საკითხავიუცნაური

სატანიზმი

ded82523c340
ამ პოსტში მინდა მოგაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით….
ძალიან ბევრი სტატია, წიგნი თუ კვლევა არსებობს ამ საკითხზე თუმცა ძნელია რომელიმე მათგანს ბოლომდე ენდო რადგან მათი დიდი ნაწილი მიკერძოებული და არაობიექტურია. კვლევებისა თუ სტატიების ნაწილი დაწერილია მორწმუნე, რელიგიური ადამიანების მიერ, მათი შეხედულება სატანიზმზე ძალიან ერთმნიშვნელოვანია. არსებობს მეორე უკიდურესობა როცა ამ საკითხზე მსჯელობენ ის ადამიანები რომლებიც თავის თავს სატანისტებად მიიჩნევენ და შესაბამისად მათი ნააზრევიც მეტწილად მიკერძოებული და ხშირად ალოგიკურია, იმდენად რომ ძნელია ასეთი “ნაშრომებიდან” რაიმე ლოგიკური აზრი გამოიტანო.

ამ სტატიაში შევეცდები მხოლოდ ფაქტებით ვისაუბრო და ჩემს შეხედულებებზე ამ საკითხის მიმართ არ ვისაუბრო კატეგორიული ტონით, შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ დამეთანხმოთ ან არ დამეთანხმოთ.

ძალიან ძნელია ერთმნიშვნელოვნად ისაუბრო სატანიზმზე, ეს არ არის მხოლოდ რელიგია და ეს არ არის მხოლოდ ფილოსოფია. უფრო სწორი იქნება თუ სატანიზმს ორ მიმდინარეობად დავყოფთ, სატანიზმი როგორც ანტი რელიგია და სატანიზმი როგორც რელიგია. თუმცა ფაქტი ერთია რომ სატანიზმი ერთ–ერთ ყველაზე საშიშ კულტად მიიჩნევა თანამედროვე მსოფლიოში.

სატანიზმი როგორც ანტირელიგია

სატანიზმის ამ ფორმაში არ არსებობს სატანა, ანუ შეიძლება ითქვას რომ ამ მიმდინარეობის ადამიანები არიან რადიკალ ანტიქრისტიანები, ანტიმუსულმანები ან ზოგადად ანტირელიგიური მსოფმხედველობის მქონე ადამიანები, რომელთაც რელიგიასთან ბრძოლისთვის ყველაზე რადიკალური პოზიციები დაიკავეს.

მათთვის სატანიზმი არ არის რელიგია, მათ არც ღმერთის და არც სატანის არ სწამთ.

რეალურად თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ სატანიზმის ეს განხრა ნაწილობრივ კომერციული მიზნებისთვის არის შექმნილი, იგივე ანტონ შანდორ ლავეი რომელმაც დაარსა სატანის ეკლესია გასული საუკუნის შუა ნახევარში, ეს ყველაფერი კომერციული მიზნებით გააკეთა, მის მიერ დაწერილი “სატანისტური ბიბლია” კომიკური და არასერიოზულია. უბრალოდ მან კარგად შეფუთა ეს ყველაფერი სტანდარტული ამერიკელისთვის გასაგები და ადვილად აღსაქმელი გახადა, დაუმატა მისტიციზმი და გაუგებარი რიტუალები და ეს სრულიად საკმარისი გამოდგა რომ ათასობით ადამიანი მისი თაყვანისმცემელი გამხდარიყო.

არაკომერციული, ანუ იდეოლოგიური სატანიზმი რომელიც რელიგიას ძალადობრივი სისტემის ნაწილად აღიქვამს და მასთან ბრძოლას მიიჩნევს მის ძირითად ფუნქციად ძალიან გავრცელებულია მსოფლიოში, არსებობს უამრავი დაჯგუფება რომელიც ებრძვის რელიგიურ დოგმებსა თუ კანონებს, მათი ძირითადი მიზანია ადამიანის განთავსუფლება სახელმწიფო და რელიგიური მარწუხებისგან და მათი ინდივიდუალიზმის წარმოჩენა. ძნელია იმაზე საუბარი თუ რატომ უწოდებენ ეს ადამიანები საკუთარ თავს სატანისტებს, მათი არგუმენტი ასეთია : “ჩვენ ვართ ანტიქრისტიანები შესაბამისად ქრისტიანებისთვის ვართ სატანისტები, ეს მხოლოდ ტერმინია, ჩვენ არ გვაშინებს ის რადგან არ გვჯერა სატანის არსებობის.”

ანუ თვით ამ მიმდინარეობაშიც კი ორი ქვე მიმდინარეობა არსებობს, პირველი რომელიც მისტიციზმის ელემენტებს შეიცავს და ნაწილობრივ კომერციული დატვირთვა აქვს და მეორე აბსოლუტურად იდეოლოგიზირებული დაჯგუფებები რომლებსაც კონკრეტული მიზანია ამოძრავებთ და რადიკალური ხერხებით ებრძვიან რელიგიას და ზოგადად სისტემას. ბრძოლის მეთოდები სხვადასხვა ტერორისტული აქტებით დაწყებული მკვლელობებითა და ვანდალიზმით დამთავრებული. მაგალითად ასეთი ტიპის დაჯგუფებების მიერ სკანდინავიაში განხორციელდა არაერთი ეკლესიის დარბევა თუ განადგურება, ზოგადად ეს ორგანიზაციები კრიმინალური ტიპის ნახევრად ანარქისტულ ორგანიზაციებად შეიძლება მივიჩნიოთ, ასევე ასეთი ორგანიზაციების დიდი ნაწილი მემარცხენე რადიკალურ ფრთას წარმოადგენს.

სატანიზმი როგორც რელიგია

ძალიან ძნელია ამ თემაზე საუბარი, ვინც დაინტერესებულია ზოგადად რელიგიური თემებით დამეთანხმება რომ ეს მიმართულება ერთ–ერთი ყველაზე იდუმალი და ჯერ კიდევ შეუსწავლელი თემაა.

სატანა როგორც ნათელის საწინააღმდეგო ძალა ყველა რელიგიაში არსებობს, ქრისტიანობაში მას რამდენიმე სახელით მოიხსენიებენ: სატანა, ლუციფერი, სამაელი, აზაზელი, მეფისტოფელი. ისლამში მას ძირითადად შაიტანს ეძახიან.

მაგალითად კაბალიზმში სატანა მიიჩნევა ღმერთის მიერ გამოგზავნილ ძალად რომელმაც ადამიანი უნდა აიძულოს შეიცნოს საკუთარი თავი და გამოსწორდეს, თან კაბალიზმი ერთ–ერთი მრავალრიცხოვანი და ფინანსურად ძალიან ძლიერი სექტაა, რომელსაც ზურგს უმაგრებს საკმაოდ ძლიერი საზოგადოებრივ პოლიტიკური ორგანიზაციები.

სატანიზმი როგორც რელიგია უხსოვარი დროიდან არის ცნობილი, უამრავი სატანისტური კულტი ახსოვს ისტორიას, ძირითადად ეს დასავლური ცივილიზაციისთვის არის დამახასიათებელი, ყოველ შემთხვევაში ისტორიული ჩანაწერების დიდი უმრავლესობა სწორედ დასავლურ ქვეყნებში კეთდებოდა, ძალიან ძნელია ენდო შუა საუკუნეებში აღწერილ ფაქტებს, არადა სატანისტური კულტების შესახებ კონკრეტული ცნობები სწორედ ამ პერიოდში იწერებოდა, ყოველ შემთხვევაში მათი დიდი ნაწილი, იქ აღწერილი ისტორიები იმდენად საზარელია რომ ძნელია მათი წარმოდგენა და ზოგჯერ დაჯერებაც კი.

საუკუნეების განმავლობაში ახალი დესტრუქციული კულტის შექმნა ერთი და იგივე სქემით მიმდინარეობდა, აი მაგალითად გამოჩნდებოდა ვინმე რომელიც იტყოდარომ ის ახალი მესიაა და მან უნდა იხსნას კაცობრიობა, საინტერესო ის არის რომ ძალიან ხშირად ასეთ ადამიანებს ათასობით მიმდევარი გამოუჩნდებოდა, მაგალითად ბოლო 25 წლის განმავლობაში ასამდე ასეთი “მესია” მოევლინა ქვეყანას, ასეთი იყო ფრანგი ჟორჟ რუ, რომელმაც განაცხადა რომ ის ქრისტეა და ახალი წესრიგი უნდა დაამყაროს ქვეყნად, დაახლოებით 5 ათასი ადამიანი მისი მიმდევარი და უსიტყვო მონა გახდა, 1950 წელს მათ შეიძინეს მიწის ნაკვეთი ამერიკის ერთ–ერთ ქალაქში და ააშენეს ციხესიმაგრე, მიუხედავად პოლიციის მცდელობისა სექტის ლიდერებმა დახოცეს იქ მყოფი ყველა ადამიანი, არ დაინდეს პატარა ბავშვებიც კი.

სატანისტებს სჯერათ რომ არსებობს ღმერთი და არსებობს სატანა, მათ სჯერათ რომ დადგება დრო როცა ბნელი ძალა განთავისუფლდება, მოევლინება კაცობრიობას და ისინი მის სამსახურში ჩადგებიან, ანუ მათი შეხედულება მეორედ მოსვლაზე თითქმის იდენტურია ქრისტიანულ შეხედულებებთან თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ორივესთვის სხვადასხვაა.

ეს ხალხი შეგნებულად ემსახურება ბნელს, თუმცა ისინი მას ბოროტად სულაც არ მიიჩნევენ, ანუ მათთვის სატანა განმათავისუფლებელია რომელიც დაამარცხებს ღმერთს და დაამყარებს განსხვავებულ წესრიგს დედამიწაზე. განსხვავებული წესრიგი კი გულისხმობს ადამიანის ხორციელი მისწრაფებების სრულ დაკმაყოფილებას ყველანაირი შეზღუდვების გარეშე, ანუ სრული ქაოსი, ამორალური სამყარო, როცა ადამიანს შეუძლია გააკეთოს ის რაც სურს, სინდისის ქეჯნის გარეშე. თუმცა მეეჭვება რომ მათ კარგად ჰქონდეთ წარმოდგენილი ასეთი გარემო, ყველაზე თავქარიან ანარქისტებსაც კი ასეთი რამ აზრადაც არ მოუვიდოდათ.

სატანისტურ სექტებში ხშირია მსხვერპლთშეწირვები, ეს შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური აქტი ასევე სულიერი ან სიბოლური.

მაგალითად ყოველწლიურად ავროპასა და ამერიკაში ასობით რიტუალური მკვლელობა ფიქსირდება, მსხვერპლი ძირითადად უსახლკარო და უპატრონო ადამიანია, ძალიან ძნელია ასეთი მკვლელობების დროული გახსნა და დამნაშავის დაკავება. ყველაზე გავრცელებული მაინც ცხოველების წამება და მკვლელობაა, მაგალითად ფრინველების რიტუალური
მკვლელობა, კატების ხელით მოგუდვა და სხვა.
სატანისტური სიმბოლოები:
8cf6fe544d42
რეალურად გადმოტრიალებული ჯვარი არანაირ სიმბოლურ დატვირთვას არ ატარებს, ეს უფრო ქრისტიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატულებაა ვიდრე რამე ღრმა სიმბოლური დატვირთვის მატარებელი.

სატანის ეკლესიის სიმბოლოდ მიიჩნევა პენტოგრამა ბეფომატის გამოსახულებით, ეს სიმბოლო XIX საუკუნეში ფრანგმა მაგმა ელიფას ლევიმ შექმნა.

ბეფომატი არის მისტიკური არსება რომელიც გვხვდება იმ პერიოდში როცა მიდიოდა ბრძოლა ეკლესიასა და ტამპლიერებს შორის. ეკლესია ტამპლიერებს კერპთთაყვანისმცემლობაში ადანაშაულებდა, ეს კერპი კი სწორედ ბეფომატი იყო. თუმცა ეს ფაქტი ძალიან საეჭვოა და მკვლევარების დიდი ნაწილის აზრით არანაირ კერპებს ტამპლიერები თაყვანს არ სცემდნენ და უბრალოდ ეს თემა კარგად გამოიყენა კათოლიკურმა ინკვიზიციამ ამ ორდენის გასანადგურებლად.
9ce1b4b23fac
სიტყვა ბეფომატი ყველაზე გავრცელებული აზრით “ბრძენს” ნიშნავს.

სატანისტური კულტები
ასეთი ძალიან ბევრია და მხოლოდ რამდენიმეს ავღნიშნავ:

სატანის ეკლესია

დაარსდა 1964 წელს. დამაარსებელი და იდეოლოგი ანტონ ლავეი.

ლუციფერის მეგობრების ორდენი

მიზანია ლუციფერის რეაბილიტაცია და მისი უარყოფითი იმიჯის შეცვლა.

ლუციფერიანის საერთაშორისო ორგანიზაცია “კელტურ–აღმოსავლური ორდენი”

სხვებისგან განსხვავდებიან იმით რომ იყენებენ კაბალას უხილავ ძალებთან ურთიერთობისას.

შავი ანგელოზი

რუსეთის ყველაზე მძლავრი სატანისტური სექტა, დაარსდა 1974 წელს. სექტის წევრები იყოფიან ორ კატეგორიად “მოწაფეები” და “მსახურები” ანუ იგივე ქურუმები.

არის ლუციფერიანების საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი. შავი მესის დროს კითხულობენ როგორც ლავეის ბიბლიას ასევე ქრისტიანულ წმინდა წერილს უკუღმა.
იმედია შევძელი ამ პოსტით თქვენი ინტერესის დაკმაყოფილება……
წყარო

მსგავსი ამბები

Back to top button