ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

დაფუძნებულია ნამდვილ ისტორიაზე, ოღონდ მართლა… [+კონკურსის შეჯამება]

02d15ea76829

ალბათ ბევრ თქვენგანს გინახავთ ფილმი რომლის დასაწყისში ტიტრებში წერია: “დაფუნებულია ნამდვილ ისტორიაზე” და გიფიქრიათ, რომ ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდება, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ასეთი ფაქტები სინამდვილეშიც ხდება, ხოლო როცა ამ კონკრეტულ ფაქტზე, რომელზეც ახლა მოგიყვებით, ფილმს გადაიღებენ (ამას კი ნამდვილად გააკეთებენ) მაშინ ზემოდხსენებული ფრაზის სისწორეში ეჭვი აღარავის შეეპარება. გინდა გაიგო რაზეა საუბარი?

ჩვეულებრივ დილით გასასვლელი თუ არსად ვარ ჩემი დღე YouTube-ით იწყება, როდესაც გუშინ შევედი საიტზე, მთავარ გვერდზე დავინახე ვიდეო “Homeless man w/golden radio voice in Columbus”, რომლის სურათზეც გამოსახული იყო უსახლკარო ადამიანი, იმ დროისთვის ამ ვიდეოს დაახლოვებით მილიონ ნახვამდე ჰქონდა და ყურადღებაც არ მიმიქცევია, თუმცა რამდენიმე საათში მას უკვე ოთხი მილიონი ნახვა ჰქონდა და მეც დავინტერესდი ამ ვიდეოთი…

მოკლედ ვისაც ინგლისურთან პრობლემები აქვს ვიტყვი, რომ ამ ვიდეოს იღებს ოჰაიოს შტატის, ქალაქ კოლუმბუსის ერთერთი გაზეთის ჟურნალისტი, რომელმაც ერთერთ გზაჯვარედინზე შეაჩნია უსახლკარო ადამიანი, რომელსაც ეჭირა მუყაოს ნაჭერი შემდეგი წარწერით: “მე ღმერთმა დამაჯილდოვა საოცარი ხმით, მე ვარ ყოფილი რადიოს თანამშრომელი, რომელსაც მძიმე წლების გადატანა მოუხდა”. როგორც შემდეგ ინტერვიუთი ირკვევა ის საკმაოდ კარგად ცხოვრობდა, მანამდე სანამ მის ცხოვრებაში ალკოჰოლი და ნარკოტიკები არ გამოჩნდა, თუმცა მისივე თქმით ის უკვე ორი წელია “სუფთაა” და ელოდება მეორე შანსს.
ეს ვიდეო ნამდვილი ჰიტი გახდა და იმის მიუხედავად რომ სულ რაღაც სამი დღის წინ აიტვირთა, უკვე ათ მილიონ ნახვაზე მეტი აქვს, ხოლო ყველაზე მთავარი კი ის არის რომ, ამ ვიდეოთი ეს ადამიანი, რომელსაც სხვათაშორის ტედ ვილიამსი ჰქვია, ძალიან პოპულალური გახდა და მისი გამორჩეული ხმის გამო, მას უკვე შესთავაზეს მისი ოცნების სამსახური, კერძოდ “ბოსტონ კავალიერსმა” (ამერიკული ფეხბურთის კლუბი), ის კომენტარს გაუკეთებს ამ კლუბის თამაშებს, სამსახურთან ერთად მას აჩუქებენ სახლსაც.
ეს ფაქტი კარგი მაგალითია თუ რა შეუძლია სოციალურ ქსელს…

კონკურსის შეჯამება

1. დათო ზასაშვილი
b6ecad834e32

2. გუგა ჭიჭინაძე
ab9b7c09fa9f

3. Hiruma
ccc52a5515cd

4. კოკო რაზმაძე
9ff3c00dfffe

5. ნანუკა ციბაძე
962a1eaecc6d

6. შოთიკო ჯავახიშვილი
1907b11a9669

7. თემური ავსაჯანიშვილი – გამარჯვებული
fb4ba73b1d96

8. თორნიკე სამანიშვილი
415f2a47dfce

9. xBchify
d33b65e2b214

მსგავსი ამბები

Back to top button