საკითხავისასარგებლოსურათები

ადგილები,რომელთა უნახავადაც არ უნდა მოკვდეთ! (ნაწილიII)


გადავწყვიტე მოგზაურობა საოცარ ადგილებში გამეგრძელებინა..ამ ფოტოების ნახვის შემდეგ თქვენ ბარგის ჩალაგება მოგინდებათ !!!

1.ბალის ულამაზესი კუნძული მდებარეობს ინდონეზიაში.მასზე პირველი მცხოვრებლები მოვიდნენ დაახლოებით ძვ.წ 2000 წელს კუნძულ ტაივანიდან.ბალის მოსახლეობას ნათესაური კავშირი აქვს ინდონეზიის არქიპელაგის ხალხთან,ფილიპინელებთან და ოკენეთის მოსახლეობასთან.ინდონეზია საოცრებების ქვეყანაა,ბალი კი მისი მარგალიტი.ბალის მოსახლეობა ინდუისტურ რელიგიას მისდევს,როცა დანარჩენი ინდონეზია ისლამს აღიარებს.

ბალი განთქმულია ულამაზესი რელიგიური ფესტივალებით და ცეკვებით.

2.Iguazu Falls -ეს ჩანჩქერი მდებარეობს არგენტინისა და ბრაზილიის საზღვარზე,მდ.იგუაზუზე.

3.Amazon rainforest(ასევე ცნობილი როგორც Amazonia ან Amazon jungle) ამაზონის ჯუნგლები ფარავს მდ.ამაზონის აუზის უდიდეს ნაწილს,ანუ 7მლნ.კვ.კმ -დან 5,5 მლნ.კვ.კმს.ეს რეგიონი გადანაწილებულია სამხ.ამერიკის ცხრა ქვეყანას შორის:უდიდესი ნაწილი ეკუთვნის ბრაზილიას,შემდეგ მოდის პერუ,კოლუმბია,ვენესუელა,ეკვატორი,ბოლივია,გაიანა,სურინამი და საფრანგეთის გვიანა.ამაზონიას უჭირავს დედამიწის გადარჩენილ ტროპიკულ ტყეთა ნახევარზე მეტი.ამ ადგილს „დედამიწის ფილტვებს“უწოდებენ.სამწუხაროდ,მომდინარეობს ამ ტყეების მასობრივი ჩეხვა.(მაგრამ ჩვენ ჩვენისთვის ვერ მიგვიხედავს :D )

4. Ngorongoro Crater ტანზანიაში.ეს არის ულამაზესი ადგილი,რომელიც მდებარეობს კრატერზე და შევიდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში 1979 წელს.თუ თქვენ გიყვართ ველური ბუნება ეს საუკეთესო ადგილია თქვენთვის.ასევე ცნობილია რომ ეს ადგილი 3 მლნ.წლის განმავლობაში ჰომინიდთა სხვადასხვა სახეობებით იყო დასახლებული.ტურისტებისთვის აქ წლის სხვადასხვა დროს იგეგმება მარშრუტები,ფასი 720§-1500§მდეა.

5. Angkor Wat-ეს არის სატაძრო კომლექსი კამბოჯის ქალაქ ანგკორში.ის აიგო მეთორმეტე საუკუნეში,მეფე სურიავარმან II-ის დროს,რომელიც აქვეა დაკრძალული.ის თავდაპირველად ეძღვნებოდა ღმერთ ვიშნუს,შემდეგ გახდა ბუდისტური ტაძარი.ეს არის მსოფლიოს უდიდესი რელიგიური შენობა და კამბოჯის სიმბოლო.იგი გამოსახულია ამ ქვეყნის დროშაზე.ეს სატაძრო კომპლექსი სრულიად უცნობი იყო 1861 წლამდე,სანამ ის არ აღმოაჩინა ფრანგმა ნატურალისტმა ანრი მუომ.აქ არაერთი ბრწყინვალე ქანდაკება ინახება.

6.Victoria Falls – მდებარეობს მდ.ზამბეზზე ზიმბამბვესა და ზამბიას შორის.ის 128 მეტრი სიმაღლიდან ეშვება და შხეფების ულამაზეს ფარდას ქმნის.ადგილობრივები მას მოსე-ლატუნიას ანუ გრუხუნა ნისლს უწოდებენ.ეს სახელი მას დევიდ ლინგვისტონმა უწოდა ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას საპატივცემულოდ.ის შედის მსოფლიოს 7 ბუნებრივ საოცრებათა შორის.

7.Bagan temples მდებარეობს ბირმაში ქ.ბაგანში .ის იყო ბირმის უძველესი დედაქალაქი.ეს ულამაზესი ტაძრები იუნესკომ არ გამოაცხადა მსოფლიო მემკვიდრეობად ,რადგან ის თანამედროვე ეპოქაში აღადგინეს დარღვევებით და ძველთან სრული შეუსაბამობით.ის აიგო 11-13 საუკუნეებში.

8.Karnak Temple -ეგვიპტეში ეს არის ტაძრების და სხვადასხვა ნაგებობების კრებული,რომელიც აიგო ფარაონ რამზეს II-ს(ძვ.წ 1391-1351) დროს.ის არის მონუმენტური ქალაქის თებეს-ეგვიპტის ანტიკური დედაქალაქის ნაწილი.

9. Banaue Rice Terraces მდებარეობს ფილიპინებში.ფილიპინებსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ქვეყანაში ბრინჯის კულტურა ფართოდაა გავრცელებული.ფილიპინების კუნძულ ლუსონზე,იფუაგუს მთებში ბრინჯი ჯერ კიდევ 2000 წლის წინ მოჰყავდათ.

10.Bora Bora-კუნძული წყნარ ოკეანეში.ის ეკუთვნის საფრანგეთს და შედის საფრანგეთის პოლინეზიის კუნძულების ჯგუფში.ბორა ბორა მას ჰქვია ტაჰიტურ ენაზე,ინგლისურად “First Born” ანუ პირველად დაბადებული.

11.აკროპოლისი ათენში-ძველ საბერძნეთში ქალაქის გამაგრებულ ნაწილს აკროპოლისი ეწოდებოდა.ათენის აკროპოლისი მდებარეობს 156 მეტრის სიმაღლის ბორცვზე,ქალაქის ცენტრში და საბერძნეთის მთავარ ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.აქ გვხვდება ძველი ბერძნული კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლები.მათ შორის:პანთეონი,ათენას ტაძარი-პართენონი,რომელიც ფიდიასმა ააგო,ნიკეს ტაძარი და ა.შ.

12. Potala palace ჩინეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტიბეტის ტერიიტორიაზე,ის იყო დალაი ლამას ოფიციალური რეზიდენცია მე-14 საუკუნმედე,სანამ ის შემოსევის შედეგად არ განადგურდა.ის აღადგინეს მე-19 საუკუნეში და დღეს ის მუზეუმია.ის არის 400 მ სიგანეში და 350მ სიმაღლეში.

13.Terracotta warriors აღმოაჩინეს მუშებმა მიწის თხრის დროს 1974 წელს.ეს მეომრები ჩინეთის პირველ იმპერატორს ცინ ში ჰუანდის(ძვ.წ 259-210) საფლავს იცავდნენ.ადამიანის ზომის ტერკაკოტის მეომრების რაოდენობა პირველ ორმოში 6000ია,მაგრამ მთლიანობაში ისინი გაცილებით მეტია.ჯერჯერობით იმპერატორის საფლავი არ აღმოუჩენიათ.

14.Serengeti Migration(Serengeti ეკოსისტემა არის გეოგრაფიული რეგიონი ტანზანიაში,რომელიც მასპინძლობს მსოფლიოში უდიდეს მიგრაციას,რომელიც შედის მსოფლიოს 10 ბუნებრივ სამოგზაურო საოცრებებში)

15.მსოფლიოში უგრძესი მდინარე ნილოსი-ძველი ეგვიპტის ცივილიზაციის აკვანი.მასზე კრუიზი -ეს ხომ ძალიან დიდი სიამოვნებაა.

16.აღდგომის კუნძული მდებარეობს წყნარ ოკეანეში,ეკუთვნის ჩილეს,დასახლებულია პოლინეზიელებით.ეს თავები ამ კუნძულზე დაახლ.1000 წლის წინ დაიდგა.მოსახლეობას სწამს რომ ეს ქანდაკებები იდუმალ ძალას ატარებენ.

17.კაბადოკია ეს არის ულამაზესი რეგიონი ცენტრალურ თურქეთში.მისი ისტორია ანტიკური ხანიდან იწყება.ის იყო სამშობლო ხეთების ძლევამოსილი იმპერიისა.

18.გალაპაგოსის კუნძულები არის ვულკანური,მდებარეობს წყნარ ოკეანეში ეკუთვნის ეკვატორს .ის ცნობილია,მისი ველური ბუნებით და ენდემური სახეობებით,რომლებსაც შეისწავლიდა ჩარლზ დარვინი.

19. Fjords of norway– ნორვეგიის ფიორდები ანუ გრძელი,წვრილი ყურე ციცაბო კლდეებით გარშემორტყმული.

20.წმინდა პეტრეს ბაზილიკა ვატიკანში ითვლება კათოლიციზმის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილად.ეს არის გვიანი რენესანსის ტაძარი,რომლის მშენებლობა დასრულდა 1626 წელს.ის ითვლება ქრისტიანულ ტაძრად,რომელიც ყველაზე მეტ ხალხს იტევს(60 000 ადამიანი)

21.ეგვიპტის მუზეუმი(The Museum of Egyptian Antiquities) მდებარეობს კაიროში.აქ ინახება ანტიკური ეგვიპტიური ცივილიზაციის უმნიშვნელოვანესი ძეგლები.აქ „გამოფენილია“ ცხრა მუმია,მათ შორის ფარაონ ტუტანხამონისა და დედოფალ ჰატშეფსუტის.

22. Borobudur მეცხრე საუკუნის ბუდისტური მონუმენტი ინდონეზიაში

23.Hong Kong Harbour ანუ ჰონგ კონგის ნავსადგური.ჰონგ კონგი ჩინეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონია(მეორეა მაკაო)ჰონგ კონგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი.ის შევიდა ბრიტანეთის იმპერიის შემადგენლობაში პირველი ოპიუმის ომის შემდეგ(1839-42წ)შემდეგ შედიოდა იაპონიის შემადგენლობაში,საბოლოოდ 1997 წლამდე მას ბრიტანეთი მართავდა,სანამ ჩინეთმა არ დაიბრუნა იგი.მისი ულამაზესი ნავსადგური მთელს მსოფლიოშია ცნობილი,რომელიც მდებარეობს სამხრეთ ჩინეთის სანაპიროზე,შემორტყმულია მარგალიტის მდინარით და გადის სამხრეთ ჩინეთის ზღვაზე.

24.სიქსტეს კაპელა არის ცნობილი სამლოცველო Appostolic Palaceში ,რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში.ის განთქმული თავისი უნიკალური არქიტექტურით,დიზაინით და მხატვრობით.ის შეიქმნა რენესანსის ეპოქაში და მასზე მუშაობდნენ ისეთი ცნობილი მხატვრები როგორებიცაა:მიქელანჯელო,რაფაელი,ბერნინი და ბოტიჩელი.

25. Alhambra ქ.გრანადა,ანდალუზია ესპანეთი.სამხრეთ ესპანეთის ამ მხარეს(და არა მხოლოდ) შუა საუკუნეებში ჩრდ.აფრიკიდან მოსული მაჰმადიანი მავრები მართავდნენ.ეს სასახლე სწორედ მათი აგებულია.მისი მშენებლობა მე-13 საუკუნეში დაიწყო.სასახლის ცენტრში მდებარეობს 23 კოშკიანი ციხესიმაგრე,მაგრამ ეს ნაწილია კომპლექსიასა,რომელშიც შედის ბრწყინვალე სასახლე ეზოებით ,ბაღებით და შადრევნებით.

26.კოლხეთის ეროვნული პარკი საქართველოში.

27.უშგული – ულამაზესი სოფელი სვანეთში.

სამწუხაროდ,საქართველოზე ფოტოები და ინფორმაცია ძალიან მწირადაა ინტერნეტში.

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Back to top button
Close
Close