ახალი წლის ღამეს არკანზასში 1000-ზე მეტი ჩიტი ჩამოვარდა ციდან. რამდენიმე დღის შემდეგ იმ ადგილიდან 125 მილის დაშორებით 100.000 თევზი კვდება. ეს არამგონია უბრალოდ დამთხვევა იყოს
ეს მასიური ჩიტების ვარდნა მხოლოდ ერთი მილის რადიუსზე ხდებოდა.
ზოგს ჯერავს რომ ეს ყველაფერი უკავშირდება 2012 წელს რადგან ეს წელი ახლოვდება ადამიანის გონება ყველაფერს მას უკავშირებს. მე პირადად ეს ასე არ მგონია მაგრამ უბრალო დამთხვევა ნამდვილად არ არის რომ რამოდენიმე დღის ინტერვალით ესეთი მასიური უბედურება მოხდა ერთი და იგივე ადგილას.
არკანზასის მოსახლის ჩვენებიდან პატარა მონაკვეთი: სახლიდან როდესაც გავიხედე ათასობით ჩიტი ცვიოდა ციდან, ესეთი რამ არასოდეს არ მინახავს ამ ჩიტებს ყველას წითელი ლაქები ქონდათ. თავიდან ეს უბრალოდ ხუმრობა მეგონა მაგრამ შემდეგ ტელევიზორში გადაცემაში რომ აჩვენეს ნამდვილად დავიჯერე და მოსახლეობა შეშინებულია ამ ფაქტის შესახებ.
ეს კიდევ არაფერი იქნებოდა რამოდენიმე დღის შემდეგ მკვდარი თევზები რომ არ გამოერიყა ოკეანეს.
არ ვიცი ამას რა ახსნა აქვს მაგრამ ყურადღება მისაქცევი ფაქტია ნამდვილად.