საკითხავიუკატეგორიო

კრისტიანო რონალდუ

2d617bcab7e5

“რონალდო უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ, მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი.”

პირადი მონაცემები
სრული სახელიკრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო
დაბ. თარიღი5 თებერვალი, 1985
დაბ. ადგილი ფუნშალი, პორტუგალია
სიმაღლე185 სმ.
პოზიციაგარემარბი
საკლუბო ინფორმაცია
ამჟ. კლუბირეალი
ნომერი9
ახალგაზრდობის კლუბები
1993–1995
1995–1997
1997–2001
ანდორინია

ნასიონალი

სპორტინგი

პროფესიული კლუბები1
წლებიკლუბიმტჩ (გლ)*
2001–2003
2003–2009
2009–
Sporting Clube de Portugal.png სპორტინგი
Manchester United FC.png მანჩესტერ იუნაიტედი
Real Madrid.png რეალი
25 (3)
196 (84)
ეროვნული ნაკრები2
2003–პორტუგალია64 (22)

კრისტიანო რონალდო – პორტუგალიელი ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალში  ასპარეზობს. რონალდო ასევე პორტუგალიის საფეხბურთო ნაკრების  წევრია. 2007-08 წ.წ სეზონში რონალდომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. გარდა ამისა, ის დაასახელეს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად.

იოჰან კრუიფმა 2008 წლის 2 აპრილის ინტერვიუში პორტუგალიელ ფეხბურთელზე შემდეგი რამ თქვა: “რონალდო უფრო ძლიერი ფეხბურთელია, ვიდრე ჯორჯ ბესტი და დენის ლოუ , მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში ორი საუკეთესო ფეხბურთელი.”

კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო დაიბადა მარია დოლორეს დოს სანტოს ავეიროსა და ხოსე დინის ავეიროს ოჯახში. მისი მეტსახელი “რონალდო”, უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი გახლდათ. კრისტიანოს ჰყავს უფროსი ძმა, უგო და ასევე უფროსი დები, – ელმა და ლილიანა კატია.

ბავშვობაში რონალდოს საყვარელი გუნდი ლისაბონის ბენფიკა იყო. რვა წლის ასაკში, კრისტიანო ანდორინიაში ასპარეზობდა, საიდანაც 1995 წელს ის ნასიონალში გადაბარგდა. ამ კლუბის რიგებში ფეხბურთელმა პორტუგალის ახალგაზრდული ჩემპიონატიც მოიგო და 2 წლის შემდეგ უკვე პორტუგალიის ერთერთ წამყვან კლუბში, – ლისაბონის სპორტინგში გადაბარგდა. ამ ტრანსფერის თანხა დღემდე უცნობია.

რონალდო თავიდანვე ახალგაზრდულ გუნდებში ასპარეზობდა. თუმცა ის გახდა ერთადერთი ფეხბურთელი სპორტინგის ისტორიაში, რომელსაც 16-წლამდელთა გუნდიდან ძირითად გუნდში გადასვლისათვის სულ რაღაც 1 სეზონი დასჭირდა. მან სწორედ ამ დროში გაიარა 4 სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი. სადებიუტო შეხვედრაში კრისტიანომ მორეირენსეს ორი გოლი გაუტანა. იმავე წელს კი ეროვნული გუნდის რიგებში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზეც მიიღო მონაწილეობა.

რონალდოს შეძენის პირველი მსურველი გახლდათ ინგლისური ლივერპული, თუმცა ბრიტანელების მთავარმა მწვრთნელმა ჟერარ ულიემ  პორტუგალიელი ფეხბურთელი ახალგაზრდული ასაკის გამო არ გადაიბირა. სამაგიეროდ, რონალდოს თამაშით სრულიად კმაყოფილი დარჩა სერ ალექს ფერგიუსონი, რომელიც კრისტიანოს ასპარეზობით 2003 წლის ზაფხულში მოიხიბლა, როცა სპორტინგმა ამხანაგურ მატჩში მანჩესტერ იუნაიტედი სწორედ რონალდოს დიდებული თამაშის ხარჯზე დაამარცხა. ინგლისური გრანდის ფეხბურთელები რონალდოს თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ და სწორედ მათ ურჩიეს ფერგიუსონს ახალგაზრდა მოთამაშის გადაბირება.

რონალდო მანჩესტერ იუნაიტედის ისტორიაში პირველი პორტუგალიელი ფეხბურთელი 2003 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის ინგლისურმა კლუბმა 12,24 მლნ. ევროდ შეიძინა. თავიდანვე კრისტიანომ 28-ნომრიანი მაისურით ასპარეზობა განიზრახა. მას არ სურდა მიეღო ვაკანტრუი მე-7 ნომერი, რომელითაც თავის დროზე იუნაიტედის ისეთ ლეგენდებს უთამაშიათ როგორებიც იყვნენ: ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, ერიკ კანტონა და დევიდ ბექჰემი. “როდესაც გუნდს შევუერთდი, მწვრთნელმა მითხრა, თუ რა ნომრით მსურდა ასპარეზობა. მე 28 დავუსახელე. მაგრამ ფერგიუსონმა მითხრა, რომ ადრე თუ გვიან 7-ნომრიან მაისურს მაინც მოვირგებდი და ჯობდა ეს ახალვე მოხმდარიყო. ეს კი ჩემთვის მოტივაციის ძალიან დიდი წყარო გახლდათ. მხვდა პატივი, მეტარებინა იუნაიტედის 7-ნომრიანი მაისური.”

4690f88d99d7

რონალდოს დებიუტი ახალ გუნდში შედგა ბოლტონის წინააღმდეგ. ის მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 2005 წლის 29 ოქტომბერს კი მიდლსბროსტან 4-1 წაგებულ მატჩში მან გაიტანა იუნატედის ისტორიაში საიუბილეო, მეათასე პრემეირლიგური გოლი. იმ სეზონში რონალდომ საერთო ჯამში 10 გოლი გაიტანა და წლის ბოლოს, იუნაიტედის ფანებმა გუნდის წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის დაწესებული პრიზიც გადასცეს.

მსოპლიოს ჩემპიონატზე უეინ რუნისთან მოხმდარი ინციდენტის გამო, რონალდოს ფანებმა შემდეგი სიმღერა მიუძღვნეს: “მხოლოდ ერთი რონალდო არსებობს.” 2006 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეში ფეხბურთელი პრემეირლიგის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ზედიზედ ორჯერ კი ეს ჯილდო მხოლოდ დენის ბერგკამპსა  და რობი ფაულერს ჰქონდათ მოგებული. მანჩესტერულ კარიერაში ორმოცდამეათე გოლი კი რონალდომ მანჩესტერ სიტის  გაუტანა. იმავე წელს კი იუნაიტედმა 4-წლიანი შესვენების შემდეგ პრემიერლიგა მოიგო.
eb938d82aae5
2007 წლის მარტში რონალდოს სანაცვლოდ მადრიდის რეალი სარეკორდო თანხას, 80 მლნ. ევროს იხდიდა. ხელფასის სახით კი ფეხბურთელს 120 000 გირვანქას ჰპირდებოდა, თუმცა იმავე წლის 13 აპრილს, ახალი კონტრაქტის თანახმად, პორტუგალიელი პრემიერლიგის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი მოთამაშე გახდა.

იმავე სეზონის პორტუგალიელმა ინდივიდუალური ჯილდოებიც მოიპოვა: ის დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად და ასევე პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშედ.

2007-08 წ.წ სეზონი კი რონალდოსთვის უიღბლოდ დაიწყო, რამეთუ პირველივე ოფიციალურ მატჩში გააძევეს პორტსმუთთან შეხვედრაში. სეზონის სადებიუტო გოლი კი კრისტიანომ ჩემპიონთა ლიგაში გაიტანა, კიევის დინამოს წინააღმდეგ.
2007 წელს პორტუგალიელმა კაკას შემდეგ ოქროს ბურთის ლაურეანტებში მეორე ადგილი დაიკავა.

2008 წლის 12 იანვარს კი რონალდომ თავის მანჩესტერულ კარიერაში პირველად შეასრულა ჰეთ-თრიკი, ეს ნიუკასლთან მატჩში მოხდა. ჩემპიონთა ლიგაში კი მისი გუნდი სულ უფრო წინ მიიწევდა, მანჩესტერელებმა 1/8-ფინალში ფრანგული ლიონი დაამარცხეს, რონალდომ განმეორებით მატჩში გადამწყვეტი გოლი გაიტანა.
2008 წლის 19 მარტს კი, ბოლტონთან მატჩში კრისტიანომ პირველად უკაპიტნა მანჩესტერ იუნაიტედს. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 2-0 მოიგო. ორივე გოლი თავის ანაგრიშზე სწორედ რონალდომ ჩაიწერა. საბოლოო ჯამში, პორტუგალიელმა წლის საუკეთესო ბომბარდირისათვის განკუთვნილი, ოქროს ბუცი მოიპოვა, გაასწრო რა 8 ქულით მეორე ადგილზე გასულ დანიელ გისას.

2007-2008 წ.წ. სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში რონალდომ ჩელსის წინააღმდეგ, ანგარიშის გახსნა მოახერხა. საბოლოო ჯამში, კი ტიტულს მისი გუნდი დაესაკუთრა, ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგეს, ანგარიშით 6-5.

2008 წლის ზაფხულში პორტუგალიელი მადრიდის რეალში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ტრანსფერის განხორციელების ალბათობა მანჩესტერულმა მხარემ იუარა. აგვისტოში კი თავად ფეხბურთელმაც დაადასტურა, რომ ის მინიმუმ ერთი სეზონით კვლავ მანჩესტერში აპირებს დარჩენას.
2009 წლის 26 ივნისს ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია რონალდოს მადრიდის რეალში ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა ახალ კლუბთან 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
804629b3f3ec

სანაკრებო კარიერა

რონალდოს დებიუტი ეროვნულ გუნდში 2003 წლის აგვისტოში შედგა, ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ. მან მონაწილეობა მიიღო ევრო 2004-ზე და იმავე წელს გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე, ათენში.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე კი რონალდოს თანაგუნდელ უეინ რუნისთან მოუვიდა კონფლიქტი, რასაც ამ უკანასკნელის მოედნიდან გაძევება მოჰყვა. მიუხედვაად ამისა, ახალი სეზონის დასაწყისში ფეხბურთელებმა ერთმანეთში ურთიერთობა მოაგვარეს და განაცხადეს, რომ ყოველგვარი კონფლიქტი ამოწურულია.

2008 წელს კი კრისტიანომ ნაკრების რიგებში ევრო 2008-ზე იასპარეზა, სადაც მისი ეროვნული გუნდი გერმანიასთან დამარცხდა, 1/4-ფინალურ სტადიაზე.

2007 წლის 6 თებერვალს რონალდომ პორტუგალიის ნაკრებს პირველად უკაპიტნა, ბრაზილის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში.

ამჟამად, მანჩესტერის ფეხბურთელი ეროვნული გუნდის კაპიტანია.
ad23ed81e417

ტიტულები

პრემიერლიგა გამარჯვებული (3): 2006-07, 2007-08, 2008-09
პრემიერლიგის მეორე ადგილი (1): 2005-06
ინგლისის ასოციაციის თასის გამარჯვებული (1): 2003-04
ინგლისის ასოციაციის თასის მეორე ადგილი (2): 2004-05, 2006-07
ინგლისის ლიგის თასის გამარჯვებული (1): 2005-06
ინგლისის სუპერთასის გამარჯვებული (1): 2007
ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული (1): 2007-08
0324f57787bc

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close