ყველაფრის გვირგვინი დედამიწაზე და მარადისობაში
სიყვარულია – როცა არც დასაწყისია და არც დასასრული…
სიყვარული – წყაროა: ფსკერს თვალს ვერასდროს მიაწვდენ, რადგან გამუდმებით ივსება.
სიყვარული – დაუსაბამო ნათელივითაა.
სიყვარულია – როცა შეუძლებელია იმის თქმა, მეტად გიყვარს თუ ნაკლებად.
სიყვარულია – როცა შეუძლებელია გათვალო, პირველია ის, მეორე, მესამე, თუ – უკანასკნელი.
სიყვარული – გალიაში არც ცოცხლობს და არც მრავლდება,
სიყვარული – პრივატიზების მცდელობებისთვის ხელშეუხებელია.
სიყვარული – ყველასია, მაგრამ არავის ეკუთვნის.
სიყვარულს – ვერც გააკეთებ და ვერც შექმნი, მაგრამ ყველამ ვიცით.
სიყვარული – ისაა, რას საკუთარ თავში უნდა ეძებო და არა გარესამყაროში.
სიყვარული – არ ემატება ჩვენს ბუნებას, რადგან ის ჩვენს ბუნებაშიa იმთავითვე!
სიყვარული – დაუმსახურებლად მიღებული ჯილდოა!..
გიყვარდეს – ე. ი. სხვებისთვის უხილავ სასწაულს ხედავდე.
სიყვარული – ორის მარტოობაა უკიდეგანო სამყაროში.
“სიყვარული – მზის ბრწყინვალებაა, წვიმას კვალში რომ მიუყვება…
სიყვარული ყოველთვის ახალია, როგორც კაშკაშა მარადიული ნათელი…”
ერთი სუნთქვაა ორისთვის,
მდუმარებაა, შეხებაა, დაპირებაა.
ორის საიდუმლოა,
და თან – საიდუმლოების არარსებობა.
სიყვარული – მიტევების ხელოვნებაა.
პირველი გრძნობა, რომელიც ადამიანთან მოდის – დედის სიყვარულია, უკანაკსკნელი კი – რომელიც თან მიაქვს – ამქვეყნიური სამყაროს სიყვარული.
სიყვარული თან გდევს მთელი ცხოვრება: პირველი კოცნით,
პირველი სიხარულით,
პირველი განშორებითა და მწუხარებით დაწყებული,
ღრმა სიბერემდე .
“მე შენ მიყვარხარ” – წამები სჭირდება ამ სიტყვების წარმოთქმას, იმის ჩვენებას კი, როგორ გიყვარს – მთელი ცხოვრება.
“იყვირებ და ყველა გაიგონებს, იჩურჩულებ და უახლოესი გაიგებს, მაგრამ მხოლოდ მე შევძლებ იმის გაგებას, რაზე დუმხარო” – ესეც სიყვარულია.
“თუ ის – პირველია, რაზეც ფიქრობ გაღვიძებისას; ერთადერთი ფიქრია – მღვიძარებისას, და უკანასკნელია, რასაც აზრი ჩაძინებმადე უტრიალებს – სიყვარულია”.
“გიყვარდეს – ე. ი. სხვის ბედნიერებაში საკუთარ ბედნიერებას პოულობდე”.
სიყვარული – ხელს ჩაგკიდებს და შენს გულს იგრძნობს.
სიყვარული საკუთარ ენაზე მეტყველებს – მზერის ენით,
ჟესტის ენით,
მდუმარე აღიარებით.
სიყვარული ყველასა და ყველაფერში მჟღავნდება.
არაფრისგან იბადება, მაგრამ ძალადობით, სიყალბითა და სიცრუით კვდება.
სიყვარული – თავისუფლებაა. თავისუფლება იყო ის, რაც ხარ, იმ ადამიანთან, რომელმაც ისეთი მიგიღო, როგორიც ხარ..
სიყვარული – ყველა დასაწყისის დასაწყისია,
ყველაფრის მშობელია სამყაროში,
ყველაფრის დამცველია,
ყველაფრის შემქმნელია,
ყველაფრის გვირგვინია დედამიწაზე და მარადისობაში!..