გართობა

კაცების მითები ქალებზე იმსხვრევა

fd2b823637bd

რას ფიქრობენ კაცები ქალებზე და რამდენად შეესაბამება მათი აზრები სიმართლეს? გაგრძელებაშიიი…

კაცი ფიქრობს, რომ ქალებმა თავადაც არ იციან, რა უნდათ.
შეცდომაა. ქალებმა შესანიშნავად იციან რა სურთ, მათ ეს მაღაზიაში აქვთ ნანახი.

კაცი ფიქრობს, რომ ქალისთვის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ოჯახური კერაა.
შეცდომაა. ოჯახის გარეშე ქალი ბედნიერია, მაგრამ შეუძლია იცოცხლოს დიდხანს. ახალი ჩექმის გარეშე ქალი გაძლებს რამდენიმე თვეს, ჟანგბადის გარეშე კი – ვერ გაძლებს ერთ წუთზე მეტ ხანს. აქედან გამომდინარე, ქალისთვის ცხოვრებაში მთავარია – ჟანგბადი.

კაცი ფიქრობს, რომ თუ ქალი ადრე დაიწყებს მომზადებას, სახლიდან თავის დროზე მოახერხებს გასვლას.
შეცდომაა. თუ ქალი ადრე დაიწყებს მომზადებას, უბრალოდ, ეს პერიოდი გაგრძელდება უფრო დიდხანს.

კაცი ფიქრობს, რომ ქალს საჭესთან არაფერი ესაქმება.
შეცდომაა. როცა მეუღლესთან ერთად სტუმრად ხართ, ცოლი ვალდებულია სახლისკენ გზაზე მძღოლობა გაგიწიოთ.

კაცი ფიქრობს, რომ ქალს პატარა მეხსიერება აქვს.
შეცდომაა. შეუძლებელია პატარა მეხსიერების ადამიანს ახსოვდეს ქორწილის დღე; დღე, როცა ერთმანეთი გაიცანით; როცა პირველად აკოცეთ; რა საშინელება გითქვამთ დედამისისთვის ოდესმე და კიდევ მრავალი წვრილმანი.

კაცი ფიქრობს, რომ სექსის შემდეგ აუცილებელია ქალზე დაქორწინდე.
შეცდომაა. სექსის შემდეგ აუცილებლად უნდა მოწიოთ.

კაცი ფიქრობს, რომ ქალი აუცილებლად აპატიებს შეცდომას ქურქის საფასურად.
შეცდომაა. ქურქი ქალს მანამ გაახსენებს კაცის შეცდომის შესახებ, სანამ ახალს არ იყიდის.

კაცი ფიქრობს, რომ ყველა ქალი თავისებურად ლამაზია.
შეცდომაა. არსებობენ მახინჯებიც.

კაცი ფიქრობს, რომ ნებისმისერი ქალი გაატარებს მასთან ღამეს ათასკარატიანი ბრილიანტის ბეჭდის სანაცვლოდ.
შეცდომაა. ნუთუ ასეთ ბეჭედს კაცი ვინმეს მისცემს მხოლოდ ერთი ღამის გულისთვის?

კაცი ფიქრობს, რომ ქალი ფაქიზი და ნაზი ქმნილებაა.
შეცდომაა. სინგაპურში ოცდამერვე სართულიდან ქალი გადმოვარდა და სრულიად უვნებელი გადარჩა.

კაცი ფიქრობს, რომ ქალი პირველ რიგში ყურადღებას აქცევს კაცის უკანალს.
შეცდომაა. ქალების უმრავლესობა ყურადღებას აქცევს, გადაიხადა თუ არა მამაკაცმა საფასური და მხოლოდ ამის შემდეგ ინტერესდება მისი უკანალით (ეს ალბათ საზოგადოებრივ ტრანსპორტზეა საუბარი).

პ.ს. პოსტი ჩემი დაწერილი არ არის და მე ნუ მომდგებით, როგორც გჩვევითიათ ხოლმე, თუ რამე არ მოგეწონებათ.
სულ ესაა, მორჩა კინო :boli:

მსგავსი ამბები

Back to top button