არქივი

გუსტავ კლიმტი

cff5739fc0a6

გუსტავ კლიმტი (Gustav Klimt)

– ავსტრიელი სიმბოლისტი მხატვარი და ვენის არტ-ნუვო  (ასევე მოდერნი, სეცესიონ) მოძრაობის წევრი. მის მთავარ ნამუშევრებს შორისაა ფერწერული ტილოები, ფრესკები, სკეტჩები და სხვა ხელოვნების ნიმუშები, რომელთა უმრავლესობა გამოფენილია ვენის სეცესიონ-გალერეაში. კლიმტის მთავარი სუბიექტი ქალის სხეული იყო და მის ნამუშევრებში ხაზგასმულია გულწრფელი ეროტიზმი. მისი გრაფიკული ნამუშევრები (რომლებიც მან დიდი რაოდენობით შექმნა), საყოველთაოდ მიიჩნევა მის უდიდეს დანატოვრად.

6e7c21b77a32

გუსტავ კლიმტი დაიბადა ბაუმგარტენში, ვენასათან, ავსტრია, და ოჯახში შვიდი შვილიდან მეორე იყო. მამამისი ერნსტ კლიმტი მხატვარი-გრავიორი და იუველირი იყო.
1879-83 წლებში ვენის სამხატვრო-სახელოსნო სკოლაში სწავლობდა (Kunstgewerbeschule), სადაც არქიტექტურული დეკორატორის განათლება მიიღო. პროფესიული კარიერა ინტერიერის მიურალების ხატვით დაიწყო რინგშტრასეზე საზოგადოებრივ შენობებში. შემდეგ ავსტრო-უნგრეთის პროვნციების თეატრების კედლებს ხატავს. უკვე 1880 წელს იღებს სერიუზოულ შეკვეთას – ”ოთხი ალეგორია”. 1885-6 წლებში ძმასთან და ახალგაზრდა მხატვარ ფრანც მატჩთან ერთად აფორმებს ვენის ბურგთეატრსა და სამხატვრო-ისტორიულ მუზეუმს. ბურგთეატზე მუშაობის დასრულების შემდეგ იმპერატორი ფრანც იოსიფი კლიმტს ოქროს ჯვრით აჯილდოებს ხელოვნებაში დამსახურების გამო.

b3257ce90125

4fc79fbcce6e

d3cb1f4e3321

72e4b6ecf355

e28bc6eebdb0

66249b76a313

9e810cb99a6b

68b075122092

3485bf063419

696cab3fab10

49d3d4f5f4db

წყარო: ვიკიპედია და მე….

http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373

ereart

http://www.facebook.com/pages/ERE-ART/121170184607373 http://urakparaki.com/?m=7&WUID=6357

მსგავსი ამბები

Back to top button