საკითხავისასარგებლო

ქორწილის უცნაური ტრადიციები

b274f75d7700
ყველა ერს ტრადიციები განსხვავებული აქვს… ვფიქრობ საინტერესო იქნება გავეცნოთ მათ ნაწილს მაინც…

მაშ ასე, დავიწყოთ კორეით: ქორწილის შემდეგ, სიძის (უკვე ქმრის, თუ როგორცაა…) მეგობრები იხდიან ნასკებს, კოჭებზე თოკებს იხვევენ და ფეხისგულებზე ირტყამენ მშრალი ყვითელი კორვინათი. (ეს კორვინა რაღაც თევზია). ასე იქცევიან, იმიტომ რომ სწამთ, ასე ქმარი უფრო ძლიერი იქნება ღამე…

კორეაში ასევე სწამთ, რომ თუ ქმარი ქორწილის დროს ბევრს იცინის, პირველი შვილი (გოგო) შეეძინება.. ქორწილის მერე ქმრის მშობლები რძალს ქლიავს და თხილს ესვრიან. (რა ზრდილობიანი ტრადიციაა, მე რომ ქლიავი მესროლონ ….. ) თუ პატარძალი დაიჭერს ამ თხილს, მაშინ ბიჭი ეყოლება.

1d2b61174faf

“San-san-kudo no Sakazuki” ან უბრალოდ sakazuki-goto, ეს არის იაპონური ტრადიცია. ეს სახელი ნიშნავს – სამი, სამი, ცხრაჯერ. ცოლ-ქმარი სამი ჭიქიდან სვამს სამ-სამ ყლუპ საკეს. (შეგახსენებთ, რომ საკე იაპონური არაყია) ამ ჭიქას ეძახიან Sakazuki-ს. ეს საკე ყოველთვის გემრიელი არაა, როგორც ცხოვრება, მაგრამ ცოლ-ქმარმა ეს ყველაფერი უნდა გადალახოს.

361d34e8460a

შემდეგი ტრადიციისათვის გადავინაცვლოთ შოტლანდიაში: არის ერთი ძველი ტრადიცია – ფეხების ბანა. ხალხი იკრიბება, რომ პატარძალს ფეხები დაბანოს. პატარძალი კი ბეჭედს მალავს, და სანამ მას ფეხებს ბანენ, დანარჩენები ამ ბეჭედს ეძებენ, ვინც იპოვნის, მეორე წელს ის გათხოვდება. (თაიგულის სროლის ამბავში რაა)
ასევე, საქმროს ზურგზე ადგამენ ქვებით სავსე კალათს და ის უნდა ატაროს, მანამ სანამ, პატარძალი მოვა და აკოცებს. (იმას რა ენაღვლება, ფეხებს ბანენ)

3a696b4c2c12

გერმანელებს აქვთ ტრადიცია Polterabend. ქორწილამდე ერთი დღით არდე საპატარძლოს მეგობრები მოდიან და თეფშებს ამსხვრევენ კარებთან. სწამთ რომ ამას წარმატება მოაქვს.
ქორწილის დღეს კი პატარძალს ჯიბეში პური და მარილი უდევს, მისი მომავალი ოჯახის კეთილდღეობისათვის.

9a86d005c2f6

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close