თუ ჭკუა არ გიჭრის ნუ შემოხვალ :lol2:
***
ჩემი დაბადების დღის რიცხვი გავამრავლე 12_ზე, თვის რიგითი ნომერი კი (იანვარი-1, თებერვალი-2, მარტი-3 და ა.შ.) 31-ზე, შევკრიბე ეს ორი რიცხვი და მივიღე 444, როდის მაქვს დაბადების დღე?
***
საათი სამ საათზე რეკავს სამჯერ, რასაც სჭირდება სამი წამი დრო, რამდენი წამი დასჭირდება როდესაც ის 7 საათზე 7-ჯერ დარეკავს?
***
გვაქვს 9კგ ფქვილი, სასწორი (თეფშებიანი) და გირები 200გრ და 50გრ, როგორ ავწონოთ სამი აწონვით 2კგ. ფქვილი.
***
თქვენ იმყოფებით კლდის წვერზე რომლის სიმაღლე 100 მეტრია, კლდეზე იზრდება 2 ხე, ერთი კლდის თავზე მეორე კი 50მ-ის სიმაღლეზე. თქვენ გაქვთ 75მ სიგრძის თოკი და დანა რათა საჭიროების შემთხვევაში თოკი გადაჭრათ. როგორ შეძლებთ კლდიდან დაშვებას?
***
1 იანვარს დაბადებული პიროვნების ამჟამინდელი ასაკი მისი დაბადების წლის ციფრების ჯამის ტოლია. რამდენი წლისაა პიროვნება?
პასუხებს 2 დღეში დავდებ, იმედია მოგეწონათ
წყარო: zogadiunarebi.ge