიც აგრეთვე. ის დაქორწინდა გაბრიელ რიისზე (ვოლიბოლის სახელგანთქმულ მოთამაშეზე და აგრეთვე მოდელზე).ჰამილტონისა და მისი ოჯახის საცხოვრებელი ადგილებია : ჰავაი, კალიფრონია და მალიბუ.

1. Kelly Slater – რობერტ კელი სლეიტერი დაიბადა 1972 წლის 11 თებერვალს ამერიკაში. ის არის ამერიკელი პროფესიონალი, ცნობილი მისი კონკურენტული ბრძოლის უნარიანობითა და სტილით. მან მოხსნა რეკორდი და გახდა 10ჯერ მსოფლიო ჩემპიონი, რის შედეგადაც ASP-მ გადასცა გვირგვინი
როგორც საუკეთესო სერფერს. მან პირველი ტიტული მიიღო 20 წლის ასაკში, ხოლო ბოლო ტიტული 38 წლის ასაკში. ის მე5 ტიტულის მოპოვების შემდეგ ჩაითვალა ყველაზე წარმატებულ ჩემპიონად სპორტის ისტორიაში. 2008 წლის 3 ოქტომბერს სლეიტერმა მოიგო მე9 ASP მსოფლიო ტიტული ” Billabong Pro Mundaka” – ზე ენეკო ასეროს მე3 რაუნდში დამარცხებით. სლეთერმა აიღო 20იდან 20 ქულა ASP-ს ორტალღიან სისტემაში .



ვსო, დაიშალეთ ეხლა :boli:

თეგები

Liverbird

Никому не обязан, ни к чему не привязан! Никому не подобен, потому и свободен!

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close