არქივი

ყველაფერი ლუდის შესახებ

ac038e67a36e

ლუდის წარმოშობა, ჩვეულება, გარკვევა არის თუ არა ის საზიანო ჩვენი ორგანიზმისთვის და ასევე რეკორდებიც…

ლუდის წარმოშობა:

თითქმის ემთხვევა ერთმანეთს დედამიწის შექმნისა და ლუდის წარმოების ტრადიცია.მესოპოტამიის უძველესი ხალხი , ჯერ კიდევ ჩვ.წ. აღრიცხვამდე მე-10 საუკუნეში ლუდის წარმოების 70 სხვადასხვა რეცეპტს ფლობდა. ბაბილონში მეფე ხურაპიმ გამოსცა ბრძანება, რომ თუ ვინმე ეცდებოდა ლუდის ხარისხის გაფუჭებას,მაშინ მას სიკვდილით დასჯიდნენ. ძველი რომაელები ლუდს “ღვთაებრივს” უწოდებდნენ და მას ჰიმნებში,სხვადასხვა პოემებში ასხამდნენ ხოტბას.

დღევანდელი ლუდი წინამორბედისაგან გემოთი რათქმა უნდა განსხვავდება,მაგრამ რიგ ქვეყნებში ყველანაირად ცდილობენ აღადგინონ ის უძველესი რეცეპდები,რითაც მას ჩვენი წინაპრები ამზადებდნენ.თანამედროვე ალკოჰოლიანი ლუდის გამომგონებლად ბავარიელებს მიიჩნევენ.ლეგენდის თანახმად,ამგვარი ლუდის პირველი რეცეპტი მეფე გამბრინუსმა შექმნა. 1516წ. ბავარიაში ჰერცოგმა ვილჰელმმა მიიღო “კანონი სუფდა ლუდის” შესახებ.
რუსეთში თავიდანვე ალკოჰოლიან ლუდს ამზადებდნენ. უცხოელები აღნიშნავდნენ,რომ “სანამ რუსულ ლუდს დალევ,უკვე მთვრალი ხარ”. ივანე მრისხანემ აკრძალა ამ სითხის წარმოება,რომელმაც 200წელს გასტანა,შემდეგ “შერბილდა” და გლეხებს წელიწადში რამდენჯერმე, მხოლოდ დღესასწაულზე შეეძლოთ მოეხარშათ ლუდი (4-ჯერ)

781f5d06378b

ლუდის ჩვეულებანი:

ნამდვილი ლუდისათვის აუცილებელია 9 კომპონენტის არსებობა.როგორიცაა წყალი,მუხუდო და სხვადასხვა სუნელი.წყალი ლუდში დაახლოების 90%-ია,ამიტომ მას ლუდის შემადგენლობაში წამყვანი ადგილი უკავია.ხშირად მუხუდოს სხვადასხვა თავთავიანი კულტურით ცვლიან. ასეთ სახეცვლილ ლუდს მიეკუთვნება ცნობილი გერმანული ლუდები: ვაისბერი,ვაიზენბერი. ლუდის ხარისხს, როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, გაფილტვრის ტექნოლოგიები განსაზღვრავს. მის შემადგენობაში,რიგ ქვეყნებში სხვადასხვა კომპონენტებს უმატებენ. მაგ: კარტოფილის ფქვილს ან შაქარს.მაგრამ ყველაფერი ეს ლუდის ხარისხს არ აფუჭებს,უბრალოდ გემოს უცვლის.

კარგ ლუდს ქაფი 3წთ-ზე ადრე არ უნდა უქრებოდეს,იგი უნდა იყოს თეთრი,მკვრივი და შედგებოდეს პატარა ბუშტულებისაგან.

ლუდის არომატი უფრო საგრძნობია,როცა ცივია.

ნაბახუსევზე ლუდი იმ შემთხვევაში შველის,თუ მას გაზგამოცვლილს მივერთმევთ.

f8567b3dcb9a

ლუდი სასარგებლო თუ საზიანო?

ლუდი დაბალტინუსიანი,მატონიზირებული გამაგრილებელი სასმელია.იგი ადამიანში მადას აღვიძებს და საკვების მონელების პროცესს უწყობს ხელს.წყაროებიდან ცნობილია,რომ ცხელი ლუდი კბილის ტკივილს აყუჩებს,ამასთანავე ყელის ტკივილსაც კურნავს.ლუდს აგრეთვე ქოლერის წინააღმდეგ სამკურნალოდ იყენებენ.

დღეს ხშირად დავობენ ლუდის მარგებლობისა და სარგებლობის შესახებ.ერთნი ამტკიცებენ,რომ ლუდი თირკმლებში დაგროვილ ქვებს შლის,ამაღლებს იმუნიტეტს.თვლიან ,რომ ლუდი ადამიანს ასუქებს,აქვეითებს მამაკაცურ პოტენციებს და კიბოს განვითარებას უწყობს ხელს. იმპოტენციის შესახებ ასეთი დასკვნები მას შემდეგ გავრცელდა,რაც ექსპერტებმა დაადგინეს, რომ გერმანელებს და ჩეხებს,რომლებიც ყველაზე მეტად სვამენ ლუდს 7-9-ჯერ მეტად აღენიშნებათ იმოტეციის ნიშნები,ვიდრე სხვა ქვაყნებში მცხოვრებ მამაკაცებს.ამ ბრალდების დამამტკიცბელი საბუთები არ არსებობს.სპეციალისტები ამტკიცებენ,რომ ლუდი არც წონის მომატებას იწვევს,რადგან თუ კალორიების მიხედვით ვიმსჯელებთ,იგი არ აღემატება ხილის წვენის ან გაზირებული შაქრანი წყლის კალორიულობას. აქ, რასაკვირველია უნდა გამოვრიცხოტ შავი ლუდი,რომელიც კალორიებით მდიდარია.აქვე დასძენენ,რომ ორგანიზმი 1 ჭიქა კოკა-კოლას უფრო მძიმედ გადაამუშავებს,ვიდრე 3ლ ლუდს.
ae06dc21dbd0

რეკორდები ლუდზე:

ყველაზე ძველ ლუდის მწარმოებელ კომპანიად ითვლება “ვეიხენშტეფანი”. იგი დაარსდა 1040წელს.

ყველაზე მსხვილ ლუდის მწარმოებლად ითვლება ამერიკული კომპანია “ადოლფ კუს კომპანი”.ყოველწლიურად აქ 2,5 მლრდ ლუდს აწარმოებენ.

ყველაზე პატარა ლუდის მწარმოებელი საამქრო ჩეხეთშია,რომელიც ამჟამად მუზეუმს წარმოადგენს.მინი ქარხანა ერთ ჩამოსხმაზე მხოლოდ 30ლ ლუდს ასხამდა.

ყველაზე მაგარ ლუდად მსოფლიოში მიჩნეულია “როჯერ ენდ აუტ”, რომელიც 1985წ. ინგლისურმა კომპანიამ “ფროგ ენდ პაროტმა” ჩამოასხა.ეს ლუდი გრადუსით ღვინოს ჩამოიტოვებდა.იგი 16,9 გრადუსი იყო.

ყველაზე არაალკოჰოლური ლუდი 1918წ. გერმანიაში ჩამოასხეს.მასში ალკოჰოლი მხოლოდ 0,2% იყო.

ყველაზე მეტი ლუდის ეტიკეტი ნორვეგიელმა იანო სოლბერგომ შეაგროვა.ეს კოლექცია 350 000 ეტიკეტს მოიცავს.

ყველაზე დიდი კოლექცია ლუდის კათხებისა ეკუთვნის ვენაში მცხოვრებ ლეო პისკარუს.მას 140 000 ლუდის კათხა აქვს,რომელიც მსოფლიოს 155 ქვეყნიდან აქვს შეგროვილი.აღსანიშნავია ის,რომ პისკარუ ლუდს თავად არ სვამს.

ყველაზე დიდი პლანტაციები მუხუდოსი აშშ-ია.მას 753,9ჰა უკავია. ეს პლანტაციები კომპანია “ჯონ ჰას”-ს ეკუთვნის,რომელიც ყველაზე მსხვილ მწარმოებლად ითვლება.საერთო ჯამში ამ კომპანიას მუხუდოს 2149ჰა ეკუთვნის.ეს პლანტაციები ამერიკის მთელს ტერიტორიაზე მდებარეობს.

ყველაზე დიდი ლუდის კათხა მაღაზიაში 1985წ. შექმნეს.სიმაღლე 198,7სმ იყო,ხოლო მოცულობა 2796ლიტრი.

მსოფლიოში ყველაზე დიდი ლუდის ბარი მიუნხენში მდებარეობს, რომელსაც “მატჰაიზერი” ეწოდება.ყოველწლიურად აქ 56 449ლ ლუდი ისმევა.ეს ბარი 1829წ. გაიხსნა.იგი მეორე მსოფლიო ომის დროს დაინგრა და 1955წ. აღადგინეს.ამჟამად ბარი 5500 კაცს იტევს.

მსოფლიოში ყველაზე გრძელი ბარი 1938წ. მილდერში გაიხსნა (ვიქტორიას შტატი ავსტრალიაში). მისი სიგრძე იყო 91მ,სადაც დამონტაჟებული იყო 27 ლუდის ჩამომსხმელი აპარატი.
მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბარი ინგლისში მდებარეობს – “ლეიკსაიდინი”. მისი მოცულობა მხოლოდ 6.7×4.878 მ-ზეა.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ლუდის ბოთლი შვეიცარიაში შეიქმნა.მასში 40მლ ლუდი ეტევა და ღირს 9 ფრანკი.

ინგლისელმა პიტერ დაუდსენმა 2 ლიტრი ლუდი 4,49წმ-ში დალია. 20წელია შეუცვლელი და დაუმარცხებელია რეკორდი,რომელიც ჩეხმა მზარეულმა დაამყარა.მან იაპონიაში 10,5ლ ლუდი 3წთ-ში დალია.მისი განცხადებით,დღეში მინიმუმ 8ლ ლუდს სვამდა.

ავსტრიის სოფელ ფონჰერდორფის მცხოვრებნი გინესის წიგნში შევიდნენ. მათ 56 ლუდის ყუთი ერთმანეთზე დაალაგეს,რომელმაც 15 წამს გაძლო.

17d111bea314

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button