არქივი

ჯორჯ ვაშინგტონი

1220e0e2ec52
ჯორჯ ვაშინგტონი – (დ. 22 თებერვალი 1732, ვესმორლენდ ქაუნთი, აშშ; გ. 14 დეკემბერი 1799, მაუნთ ვერნონი, აშშ) – ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი 1789-1797 წლებში.

ბიოგრაფია

დაიბადა ბრიტანული წარმოშობის მდიდარ ოჯახში, ვირჯინიის პროვინციაში. ჳაშინგტონი მუშაობდა თავისი ნახევარ-ძმის პლანტაციაში, მაუნთ ვერნონში, რომელიც შემდგომ მემკვიდრეობით მიიღო.

ოფიცერმა ჯორჯ ჳაშინგტონმა ყურადღება პირველად ფრანგებისა და ინდიელების ომში (1754-1763 ) მიიქცია. გარკვეული დროის შემდეგ მან დასტოვა თავის პოსტი, რათა ექორწინა მართა დენდრიჯ ფარქ-ქასთისზე, მდიდარ, ორ შვილიან ქვრივზე. იგი არჩეულ იქნა მოქალაქეთა პალატაში და ამერიკის რევოლუციის დასაწყისითანავე მისი ლიდერი გახდა, იგი ესწრებოდა კონტინენტალური კონგრესის ორივე მოწვევას. ამერიკის რევოლუციის დროს (1775–83) ჳაშინგტონი დანიშნულ იქნა კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად, მისი მეთაურობით კონტინენტალურმა არმიამ ბრიტანელებზე გაიმარჯვა.

ჯორჯ ჳაშინგტონი, 1789 წელს, მას შემდეგ რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია იქნა მიღებული, არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. მისი ორ ვადიანი პრეზიდენტობის დროს დაარსებული იქნა ძირითად ინსტიტუტები და სტრუქტურები რომლებიც დღემდე მოქმედებენ. 1797 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ ჯორჯ ჳაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში სადაც სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაატარა.

ადრეული წლები

გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ჯორჯ ჳაშინგტონი დაიბადა ვესმორლენდ ქაუნთიში, ვირჯინია, 1732 წლის 22 თებერვალს.

მისი მშობლები იყვნენ აუგუსტინ ჳაშინგტონი (1693–1743) და მერი ბელი (1708 –1789). ბავშვობის უმეტესობა ჯორჯმა გაატარა ფრედერიქსბურგთან მდებარე ფერმაში (Ferry Farm), ის ხშირად სტუმრობდა თავის ბიძაშვილებს ქინგ ჯორჯ ქაუნთიში. 1752 წლის 4 თებერვალს ჯორჯ ჳაშინგტონი მიღებულ იქნა მასონთა ლოჟაში. იმავე წელს მან მემკვიდრეობთ მიირო მაუნთ ვერნონში მდებარე პლანტაცია.

ფრანგებისა და ინდიელების ომი და შემდგომი პერიოდი

1752 წელს საფრანგეთმა დაიწყო ოჰაიოს ოლქის ოკუპაცია, ამ რეგიონზე ვირჯინიაც აცხადებდა პრეტენზიას. 1753 წელს ვაშინგტონმა, ფრანგებს გადასცა ვირჯინიის მმართველის რობერტ დინვიდის ულტიმატუმი, რომლებიც ფრანგებმა უარჰყვეს და ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადეს. 1754 წელს, ვიცე პოლკოვნიკი ჯორჯ ვაშინგტონი გაუძღვა ვირჯინიის პირველ პოლკს ოჰაიოს ოლქისაკენ. იგი თავს დაესხა ფრანგების და კანადელების მზვერავთა ჯგუფს და ყველა დახოცა, მათ შორის მათი მეთაურიც ენსინ ჯამონვილი. ჳაშინგტონმა ააგო ფორტ ნესესითი, რომელიც შემდეგში დანებდა ფრანგებისა და ამერიკელი ინდიელების მრავალრსიცხოვან არმიას. ჳაშინგტონმა ხელი მოაწერა დოკუმენტზე სადაც ეწერა რომ მან მოკლა ჯამონვილი (დოკუმენტი ფრანგულ ენაზე იყო დაწერილი და ჯორჯ ჳაშინგტონმა ის ვერ წიკითხა). „ჯამონვილის საქმე“ გახდა საერთაშორის სკანდალის საფუძველი და გააღვივა ფრანგებისა და ინდიელების ომი.

b4d997839868

ფრანგებმა ჳაშინგტონი გაანთავისუფლეს და პირობა ჩამოართვეს რომ ერთი წლის განმავლობაში ის ოჰაიოში აღარ დაბრუნდებოდა. 1755 წელს, ჳაშინგტონი ბრიტანულ არმიას ახლდა ბრადოკის ლაშქრობაზე, ლაშქრობა კატასტროფული შედეგებით დასრულდა მონონგაჰელას ბრძოლით. ჯორჯ ჳაშინგტონი რომელიც ამ კამპანიის დროს თავგანწირვით იბრძოდა, ვირჯინიის გმირად აღიარეს და იგი ვირჯინიის პირველ პოლკს კიდე რამოდენიმე წელი მეთაურობდა. 1758 წელს მან მონაწილეობა მიიღო ფორბსის ლაშქრობაში რომელიც წარმატებით დასრულდა და ფრანგები ფორტ დუკენიდან გაძევებულნი იქნენ.

მისი თავდადებისა და მიღწევების მიუხედავად ჯორჯ ჳაშინგტონი არ დააწინაურეს, ამიტომ იგი 1759 წელს გადადგა და ცოლად შეირთო მართა დენბრიჯი, ორ შვილიანი მდიდარი ქვრივი. ჳაშინგტონმა იშვილა ორივე ბავშვი, მას საკუთარი შვილი არ ყოლია. ახალდაქორწინებულები საცხოვრებლად გადავიდნენ მაუნთ ვერნონში. ჳაშინგტონი გახდა მოქალაქეთა პალატის წევრი.

1774 წლისთვის ჯორჯ ჳაშინგტონი კოლონიაში ერთ–ერთი უმდიდრესი ადამიანთაგანი იყო. ამავე წელს ის გაგზავნილ იქნა ვირჯინიის დელეგატად პირველ კონტინენტალურ კონგრესზე. კოლონიებსა და ბრიტანეთს შორის ურთიეთობა სულ უფრო და უფრო იძაბებოდა, და 1775 წელს ჯორჯ ჳაშინგტონი მეორე კონტინეტალურ კონგრესზე სამხედრო ფორმაში გამოცხადდა.

ამერიკის რევოლუცია

1775 წლის 15 ივნისს, კონტინენტალურმა კონგრესმა, ჯორჯ ჳაშინგტონი საიდუმლოდ დაამტკიცა ახალ ჩამოყალიბებული კონტინენტალური არმიის მთავარსარდლად. ინიციატივა მისი დანიშვნის შესახებ წამოაყენა მასაჩუსეცის შტატის დელეგატმა ჯონ ადამსმა. ჳაშინგტონი არმიის ხელმძღვანელობას 3 ივლისიდან შეუდგა.

1776 წლის 17 მარტს ვაშინგტონმა წარმატებით გააძევა ბრიტანული არმია ბოსტონიდან, მას ამაში დორჩესტერის მაღლობზე განთავსებული არტილერია დაეხმარა. ბრიტანულმა არიმიამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა გენერალი უილიამ ჰოუი, ჰალიფაქსისკენ (კანადა) გადაინაცვლა, ხოლო ჳაშინგტონის არმია ქალაქ ნიუ-იორკში დაბანაკდა. 22 აგვისტოს ჳაშინგტონმა დათმო ლონგ აილენდის ბრძოლა, თუმცა თავისი ჯარის უდიდესი ნაწილის გადარჩენა მოახერხა, რამდენიმე მომდევნო ბრძოლის შედეგად ჳაშინგტონმა ნიუ-ჯერსისკენ დაიხია და ეჭვქვეშ დადგა რევოლუციის ბედი.

1776 წლის 25 დეკემბრის ღამეს, ვაშინგტონის არმიამ გადაკვეთა მდინარე დელავერი, რათა შეეტია გერმანელთათვის ტრენტონში (ნიუ ჯერსი). ამ შეტევას მოჰყვა, გენერალ ჩარლზ ქორნუოლესის ჯარებზე თავდასხმა, 1777 წლის 2 იანვარს.

ამავე წელს, გენერალი ჰოუი შეტევაზე გადავიდა და დაამარცხა რა ვაშინგტონის ჯარები ბრანდიუაინის ბრძოლაში 11 სექტემბერს აიღო კოლონიების მთავარი ქალაქი ფილადელფია. ამერიკელების საპასუხო შეტევა, გერმანთაუნის ბრძოლა კრახით დასრულდა, ჳაშინგტონი იძულებული იყო ველი ფორჯში დაბანაკებულიყო, სადაც მის ჯარისკაცებს გაუკეთეს ვაქცინა ყვავილის საწინააღმდეგოდ.

1777 წელს გენერალ ჰორაციო გეითსმა და გენერალ ბენედიქტ არნოლდმა, გაიმარჯვეს სარატოგას ბრძოლაში, აქ დიდი როლი ითამაშა ჳაშინგტონმა, რომლის არმიაც ბრიტანელების ძირითად ძალებს აკავებდა ქვეყნის შუაგულში.

1779 წელს ჳაშინგტონმა არმიის ნაწილი სალივანის ლაშქრობაზე გაგზავნა, ეს იყო თავდასხმა იროკეზთა კონფედერაციაში შემავალი ექვსი ტომიდან, ოთხზე რომლებიც შეეკვრნენ ბრიტანელებს. 40 სოფელზე მეტი გაანადგურეს ამ ლაშქრობისას.

1781 წელს ამერიკელების და ფრანგების საერთო ძალებმა, ფრანგული ფლოტის დახმარებით, ალყა შემოარტყა გენერალი ქორნუოლესს იორქთაუნში (ვირჯინია). 14 სექტემბერს ჳაშინგტონი თავისი ჯარით შეუერთდა მათ. ბრძოლის შედეგად ბრიტანული არმია დანებდა და საბოლოოდ წერტილი დაესვა მათ წინააღმდეგობას.

მოგვიანებით 1783 წელს, პარიზის ზავის ხელმოწერის შედეგად, დიდი ბრიტანეთის სამეფომ აღიარა ამერიკის დამოუკიდებლობა.

პერიოდი რევოლუციის შემდგომ, პრეზიდენტობამდე

1783 წლის 23 დეკემბერს ჯორჯ ჳაშინგტონი გადადგა მთავარსარდალის თანამდებობიდან.

1787 წელს იგი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციონალურ კონვენციას. უმეტეს შემთხვევებში ის არ ერთვებოდა დებატებში, თუმცა მისი ავტორიტეტი იმდენად დიდი იყო რომ დელეგატებს შორის კოლეგიალობა და დისციპლინა სუფევდა. ბევრი ადამიანი ფიქრობს რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი შეიქმნა სპეციალურად ჯორჯ ჳაშინგტონისთვის.

1788–1789 წლებში, ჯორჯ ჳაშინგტონი არჩეულ იქნა ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პრეზიდენტად. ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა კონგრესმა გადაწყვიტა მისთვის ხელფასი წელიწადში $25, 000 დაენიშნათ, თუმცა ჳაშინგტონმა რომელიც ძალზედ მდიდარი იყო და მისი ქონება დღევანდელი კურსით დაახლოებით $500 მლნ.-ს შეადგენდა უარი თქვა ხელფასზე.

1797 წლის მარტში პრეზიდენტობის ვადის ამოწურვის შემდეგ ჳაშინგტონი დაბრუნდა მაუნთ ვერნონში. იქ მან დაარსა ალკოჰოლის სახდელი ქარხანა და გახდა ფისკის ყველაზე დიდი მწარმოებელი ქვეყანაში. 1798 წელს მან მოგების სახით მიიღო $7,500.

ამავე წელს ჯორჯ ჳაშინგტონი დანიშნულ იქნა ამერკის შეერთებული შტატების არმიის გენერალად, ფაქტიურად არმიაში ყველაზე დიდი თანამდებობის მატარებელი იყო, ეს გადაწყვეტილება მიიღო პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა, საფრანგეთის გაფრთხილების მიზნით რომლეთანაც ომი მოახლოვებული იყო. თუმცა ჳაშინგტონი აქტიურად ვერ ჩაება ამ პროცესებში იგი ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა.

ჳაშინგტონი ლოგინად ჩავრდა გაცივებისა და ყელის ტკივილისაგან, რომელიც გადაუვიდა ლარინგიტსა და პნევმონიაში და 1799 წლის 14 დეკემბერს გარდაიცვალა, თავის სახლში.
26d6030a4ece

მსგავსი ამბები

Back to top button