ახალი ამბებისასარგებლო

Google პირატული ინფორმაციის შემცველი საიტების დაბლოკვას იწყებს

b9effd6936d9

Google-ში გადაწყვიტეს საავტორო უფლებების დაცვას მეტი ყურადღება დაუთმონ. ასევე დიდი ყურადღება მიექცევა ძალადობისა და პორნოგრაფიის შემცველი საიტების დაბლოკვას. განაგრძეთ… ასე რომ თუ გაქვთ ვარეზ საიტი ან რაიმე ისეთი საიტი რაც შეიცავს პირატულ ინფორმაციას ნუ გაგიკვირდებათ რომ მალე ის Google-ს საძიებო სისტემიდან ამოვარდება და შავ, არალეგალურ საიტთა სიაში მოხვდება.

მაგალითად დაიბლოკება ისეთი ტერმინებით ძიება როგორიცაა “lesbian” ან “torrents”. Google-ს გენერალურმა მრჩეველმა კენტ ვოლკერმა ბლოგზე დაწერა რომ Google ახალ ქმედებებს იწყებს საავტორო უფლებების დაცვაში ოფიციალური ავტორების დასახმარებლად.

მალე როცა Google-ს საშუალებით რაიმეს მოძებნას დაიწყებთ “Sex and the City 2 torrent” ასეთი საძიებო სიტყვები აღარ გამოგადგებათ და Google ავტომატურად მიგითითებთ იმ კონტენტზე რომელიც ლეგალურია და მის შესაძენად საფასურის გადახდა მოგიწევთ.

“გასული რამოდენიმე წელი ფაქტობრივად სამოთხედ იქცა პირატული და არალეგალური საიტების მფლობელებისთვის რასაც ხელი უნდა შევუშალოთ” აცხადებენ Google-ში.

ბევრი ჩვენგანისთვის ეს შეზღუდვები ალბათ არცისე სასიამოვნო იქნება.

თქვენ რას ფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით?

წყარო: http://web.newsmacne.com/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close