გართობაკულტურა

სიჩქარის რეკორდები ხმელთზე, წყალსა და ჰაერში…

http://i061.radikal.ru/1001/24/e66c4954b40d.jpg

წარმოგიდგენთ სიჩქარეში დამყარებულ რეკორდებს ხმელეთზე, წყალსა და ჰაერში

აბსოლუტური სიჩქარის რეკორდი ხმელეთზე

http://s39.radikal.ru/i086/1001/d7/b002662a43b6.jpg

ხმელეთზე სიჩქარის აბსოლიტური რეკორდი დამყარებულ იქნა 1997 წლის 15 ოქტომბერს, ბრიტანეთის სამხედრო ავიაძალების პილოტ ენდი გრინის მიერ. მან ეს შეძლო Black Rock Desert-ით, რეაქტიული ძრავით – TurboSSC. იგი გახდა პირველი მძღოლი, რომელმაც ავტომანქანით შეძლო ხმის ბარიერამდე მიღწევა და მისი გადალახვაც კი. შეგახსენებთ რომ ხმის სიჩარეა 1225 კმ/სთ, ენდიმ კი შეძლო განევითარებინა 1228 კმ/სთ.

სიჩქარის რეკორდი ხმელეთზე სერიულად წარმოებული ავტომობილით

http://i043.radikal.ru/1001/f0/2278e19caa76.jpg

ეს რეკორდი ეკუთვნის SSC Ultimate Aero-ს, რომელიც მან დაამყარა 2007 წლის აგვისტოში და რომელიც შეადგენს 412.28 კმ/სთ, ( იმედია არ დამიწყებთ ბუგატი უსწრაფესიაო ;) )

სიჩქარის რეკორდი ხმელეთზე ორი ბორბლით

http://i030.radikal.ru/1001/99/22a3ef32c13c.jpg

ყველაზე სწრაფი ადამიანი ორ ბორბალზე არის სწორედ რომ მოტოციკლისტი, მბრბოლელი კრის კარლი. 2006 წლის 5 სექტემბერს იუტას შტატში დამშრალი ტბის ფსკერზე მან შეძლო განევითარებინა 576,8 კმ/სთ. კრისმა ეს შეძლო Streamliner № 7-ით, რომელსაც ტურბოდაბერვიანი V4 ტიპის ძრავი ედგა.

სიჩქარის რეკორდი ხმელეთზე “რელსებიანისათვის”

http://s41.radikal.ru/i094/1001/c0/63f3d37b25c0.jpg

ამ კატეგორიაში ფრანგებს უჭირავთ პირველი აგილი თავიანთი TGV-თ, რომელიც ყველაზე სწრაფი მოქმედი მატარებელია მსოფლიოში. 2007 წლია აპრილში გამოცდისას მან შეძლო განევითარებინა 575 კმ/სთ. ეს რაც შეეხება კლასიკურ მატარებლებს. თუ ავიღებთ მატარებელს მაგნიტური ბალიშით, ამ შემთხვევაში აბსოლიტური ჩემპიონები იაპონელები არიან JR-Maglev-ით, რომელსაც შეუძლია 581 კმ/სთ-ის განვითარება. არსებობს კიდევ ერთი კატეგრიაც, სათამაშო მატარებლები რომელთა მაქსიმუმიც 10 კმ/სთ-ია.

სიჩქარის რეკორდი ხმელეთზე ველოსიპედით

http://s39.radikal.ru/i083/1001/94/6af25ab4c148.jpg

ამ კატეგორიასაც თავისი რეკორდსმენები ყავს. ფრედ რომპელბერგმა 1995 წელს შეძლო განევითარებინა ველოსიპედით 269 კმ/სთ. გეჩვენებათ არარეალურად? თუმცა ეს უკვე დაფიქსირებული რეზულტატია. მან ეს შეძლო ავტომობიზე გამობმულმა უკნიდან, რომლის მეშვეობით ეგრეთ წოდებული აეროდინამიკური ბუდეც შეიქმნა

სამწუხაროდ ამის ვიდეო ვერ ვნახე :( თუ ვინმე მოიძიებთ ჩაამატეთ :(

სიჩარის რეკორდი ხმელეთზე ორთქმავლებში :lol2:

http://s13.radikal.ru/i186/1001/da/06f865921457.jpg

პროექტმა British Steam Car Challenge შემოიკრიბა ენთუზიასტები და შექმნეს ყველაზე სწრაფი პარომობილი, ანუ ორთქლზე მომუშავე ავტომობილი. პირველივე ჯერზე მათ შესანიშნავი შედეგი აჩვენეს, 210,8 კმ/სთ. უნდა აღინიშნოს რომ პირველი რეკორდი 1906 წელს დამყარდა და შეადგინა 205,44 კმ/სთ, თუმცა მის ოფიციალური აღნიშვნა არ მოხერხდა. ენთუზიატების ჯგუფმა მეორე გარბენიც მოამზადა და დაამყარა მსოფლიო რეკორდი მიაღწია რა 225,055 კმ/სთ-ს.

სიჩქარის რეკორდი ხმელეთზე ელექტრომობილებში

http://i055.radikal.ru/1001/b6/032cc10be215.jpg

გამეფებულია აზრი, რომ ელექტრო მანქანები ძალიან ნელები და ზანტები არიან, მაგრამ ეს ესე არ შეიძლება ითქვას Buckeye Bullet-ზე. ეს ავტომობილი შემუშავებული და აწყობილია ოჰაიოს შტატში სტუდენტების მიერ. რეკორდი დამყარდა 2004 წლის 13 ოქტომბერს და შეადგინა 437 კმ/სთ. ავტომობილის მმართველი მბრბოლელი, როჯერ შროერი, როგორც ჩანს თავისი მიღწეულით უკმაყოფილო დარჩა და 2 დღეში, ანუ 15 ოქტომბერს გაიმეორე გარბენი და მიაღწია 506 კმ/სთ-ს, რაც დაფიქსირდა კიდეც რეკორდების წიგნში.

სიჩქარი რეკორდი ზღვაში კატერით

http://i023.radikal.ru/1001/20/8e9188bc6ea8.jpg

ყველაზე საინტერესო ამ ისტორიაში ისაა, რომ კატერი, რომელმაც შეძლო მოეხსნა სიჩქარის რეკორდი აგებულ იქნა ავსტრალიელი მბრბოლელი კენ ბარლის ეზოში მის მიერვე. რეკორდი კი 1978 წლის 8 ოქტომბერს დამყარდა და შეადგინა 513 კმ/სთ. აღსანიშნავია რომ მან გააუმჯობესა მისივე 1 წლით ადრე დამყარებული რეკორდი 467 კმ/სთ

სიჩქარის რეკორდი წყალში კატამარანით

http://i073.radikal.ru/1001/e6/d6a91fafaabd.jpg

თუ დავუჯერებთ ფრანგ იახტმენს, ბრუნო პეირონოს, ნავმა Orange II, რომელის სიგრძით მხოლოდ 38 მეტრია, 2006 წელს შეძლო განევითარებინა 51.5 კმ/სთ. აღსანიშნავია რომ Orange II-ს გუნდმა 2005 წელს შეძლო ემოგზაურა დედამიწის გარშემო. მათ ამ მოგზაურობას 50 დღე, 16 საათი და 20 წუთი მოანდომეს.

სიჩქარის რეკორდი წყალში ქარის სერფინგის დაფით

http://s39.radikal.ru/i085/1001/66/d09b27a2529e.jpg

ყველაზე სწრაფი ქარის სერფინგის დაფა ეკუთვნის ამავე სპორტის მსოფლიო ჩემპიონ ფენიონუ მეინარდუს.მან ეს რეკორდი საფრანგეთში, 2005 წლის აპრილში დაამყარა, გააუმჯობესა რა თავისივე 2004 წელს დამყარებული რეკორდი. პირველმა შეადგინა 86.7 კმ/სთ, მეორემ კი 90 კმ/სთ.

სიჩქარის რეკორდი წყალქვეშ

http://i080.radikal.ru/1001/a0/f9cede452b5a.jpg

ჩვეულებრივ ესეთი ინფორმაცია ინახება გასაიდუმლოებულად, რადგანაც წყალქვეშ სიჩქარის რეკორდის დამყარება შეუძლია მხოლოდ წყალქვეშა ნავს, მათზე კი ყველაფერი გასაიდუმლოებულია. ეს რეკორდი არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად 1965 წელს დაამყარა ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა რომელიც მიეკუთვნებოდა Gato Albacore-ის კლასს და შეადგინა 61 კმ/სთ. რაც შეეხება ამჟამინდელ სიტუაციას, აგრეთვე არაოფიციალური ინფორმაციის კლასი “აკულა”-ს წყალქვეშა ნავს შეუძლია განავითაროს 82.7 კმ/სთ.

სიჩქარის რეკორდი ჰაერში

http://i052.radikal.ru/1001/4d/13e4fd0a23e5.jpg

ეს ინფორმაცია დაზუსტებული არაა რადგან მკაცრადაა გასაიდუმლოებული, მაგრამ არსებობს მონაცემები რის საფუძველზეც ვგებულობთ რომ SR-71 Blackbird-მა, (რომელიც გამოიყენებოდა ცივის ომის პერიოდში, სსრკ-ს დასაზვერად) მოახერხა განევითარებინა 3.2 მახი (+/- 0.5) რაც 4000 კმ/სთ ზე მეტია…

წყარო: drive.ge + მე :)

მსგავსი ამბები

Back to top button