კულტურა

Ucnauri.com VS Boke.ge

soccer

დღევანდელი თამაშიც უცნაურის გამარჯვებით დამთავრდა 4:4 და პენალტების სერიით ძალიან 
დაძაბულ ბრძოლაში კვლავ გაიმარჯვა უცნაურმა. მოკლედ 3 თამაშიდან 3 მოგება! უკვე ცოტა თავშიც ამივარდა :D

როგორც იცით იმედია საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩვენი საიტის გუნდი და დროგამოშვებით ვმართავთ ხოლმე სპარინგ მატჩებს, სანამ ჩემპიონატი დაიწყება.

დღეს 20 საათზე (ანუ საღამოს 8 საათზე) 161-ე სკოლის სტადიონზე გაიმართება მორიგი მატჩი ბოკეს გუნდთან. წინა თამაში მოვიგეთ ჩვენ და ეხლა ბოკელები შეეცდებიან რევანშის აღებას. რა თქმა უნდა ჩვენ ფარ-ხმალს არ დავყრით და შევეცდებით მორიგი მატჩი მოვიგოთ.

ამჟამად უცნაურის მიღწევა არის 2 თამაშში 2-ივე მოგება. პირველი ბოკესთან 9:6 და მეორე barcamania.ge-სთან 8:6

თამაშზე მოსვლა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. საკმაოდ კარგი ამინდია და იმედია საღამოსკენ არ შეიცვლება. მობრძანდით სტადიონზე და გპირდებით გუნდში არ გვყავს კალაძე! :)

სტადიონი მდებარეობს იოსებიძის ქუჩაზე #161 საჯარო სკოლის ეზოში. იხილეთ რუკაზე ზუსტად სად არის.

(დააწკაპუნეთ სურათის გასადიდებლად)

61fac47f0174

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button