არქივი

დღის მოსაზრება

3c317bb5db77
ერთ-ერთ საიტზე წავაწყდი მოსაზრებების სიას, სათაურით ადამიანები, რომლებიც მოკვლის ღირსნი არიან

1. ყველა რელიგიური ფანატიკოსი.

2. ყველა ადამიანი, ვინც ამბობს რომ ფეხბურთი მოსაწყენი სპორტია, რადგან ხანდახან გოლიც კი არ გადის.

3. ყველა ადამიანი, ვისაც ბეისბოლი საუკეთესო სპორტი ჰგონია.

4. ყველა პოპ–მომღერალი.

5. ყველა პოპის მსმენელი.

6. ყველა, ვინც ერთხელ მაინც არის ბრიტნი სპირსის კონცერტზე ნამყოფი.

7. ყველა, ვისაც თავი განსაკუთრებული ჰგონია, თავისი ეროვნების გამო.

8. ყველა ადამიანი, ვისაც ჰგონია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს.

9. ყველა, ვისაც მიქელანჯელო და ლეონარდო კუ–ნინძები ჰგონია

10. ყველა, ვინც ქუჩაზე უადგილო ადგილას გადასვლისას ილანძღება, თუ მანქანამ არ დაუთმო

11. ყველა დედა, ვისაც ბავშვი, საბავშვო ეტლით, კოსტავაზე, ზოოპარკის წინ გადაჰყავს (ჩემი თვალით მაქვს ნანახი).

12. ყველა, ვინც ზემოდან გადადის ქუჩაზე, როცა 5 მეტრში ან შუქნიშანია ან მიწისქვეშა გადასასვლელი.

13. ყველა ადამიანი, ვისაც მართლმადიდებლობა მართმადიდებლობა ჰგონია.

14. ყველა პიროვნება, ვისაც ქრისტიანობა მხოლოდ მართლმადიდებლობა ჰგონია, ხოლო კათოლიციზმი და პროტესტანტიზმი არა.

15. ყველა პოეტი, რომლის კუმირიც კოტე ყუბანეიშვილია.

16. ყველა ქართველი ფეხბურთელი, რომელიც უცხოურ გუნდში გასინჯვის და დაწუნების შემდეგ ამბობს, რომ ყველაზე მაგარი იყო, ყველას მოეწონა, გააფრინეს და გაგიჟდნენ მასზე, მაგრამ პირობებზე ვერ მოილაპარაკეს. (90 პროცენტი გამოვა, თუ მეტი არა).

17. ყველა ასაკოვანი ადამიანი, ვინც ქუჩაში გოგოს თვალს გააყოლებს და მერე იტყვის: “რა აცვია, ფუ მაგის…” (გრცხვენოდეს ბაბუ/ბებო, შენი შვილიშვილის ტოლია).

18. ყველა ბიჭი, რომელიც ეკლესიაში იმისთვის მიდის, რადგან იქ მაგარი ნაშები დადიან (პირადად გამიგია მსგავსი ფრაზა) და თავს მორწმუნე ქრისტიანად თვლის.

19. ყველა 20 წლის და მეტის ადამიანი, ვისაც სჯერა რომ ღმერთი წვერებიან კაცია.

20. ყველა ფაშისტი.

21. ყველა რასისტი.

22. ყველა რეპერი.

23. ყველა ვინც ჯაზს უსმენს და არ აღიარებს სხვას არაფერს ჯაზის გარდა, რადგან ის ჯჯჯჯჯჯაზზზზზზზზზსსსს უსმენს და ზოგადად მაგარი ტიპია, იმიტომ რომ ჯაზს უსმენს.

24. ყველა ადამიანი, ვინც სერიალის ან კინოს გმირებს ბაძავს.

25. ყველა მორწმუნე, ვისაც ჰგონია, რომ 10 მცნება ქრისტემ დაწერა (ისევ და ისევ პირადად მომისმენია).

26. ყველა ადამიანი, ვისაც ეშმაკის არსებობის სჯერა.

27. ყველა ქართველი, რომლის საყვარელი პოეტიც გალაკტიონია, მაგრამ სულ 5 ლექსი თუ აქვთ წაკითხული.

28. საერთოდ ყველა ადამიანი, ვინც უმეტესობის აზრს ემხრობა, რადგან ეს უმეტესობის აზრია.

29. ყველა პირი, რომელიც ფიქრობს ან ამბობს, რომ “ლედ ზეპელინი”–ს წევრები სატანისტები იყვნენ.

30. ყველა, ვისაც სახლში “Franz Ferdinand”-ის პოსტერი აქვს, ან მაისური და არ მოუსმენია არც ერთი სიმღერა.

31. ყველა, ვისაც უყვარს ჯგუფი “ფრანც ფერდინანდი” და არ იცის ვინ იყო ფრანც ფერდინანდი.

32. ყველა, ვისაც ჰგონია რომ პირველი ადამიანი ადამი იყო, ხოლო ევა მისი ნეკნისგან გამოძერწა ღმერთმა.

33. ყველა ადამიანი, რომელიც გულზე ხელს ირტყამს და ცრემლებს ღვრის საქართველოს სიყვარულის გამო, მაგრამ ომის დროს პირველი გარბის დასამალად.

34. ყველა ადამიანი, ვინც მიდის ცაგარელთან, რათა რჩევა ან თავისი მომავლის შესახებ ჰკითხოს.

35. ყველა გოგო, რომლის ერთადერთი მიზანი და სურვილიც ცხოვრებაში არის გათხოვება (დავრჩით ქართველები სუსტი სქესის გარეშე).

36. ყველა ბიჭი, რომელიც ქუჩაში მოდის, ცალი ხელი გოგოზე აქვს გადახვეული, ხოლო მეორეში ლუდის ბოთლი უჭირავს.

37. ყველა გოგო, ვიზეც ასეთ ბიჭებს ხელი აქვთ გადახვეული.

38. ყველა, ვინც ქუჩაში სიგარეტს გთხოვს.

39. ყველა ქალი მძღოლი, რომელიც სარკეში მარტო მაშინ იყურება, როცა უნდა გაიგოს თმა ხომ არ აეჩეჩა.

40. ყველა აფთიაქის გამყიდველი, რომელსაც ეცინება ან ეღიმენა, როცა პრეზერვატივის ყიდვა გინდა.

to be continued…

41. ყველა ქართველი, რომელიც ლაპარაკის დროს ინგლისურ სიტყვებს ხმარობს, არადა მისი ქართული სინონიმი იცის.
(იმედია სიკდილი გადატანითი მნიშვნელობით არის)

http://abadu.wordpress.com

მსგავსი ამბები

Back to top button