გართობაკულტურა

გინესის რეკორდების წიგნი

91119c5bb216
გინესის რამოდენიმე რეკორდი სრულიადში

1951 წლის 4 მაისს კომპანია “Guinness Brewery“-ის დირექტორი, სერ ჰიუ ბივერი, სანადიროდ ვექსფორდში, ირლანდიაში გაემგზავრა. აქ იგი კამათის მონაწილე გახდა, თუ რომელი ფრინველია ყველაზე სწრაფი ევროპაში. კამათისას ბივერი მიხვდა, რომ ამის გაგება ენციკლოპედიებიდან შეუძლებელი იყო. ამიტომ გადაწყვიტა მსგავსი ენციკლოპედიის შექმნა, რომელიც ყველას დააინტერესებდა და პოპულარული გახდებოდა. ასე წარმოიშვა “გინესის რეკორდების წიგნი”.

პირველი “გინესის რეკორდების წიგნი“, რომელიც 197 გვერდისგან შედგებოდა, გამოვიდა 1955 წლის 27 აგვისტოს და საშობაოდ ეს კრებული ყველაზე პოპულარული წიგნი გახდა დიდ ბრიტანეთში. პირველი გამოცემიდან დღემდე მოყოლებული გაყიდულია 400 მილიონზე მეტი ეგზემპლიარი. დღეს-დღეობით “გინესის რეკორდების წიგნი 2011″ ბოლო გამოცემაა.

ეს რაც შეეხებოდა მცირე ისტორიას, ამ პოსტში კი იმ პიროვნებების შესახებ მოგითხრობთ, რომლებიც ამ წიგნში საპატიო ადგილს იკავებენ.

c62042ff0881
1. გარი თურნერი ბრიტანეთიდან, რომელსაც შეუძლია თავისი სხეულის კანი გაწელოს 15,8 სანტიმეტრამდე. ეს ყველაფერი კი ელერს-დანლოსის სინდრომის დამსახურებაა. იგი გინესის რეკორდების წიგნში “ადამინი-რეზინის” სახელითი არის შესული.

96b366d382fe
2. თმები ყურებიდან არაერთ ადამიანს ამოსდის, თუმცა 18 სანტიმეტრის სიგრძის მხოლოდ ინდოელ, ენტონი ვიქტორს გააჩნია.

4d430f73f438
3. კიმ გუდმანს თვალების “გადმოყრა” 11 მილიმეტრზე შეუძლია. ეს რეკორდი 1998 წელს გინესის რეკორდების ტელე-გადაცემაში დამყარდა.

ce15f9dfdbcc
4. სკოტ მერფი შეერთებული შტატებიდან, რომელმაც 30 სმ დიამეტრის მქონე ტაფა 30 წამში მოღუნა და 17 სანტიმეტრამდე დააპატარავა.

16bf40943124
5. ის ინდოეთია, ყველაზე გრძელი ნავი, რომელიც 43,7 მეტრისაა და ზედ 143 ადამიანის ადგილია, აქედან 118 მენიჩბეა, 2 მედოლე, ხოლო დანარჩენი მუსიკოსები. მისი პირველი ექსპლუატაცია 2008 წლის 1 მაის მოხდა.

c82e59802bbf
6. აარონ ქეისი, მოზარდი, რომელის სახეც მაგნიტის როლს ასრულებს. მას შეუძლია 17 კოვზის მიმაგრება.

a44a5e645895
7. ყველაზე უცნაური რეკორდი ვენგრიელმა, ჰალაპი როლანდმა დაამყარა, რომელიც ცეცხმოკიდებული ცხენმა ათრია 472 მეტრის მანძილზე.

d93cb02424c0
8. საათების ყველაზე დიდი კოლექციონერი ჯეკი შოფია ამერიკიდან. მან 2008 წლის 17 ივნისის ჩათვლით 1094 საათი მოაგროვა.

930d7b72cd56
9. მსოფლიოში ყველაზე დიდი, ჯიბის დანა 3,9 მეტრის არის და 122 კილოგრამს იწონის. თუმცა ძნელია ასეთი ზომის ნივთს, “ჯიბის დანა” იგი პორტუგალიაში, 2003 წელს შექმნეს ტელმო კადავეზმა და ვირჯილიო რაულმა.

297ccd077d7d
10. თურქმა ირლეკ ილმაზმა თვალიდან ცრემლის ნაცვლად რძე 280 სმ-ს მანძილძე გადაასხა.

735cedb7f0c3
11. ყველაზე სწრაფი მორბენალი ლასტებით.გერმანელი მარენ ცოკნერია, მან 100 მეტრიანი დისტანცია 22,35 წამში დაფარა.

da9dacad03ba
12. ყველაზე გრძელი/დიდი ცხვირი მსოფლიოში ეკუთვნის თურქ, მეჰმედ უზურეკს. მისი სიგრძე 8,8 სმ-ია შუბლიდან ნესტოებამდე.

9eee0b4e0508
13. სარვან სინგის წვერის სიგრძე 2 მეტრსა და 33 სმ-ს აღწევს.

82b427e2b503
14. იზაბელ ვარლის სხეულის 93% ტატუირებით არის დაფარული. ძალიან მაინტერესებს დანარჩენი 7% რა ნაწილია.

deb32ce01bb6
15. თურქი სულთან კოსენი ყველაზე მაღალი ადამიანია მსოლფიოში. მისი სიმღალე 2 მეტრი და 46 სმ-ია. იგი ძალიან ამაყობს, რომ ყველაზე მაღალი ადამიანის სტატუსით სარგებლობს.

336978db10f1
16. ჩინელ სი ციპინგს მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმები აქვს. მათი სიგრძე 5627 მილიმეტრია. იგი თმას 1973 წლიდან იზრდის.

60da697a964c
17. მელვინ ბუტი მიჩიგანიდან (მარჯვნივ), მისი ფრჩხილების საერთო სიგრძე 9 მეტრი და 5 სმ-ია. ლი რედმონდს (მარჯვნივ) კი ფრჩხილები 1979 წლიდან არ დაუჭრია. მისი სიგრძე 8 მეტრი და 65 სმ-ი იყო მანამ, სანამ ავტოავარიაში არ დაკარგა თავისი “სიამაყე”. მისი თქმით ასე ცხოვრება ბევრად ადვილია, თუმცა ეს ყველაზე დეპრესიული პერიოდი იყო მის ცხოვრებაში.

წყარო: landish.ge

მსგავსი ამბები

Back to top button