არქივი

ქალაქების მიმოხილვა – პარიზი (მესამე ნაწილი)

e29ae58f7cbd
პარიზი – საფრანგეთის დედაქალაქი და ევროპის ცენტრალური მეგაპოლისი რომელშიც 2009 წლის მონაცემებით 2 240 140 კაცი ცხოვრობს.


პარიზის თავდაპირველი ლათინური სახელი იყო Lutetia (/lutetja/), ან Lutetia Parisiorum, (ფრანგ. Lutèce ([lytɛs])), რომელიც მოგვიანებით შემოკლდა მხოლოდ Paris-ით. სახელწოდება მომდინარეობს გალიური პარიზიის ტომიდან, რომლის სახელი შესაძლოა კელტურ-გალიური სიტყვა პარიოს იყოს, რაც ქვაბს ნიშნავს, თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია. პარიზი ასევე შესაძლოა წარმოებული სიტყვა იყოს კელტური ენიდან “პარიზიო”, რაც “მუშა ხალხს” ან “ხელოსნებს” ნიშნავს.

პარიზს აქვს მრავალი ზედმეტსახელი, როგორიცაა “სიყვარულის ქალაქი”, მაგრამ ყველაზე განთქმულია “La Ville-Lumière” (“სინათლის ქალაქი”). ზედმეტსახელი “სინათლე” მიიღო უფრო პირდაპირი გაგებით, როდესაც პარიზი გახდა ევროპის ერთ–ერთი პირველი ქალაქი, რომელსაც ქუჩები გაზის სანათებით ჰქონდა განათებული. 1817 წლიდან Passage des Panoramas იყო პარიზის პირველი გაზით განათებული გამზირი.

მე–19 საუკუნის შუა ხანებიდან, პარიზი ცნობილი იყო როგორც Paname ([panam]), პარიზულ სლენგში. (Ltspkr.pngMoi j’suis d’Paname,ე.ი. “მე ვარ პანამიდან”).

მცხოვრებლები ცნობილი არიან როგორც პარიზელები, ხოლო ფრანგულად Parisiens ([paʁizjɛ̃]) და Parisiennes. პარიზელებს ასევე ეძახდნენ Parigots ([paʁiɡo]) და Parigotes, ტერმინი პირველად გამოყენებული იქნა 1900 წელს, პარიზის რეგიონის გარეთ მცხოვრებთა მიერ.

a006613544ef

პარიზის ისტორია-პარიზის ტერიტორიაზე მუდმივი ცხოვრების პირველი კვალი ჩვენს ერამდე 4200 წლით თარიღდება. კელტი სენონების ტომის ქვეჯგუფი, ცნობილი მენავეები და მოვაჭრეები პარიზიები მდინარე სენის მიდამოებში ქრისტეშობამდე 250 წლით ადრე დასახლდნენ. რომის დასავლურმა კამპანიებმა პარიზის აუზი ჩვ.წთ.აღმ-დე 52 წელს დაიპყრო. რომაელთა მუდმივი ჩასახლებაც იმავე საუკუნეში იწყება, კერძოდ მარცხენა ნაპირზე, სენტ-ჟენევიევის ბორცვზე და ილ-დე-ლა-სიტეს კუნძულზე. ქალაქს იმხანად ლუტეცია (Lutetia) ერქვა, შემდგომ კი გალურის გავლენით ლუტეცი (Lutèce)დაერქვა. გალო-რომანულ ეპოქაში ქალაქი თანდათან დაწინაურებას განიცდის, ჩნდება პირველი სასახლეები, აბანოები, ფორუმი, ტაძრები, თეატრები და ამფითეატრიც კი. რომის იმპერიის დაცემამ და გერმანიკულმა შემოსევებმა პარიზი ისევ განუვითარებლობის ხანაში გადაისროლა და ერთ კუნძულზე მდებარე ბუნებრივ ციხესიმაგრეს დაამსგავსა. ლუტეციას პარიზი სწორედ რომის იმპერიის ოკუპაციის ბოლო ხანებში ეწოდა.

ჩვ.წთ. აღ-ით 500 წელს პარიზი ფრანკთა მეფის კლოვის I-ის სამეფოს დედაქალაქია. კლოვის I-მა დააარსა ქალაქში პირველი კათედრალი და სააბატო.

 

ამდროისათვის პარიზში 310 000-ზე მეტი უცხოელი ცხოვრობს, რაც ქალაქის მოსახლეობის 14,5 %-ს შეადგენს. ემიგრანტების დიდ ნაწილს პორტუგალიიდან, ალჟირიდან, მაროკოდანდა ევროპისა და აფრიკის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩასულები წარმოადგენენ.

რელიგია-მოსახლეობის 80 % ქრისტიანია, 75 % კათოლიკეა, ამათგან უმეტესობა — ლათინური ყაიდის კათოლიკეა, ზოგიერთი — სომხური და ბიზანტიური ეკლესიების მრევლია. პარიზში 94 კათოლიკური თემია, აქედან 15 მართლმადიდებლური, 21 სინაგოგა (პარიზში 220 000 იუდეველია) და 2 მეჩეთია 50 000 მუსულმანისთვის, (უმეტესობა სუნიტია).

 

პარიზი — საფრანგეთის ეკონომიკის უმნიშვნელოვანესი ცენტრია. ქვეყნის სამრეწველო საწარმოების თითქმის მეოთხედს მეტროპოლიაში საკუთარი შტაბ-ბინები აქვს გახსნილი.

სამუშაო ადგილების (85 %) მომსახურების სფეროზე მოდის. იმის მიუხედავად, რომ მრეწველობა ქალაქის საზღვრებს სულ უფრო შორდება, ასი ათასამდე სამუშაო ადგილის შექმნა მაინც შეუძლია პარიზელთათვის. ამდენიმე სამუშაო ადგილი მოდის მცირე საწარმოებზე – სერვისის სფერო (35 %), წარმოება (30 %), მშენებლობა (20 %) და კვება (15 %).

განვითარებულია ტურისტული ბიზნესიც: 2007 წელს ჩინელმა ტურისტებმა 79 მლნ ევრო დახარჯეს პარიზის უბეგრო მაღაზიებში, იაპონელებმა 87 მლნ ევრო, რუსებმა 72 მლნ ევრო, ამერიკელებმა 71 მლნ ევრო.

პარიზში ფრანგული ბანკების, სადაზღვევო კომპანიებისა და სხვადასხვა სახის საფინანსო დაწესებულებების დიდი ნაწილია განლაგებული. საფრანგეთის უმთავრესი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიც უმთავრესად პარიზშია თავმოყრილი: Vivendi Universal, Groupe Lagardère, Groupe TF1. პარიზშია ასევე უმსხვილესი ყოველდღიური გამომცემლობა “Le Figaro”, “Le Monde”, “Libération”, და კიდევ არაერთი გამოცემა.

დღეისათვის პარიზი (50-60-იან წლებში გახსნილი ბიზნეს-გარეუბან დეფანსიანად) ევროპაში ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.

ფრანგული და საერთასორისო ფირმების დიდი ნაწილის ქალაქში თავმოყრის წყალობით, პარიზი ეშპ თითქმის მესამედს უზრუნველყოფს. უმუშევრობის დონე ტოლია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის საშუალო დონისა.

 

პარიზში მრავალი მოდელის სამკერვალო სახლია ასევე ქალაქის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი და მაღალი ნაგებობაა ეიფელის კოშკი რომელიც გუსტავ ეიფელმა ააგო.
e29ae58f7cbd
5e04857caded
43a4c42fa612

 

ქალაქი მრავლადაა დატვირთული დანამედროვე ნაგებობებით.
fb32bb136208
e54a539d7145
71c36e157ffb

პარიზის საზღვრები ე.წ. პერიფერიული ბულვარით-რკალური ავტოსტრადით არის შემოფარგლული. ხანდახან პარიზის დასავლეთით მდებარე ბულონის ტყესა და აღმოსავლეთით გაშენებულ ვენსენის ტყესაც ქალაქის ტერიტორიას აკუთვნებენ. ამ ტყეპარკების ჩათვლით, ქალაქის მოედანი 105 კმ²-ს შეადგენს, მათ გარეშე კი 87 კმ² -ს. სენა პარიზს სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით ჰკვეთს, მარჯვენა, ჩრდილოეთ ნაპირზე მონ-მარტრის ბორცვები ჭარბობს. მარცხენა ნაპირის ვერტიკალად კი მონპარნასი გვევლინება. ქალაქის ცენტრში მდინარე სენა ოთხად განიტოტება და ორ კუნძულს-სიტესა და სენ-ლუის ჰქმნის. კიდევ ერთი კუნძული ლებიაჟი ბორცვების სამხრეთით მდებარეობს.

პარიზის მერია-ბერტრან დელანოე

შემდეგ სტატიაში მიმოვიხილავ აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოს ბოლო ბაქოს შემდგომ სიღნაღს.

 

წყარო : ka.wikipedia.org

მსგავსი ამბები

Back to top button