ადგილები,რომელთა უნახავადაც არ უნდა მოკვდეთ! (ნაწილი III)
საოცარი ადგილების კიდევ ერთი კრებული !
1.კარსლბადის მღვიმე ამერიკაში, ნიუ მექსიკოს შტატში მდებარეობს .დამთვალიერებლებს შეუძლიათ ჩავიდნენ ბუნებრივი ჩასასვლელით ან ისარგებლონ ლიფტით,რომელიც მათ ჩაიყვანს 230 მ.ქვემოთ მიწის დონიდან.ასევე მღვიმეს აკრავს არაჩვეულებრივი ბაღი.
2.მექა (ეს მუსულმანებისთვის)- საუდის არაბეთის ქალაქი მექა მუსულმანთა უწმინდეს ადგილად ითვლება,სწორედ აქ 570 წ.დაიბადა მოციქული მუჰამედი,რომელმაც სათავე დაუდო ისლამს და განაპირობა არაბული სახელმწიფოს გაერთიანება.მაჰმადიანები ფიქრობენ რომ ვალდებულნი არიან ერთხელ მაინც ინახულონ მექა და ილოცონ ქააბაში,სადაც მუსლიმთა წმინდა შავი ქვა ინახება.ყველა მუსლიმი დღეში 5-ჯერ პირით მექასკენ აღავლენს ლოცვას.მიუხედავად ამ ყველაფრისა ქალაქი არამუსულმანთათვისაც საინტერესო სანახაობას წარმოადგენს.
3.კატმანდუ-არის ნეპალის უდიდესი ქალაქი და მისი დედაქლაქი.ის მდებარეობს კატმანდუს ველზე,ჰიმალაის მთებში და ამ ქალქის რამდენიმე ადგილიდან არის საოცარი ხედები ჰიმალაიზე.კატმანდუში მდებარეობს ცნობილი ტაძარი Kaasthamandap,ის აიგო 1570 წელს და დამზადებულია მხოლოდ ხისაგან.კატმანდუ არის დიდი ისტორიის მქონე ქალაქი და მდიდარია ბუდისტური და ჰინდუსიტური ტაძრებით.
კატმანდუ-Sleeping below the Himalayas(ძილი ჰიმალაის მთებს ქვემოთ)
4. The Metropolitan Museum of Art მდებარეობს ნიუ იორკში და არის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხელოვნების მუზეუმი.ის შეიცავს 2 მილიონზე მეტ ხელოვნების უბრწყინვალეს ექსპონატს,რომელიც დაყოფილია 19 განყოფილებად.მას ასევე ეძახიან ‘The Met’ მუზეუმს.მას აქვს შედარებით მცირე განყოფილება მანჰეტენზე სადაც წარმოდგენილია შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშები.
ამ მუზეუმს აქვს უბრწყინვალესი კოლექციები,თითქმის ყველა ევროპელი შემოქმედის ექსპონატები,უნიკალური კოლექციები ძველი ეგვიპტური,ბერძნული, რომაული ცივილიზაციებიდან.
5.მწვერვალი ევერესტი(ეს ალბათ მთასვლელებს ეხებათ)-დედამიწის უმაღლესი მწვერვალი სიმაღლით 8848(8850) მეტრი.ის მდებარეობს ჩინეთის,ტიბეტის და ნეპალის საზღვარზე ჰიმალაის მთათა სისტამაში.ადგილობრივები მას უწოდებენ ჯომოლუნგმას.მას ევერესტი დაერქვა 1865 წელს ბრიტანეთის სამეფო გეოფრაფიული საზოგადოების მიერ სერ ჯორჯ ევერესტის საპატივცემულოდ,რომელიც იყო ბრიტანეთის ინდოეთის მმართველი.
6. Emerald Buddha Temple ტაილანდის დედაქალქ ბანგკოკში.მას ასევე ჰქვია Wat Phra Kaew.ის ითვლება ყველაზე წმინდა ბუდისტურ ტაძრად მთელს ტაილანდში და განლაგებულია ბანგკოკის ისტორიულ ცენტრში.
ამ ტაძარს უამრავი მნახველი ჰყავს,ისინი არა მხოლოდ ულამაზესი არქიტექტურის სანახავად მოდიან,მათ ასევე აინტერესებთ ბუდისტებისათვის უწმინდესი-ბუდას ქანდაკება,რომელიც შექმნილია ძვირფასი ქვებითა და მთლიანად დაფარულია ოქროთი.მისი ისტორია ძვ.წ 43 წლიდან იწყება..ის დაამზადეს ინდოეთში,შემდეგ მისი უსაფრთხოებისათვის გადაიტანეს შრი-ლანკაში,დიდი ხნის შემდეგ კი 1784 წელს გადაიტანეს ტაილანდში.ქანდაკებას აქვს 3 განსხვავებული ტანისამოსი,რომელსაც მეფე უცვლის სეზონების შესაბამისად.
7.ქაშმირის ველი კონფლიქტის ზონა ინდოეთს,პაკისტანს,ჩინეთს და ქაშმირის ადგილობრივ მოსახლეობას შორის.ქაშმირს ეძახიან სამოთხეს დედამიწაზე.ამ ულამაზეს რეგიონში მრავალი ხეობა,თოვლიანი მთა და ტბაა.ის ჰიმალაის ქედის ძირასაა გაშლილი ინდოეთის,პაკისტანისა და ჩინეთს საზღვარზე.ქაშმირელთა უმეტესობა მუსლიმია და ისინი იბრძვიან ქაშმირის ინდოეთიდან გამოყოფისთვის.
8.პრაღა (Prague Old Town) არის ჩეხეთის დედაქალაქი,მდებარეობს ბოჰემიის ცენტრში.მისი ისტორია მეცამეტე საუკუნიდან იწყება,თუმცა მას ეს სახელი მხოლოდ მეთოთხმეტე საუკუნეში ეწოდა.ის არის ევროპის მეექვსე ყველაზე ნახვადი ქალაქი და შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
9.The Golden temple ეს საოცარი შენობა,რომელიც ინდოეთში,ამრისტარში დგას,სიკჰების ყველაზე წმინდა სალოცავია.მისი მშენებლობა დაიწყეს 1764 წელს და გამოიყენეს სპილენძი და მარმარილო,ხოლო ტაძრის ზედა ნაწილი 400 კგ(OMG) ოქროს ფურცლებით დაფარეს,რის გამოც მას “ოქროს ტაძარი“ ეწოდა.მას ოთხივე მხრიდან აქვს შესასვლელი,რაც იმაზე მიუთითებს რომ ის ყველასთვისა ღიაა.ტაძარში ინახება „გურუ გრაანთ საჰიბი“ სიკჰების წმინდა წიგნი.
10. Amalfi Drive & Coast მდებარეობს სამხრეთ იტალიაში .ეს არის გზა ულამაზესი ხედებით.თუ თქვენ გიყვართ ამაღელვებელი სანახაობა ეს არის იდეალური ადგილი თქვენთვის.გზა მიუყვება სორენტოს სანაპიროს.გზად თქვენ შეხვდებით მთებსა და ზღვის სანაპიროს.ამალფი იდეალური ადგილია ტურისტთათვის,თქვენ შეგიძლიათ ნავით სეირნობა,ლაშქრობების მოწყობა და ულამაზესი ხედებით მთასა თუ ზღვაზე, ტკბობა.
11. Meenakshi Temple სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი უმშვენიერესი სატაძრო კომპლექსი,მადურაიში მდებარე მინაკშის ტაძარი ათასობით მლოცველს იზიდავს.ტაძარი ეძღვნება მინაკშის,მადურაის პრინცსა და ინდუისტების ღმერთ შივას მეგობარს.სატაძრო კომპლექსში შედის 12 კოშკი-კარიბჭე,რომელთაც მრავალი ქანდაკება ამშვენებთ.ყველაზე მაღალ ტაძარში მდებარეობს ათასი კოშკის კარიბჭე.აქვეა წმინდა ტბა,რომელშიც მორწმუნენი განიბანებიან.
12. Chartres Cathedral არის კათოლიკური სატაძრო კომპლექსი საფრანგეთში,პარიზიდან 80 კილომეტრში.ის აიგო 1193-1250 წლებში და ულამაზეს სანახაობას წარმოადგენს თავისი ინტერიერითა თუ ექსტერიერით.ის არის მესამე საუკეთესო გოთიკური ტაძარი.
13. Mosque of Cordoba ესპანეთში ქალაქ კორდობაში აიგო მეათე საუკუნეში. მუსულიმი მმართველების დროს ის გადაკეთდა მეჩეთად.მაშინ კორდობა ევროპის უდიდესი და ულამაზესი ქალაქი იყო. დღესდღეობით ის კვლავ კათოლიკური ტაძარია და ესპანეთის ამ მხარის უმნიშვნელოვანეს ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.
14. The Umayyad Mosque სირიაში,დამასკოში არის ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მეჩეთი მსოფლიოში.ის ცნობილია თავისი უნიკალური არქიტექტურით. თავდაპირველად იგი იყო ქრისტიანული ტაძარი,მას შემდეგ რაც არაბებმა დაიპყრეს სირია მის ადგილას ააშენეს ეს ულამაზესი მეჩეთი.ის არის ისლამის სამყაროს მეოთხე უწმინდესი ადგილი.
15. Dubrovnik შუა საუკუნეების ქალაქი ხორვატიაში ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე.მას უწოდობენ “ადრიატიკის მარგალიტს.“ ის ტურისტებს იზიდავს თავისი სილამაზითა და ისტორიული მნიშვნელობით.ის იყო ვაჭრობის უდიდესი ცენტრი შუა საუკუნეებში და მეტოქეობას უწევდა ვენეციას.
16.უფიცას გალერეა ფლორენციაში არის დასავლეთის სამყაროს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი გალერეა.მასში ინახება ევროპული ცივილიზაციის უამრავი ფასდაუდებელი საგანძური, მათ შორის ფერწერის ნიმუშები ,სანდრო ბოტიჩელის ვენუსის დაბადება და პრიმავერა.მისი მშენებლობა დასრულდა 1581 წელს.აიგო ფლორენციის მმართველი,უმდიდრესო ოჯახის მედიჩების მიერ.
17. The Golden Pavilion Temple აიგო 1397 წელს და მდებარეობს კიოტოში,იაპონიაში.
18.დელფი საბერძნეთში -დელფის სამისნო,ბერძნულ მითოლოგიაში დელფის ორაკულის სამყოფელი,რომელთანაც რჩევის საკითხავად მიდიოდნენ ძველი ბერძენი გმირები.
19.წმ.ბასილი ნეტარის კათედრალური ტაძარი მოსკოვში,წითელ მოედანზე.რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტაძარი.ის მე-16 საუკუნეში მეფე ივანე მრისხანის დროს აიგო სამხედრო გამარჯვებების აღსანიშნავად.იმისათვის რომ რუსეთში დიდთოვლობის დროს ეს დიდებული ტაძარიც არ დანგრეულიყო სხვათა მსგავსად,მას ხახვისებრი სახურავები გაუკეთეს,სადაც თოვლი ვერ გაჩერდებოდა.ტაძარში ინახება წმინდა ბასილის ნაწილები.რომელმაც მოსკოვის 1547 წლის დიდი ხანძარი იწინასწარმარტყველა .
20.აბუ სიმბელი არის ორი უზარმაზარი, ქვისაგან გამოკვეთილი ტაძარი ეგვიპტეში,რომელიც უამრავ ტურისტს იზიდავს.ის აიგო ძვ.წ მე-13 საუკუნეში.მას ასევე უწოდებენ ნუბიურ მონუმენტებს.
21. Saint Mark’s Basilica ვენეციაში არის ქალაქის ყველაზე ცნობილი კათედრალური ტაძარი,გამორჩეულია უნიკალური ინტერიერით და ბიზანტიური არქიტექტურის უბრწყინვალეს ნიმუშს წარმოადგენს.
22.კრემლი მოსკოვში არის რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია.მას აქვს 4 სასახლე და 4 ტაძარი.ის აიგო 1462 წელს ივანე მრისხანეს მმართველობის დროს,თუმცა დაზიანებების გამო რამდენჯერმე გადაკეთდა მათ შორის 1837 მეფე ნიკოლოზ პირველის მიერ,ასევე დედოფალ ეკატერინეს მიერაც.
23.ვარანასი და მდინარე განგი ინდოეთში-ვარანასი არის ინდუსთა უწმინდესი ქალაქი მდ.განგის სანაპიროზე.ლეგენდის თანახმად ის 5000 წლის წინ დაარსა ღმერთმა შივამ და მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება.ამ ქალაქში თქვენ ნახავთ ასობით ტაძარს და უამრავ ჰინდუსს აქ სალოცავად მოსულს.განგი ინდოელთა წმინდა მდინარეა და ისინი ვარანასში მოდიან,რათა განგში ჩავიდნენ და განიწმინდონ.
24. The Lijiang River ჩინეთში(ასევე ცნობილი როგორც the Li River) ულამაზესი ადგილი …შესანიშნავი მდინარე კრუიზისთვის.
25. The Shwedagon Pagoda ბუდისტების ყველაზე მნიშვნელოვანი სალოცავი ბირმის დედაქლაქ რანგუნში დგას.ლეგენდის თანახმად,ორმა ძმამ აქ ბუდას 8 ღერი წმინდა თმა მოიტანა,ხოლო მეფე ოკლალაპაკმა ტაძარი ააგო.პაგოდა აგურებისგანაა აგებული და მეფის შთამომავლების მიერ შეწირული ოქროთი და ძვირფასი თვლებითაა შემკული.99-მეტრიანი შენობა მთაზე დგას,რომელიც ქალაქს გადმოჰყურებს.პაგოდის გარშემო მომცრო პაგოდები და ტაძრებია აგებული.პაგოდა თითქმის მთლიანად ოქროთია დაფარული,მლოცველებს დღესაც მოაქვთ ოქროს ფურცლები პაგოდას კედელზე მისაჭედებლად…(ვაიმე …)
26.ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალი საქართველოში.
27.სიღნაღი-ულამაზესი შუასაუკუნოვანი ქალაქი კახეთში,რომლის რესტავრაციაც მოხდა სულ რამდენიმე წლის წინ.
to be continued…