არქივი

რემბრანდტი

3999c2dd920b

რემბრანდტი ჰარმენს ვან რეინ – ჰოლანდიელი ფერმწერი. დაიბადა 1606 წლის 15 ივლისს ლეიდენში, მეწისქვილის ოჯახში. 1932 წლიდან გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ამსტერდამში.

მის შემოქმედებაში განსაკუთრებული სისრულითა და სიღრმით გამომჟღავნდა ინტერესი ადამინის სულიერი სამყაროსადმი. რემბრანდტი წარმოგვიდგება როგორც რეალისტი მხატვარი, ჰუმანისტი, ღრმა ფსიქოლოგი, ფერწერისა და შუქწერის შეუდარებელი ოსტატი.

ამსტერდამში ცხოვრების პირველი 10 წელი , რემბრანდტის პირად ცხოვრებაში მატერიალური უზრუნველყოფისა და წარმატების წლები იყო. ცოლად შეირთო წარჩინებული ოჯახიდან გამოსული სასკია ვან ეილენბიურხი, დაუახლოვდა ქალაქის მმართველ წრეებს, ინტელიგენციას. იღებდა შეკვეთებს, ხატავდა პორტრეტებს, კომპოზიციების სერიებს. ჰყავდა მოწაფეები და თანაშემწეები. მისი სახელოსნო ნამდვილ მუზეუმს წარმოადგენდა.  იმ დროინდელი სურათებია “დოქტორ ტულპის ანატომიის გაკვეთილი”  (1632), ”მენონიტი ანსლო მეუღლესთან ერთად ” ( 1641), ცნობილი “ავტოპორტრეტი სასკიასთან ერთად” (1635),
fe3771acb8b8
შეკვეთით შესრულებული პორტრეტები გამოირჩევა ხასიათის, ტანსაცმლის, ნივთების ზუსტი გადმოცემით, ბეჯითი ფერწერით. ამ წლებშივე გამომჯღავნდა რემბრანდტის ინტერესი პეიზაჟისადმი.  30-იან წლებში შექმნა დიდი გრავიურები ( ” უძღები შვილის დაბრუნება” , 1636 ; ”მარიამის მიძინება” 1639 ; ”ავტოპორტრეტი ბერეტით ” 1639 ).

1630-იან 1640-იან წლების მიჯნიდან  რემბრანდტსა და ჰოლანდიელ ბურჟუასიულ საზოგადოებას შორის თავი იჩინა კონფლიქტმა. საზოგადოებას აღარ მოსწონდა რემბრანდტის უცვლელი ინტერესი და სიყვარული უბრალო ადამიანებიადმი, მისი გაბედული, თავისუფალი ფერწერა, რეალისტური ხედვა. განხეთქილება საბოლოოდ გამომჯღავნდა 1642 წელს, როდესაც დამკვეთებმა უარყვეს რემბრანდტის ტილო “ღამის მზირნი”.

რემბრანდტს დამკვეთების უდიდესი ნაწილი შემოეცალა. სასკიას გარდაცვალებამ (1642) კიდევ უფრო დააშორა რემბრრანდტი ამსტერდამის საზოგადოებას. ხანდაზმული მხატვრის ცხოვრების განუყრელ მეგობრად იქცა ჰენდრიკიე სტოფელსი , რომლის სახესაც ხშირად ვხვდებით სურათებში.

50-იანი წლებიდან რემბრანდტი გაჭირვებულად ცხოვრობდა.  1657 წელს მისი ქონება, ძვირფასი კოლექციები, საჯაროდ ვაჭრობით გაყიდეს. სიცოცხლის ბოლო წლები რემბრანდტმა მარტოობასა და სიღარიბეში გაატარა. მაგრამ უბედურებამ სულიერად ვერ გატეხა იგი, სწორედ ბოლო ათეულ წლებს მიეკუთვნება მისი შედევრები ( ” წმინდა ოჯახი” , 1645 ; “იაკობი ლოცავს იოსების შვილებს , 1656 ; “ასური, ამანი და ესთერი , 1660 ).

გარდაიცვალა ყველასგან მიტოვებული, 1669 წლის 4 ოქტომბერს, ამსტერდამში.  რემბრანდტის გარდაცვალების შემდეგ მისი შემოქმედება კარგა ხნით მიეცა დავიწყებას. მხოლოდ მე-18 საუკუნის შუა წლებიდან გაიზარდა მისდამი ინტერესი, დღეს კი რემბრანდტი აღიარებულია როგორც ერთი უდიდესი მხატვართაგანი მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში. The%20Prodigal%20Son%20in%20the%20Tavern%20%28Rembrandt%20and%20Saskia%29.%20c.%201635.%20Oil%20on%20canvas.%20Alte%20Meister%20Gallerie,%20Dresden,%20GermanyThe%20Prodigal%20Son%20in%20the%20Tavern%20%28Rembrandt%20and%20Saskia%29.%20c.%201635.%20Oil%20on%20canvas.%20Alte%20Meister%20Gallerie,%20Dresden,%20Germany

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button