არქივი

გამოკითხვა: ქალები მეტს ფიქრობენ კვებაზე და ნაკლებს სექსზე

dwra9
ახალი გამოკითხვის მიხედვით ქალების 25% ფიქრობს საჭმელზე ყოველ ნახევარ საათში, იუწყება Time.com. ამავე გამოკითხვით ქალების 10% ფიქრობს სექსზე დროის იმავე ინტერვალში. განაგრძეთ…

ეს სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა სოციოლოგიურმა ჯგუფმა  Shape Smart რომელიც იკვლევს დიეტების სტატისტიკას. სულ გამოკითხეს 5000 მამაკაცი და ქალი. ამ გამოკითხვამ შედეგად  საკმაოდ განსხვავებული დამოკიდებულებები აჩვენა სექსსა და საკვებთან მიმართებაში. სამწუხაროდ აღმოჩნდა რომ ქალები უმეტესობა უბედურად გრძნობს თავს. ისინი ბევრს ფიქრობენ საკუთარ სხეულზე და არამარტო.

გადაავლეთ თვალი ამ სტატისტიკურ მონაცემებს:

  • ქალთა 60% არაკომფორტულად და მეტიც, უსოამოვნოდ მიიჩნევს თავიანთი პარტნიორის თანდასწრებით ჭამას.
  • ქალთა 50%-ს სირცხვილის გრძნობა იპყრობს თავიანთი პარტნიორის წინაშე გაშიშვლებისას.
  • ქალთა 40%-ს შეგრძნება აქვს რომ მუდამ დიეტაზე უნდა იყვნენ.
  • ქალთა 13% ირჩევს დაბალკალორიულ საკვებს იმის მაგივრად რომ მიირთვან ის რაც ძალიან უყვართ.

დიეტოლოგს და ქცევის თერაპევტს მერი სტრუგარს სჯერა რომ ამ შედეგების გამოსწორება და ქალეთა ფსიქოლოგიის სწორი მიმართულებით წარმართვა შესაძლებელია. ქალებმა უნდა ისწავლონ თავიანთი კვებითი ჩვევების კონტროლი, გადახედვა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში. ეს შესაძლებელია თავად მოახერხონ ან შეიძლება ფსიქოლოგიური და სხვა სამედიცინო დახმარება დასჭირდეთ მაგრამ მთავარი ეს არაა. მთავარია რომ გააცნობიერონ თავიანთი პრობლემა და მიხვდნენ რომ სჭირდებათ შეცვლა, სხვა მიმართულების არჩევა რათა მეტად ბედენიერად იგრძნონ თავი. მერი სტრუგარი ამბობს: „თქვენ გჭირდებათ იყოთ გაცილებით მეტად რეალისტი თქვენი პერსონალური დიეტის სისუსტის დასანახად“

სამწუხაროდ ქალების უმრავლესობისთვის კვებისა და სექსის თემა სიამოვნებისგან განსხვავებით კონფლიქტურ შიშებთან უფრო ასოცირდება.

თქვენი აზრიც გამოთქვით!

წყარო: http://web.newsmacne.com

მსგავსი ამბები

Back to top button