სიამის ტყუპები – ორი სული ერთ სხეულში (?!)
უცნაური ტყუპები
ეს ადამიანები არიან აბიგაილ და ბრიტანი ჰენსელები, ისინი დაიბადნენ მინესოტაში (აშშ),1990 წლის 7 მარტს, ცხოვრობენ უმცროს ძმასთან და დასთან (კოტი და მორგანი) და მშობლებთან ერთად (პეტი და მაიკლ ჰენსელები). როდესაც ები და ბრიტანი დაიბადნენ მათ 3 ხელი ქონდათ,მაგრამ რადგანაც მესამე ვერ ფუნქციონირებდა, ექიმებმა მოკვეთეს. აბიგაილი და ბრიტანი ექიმების გაკვირვებას იწვევენ, რადგან მათ არ აქვთ არანაირი პრობლემა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თავს შესანიშნავად გრძნობენ და აქტიურ ცხოვრებაშიც არიან ჩართულები. (დადიან სკოლაში, თამაშობენ კალათბურთს, ატარებენ ველოსიპედს,მოტოციკლს,მანქანას, შეუძლიათ ცურვა და ა.შ.)
როდესაც 16 წლის გახდნენ, სხვა ამერიკელი თინეიჯერების მსგავსად მოუნდათ ესწავლათ ავტომობილის მართვა და აისრულეს კიდეც სურვილი, საოცარი ისაა, როგორ ახერხებენ ფაქტიურად სხვადასხვანაირად მოაზროვნე ადამიანები შეთანხმებულად მოქმედებას. მათ აიღეს მართვის მოწმობა და თანაც ორი ( ანუ ორივეს ცალ-ცალკე :( ) აბიგაილითა და ბრიტანით ინტერესდება უამრავი ექიმი, ტელევიზიის წარმომადგენლები, ფოტოგრაფები, ჟურნალ-გაზეთები, ( მოხვდნენ ერთ-ერთი ცხნობილი ჟურნალის one body two souls-ის გარეკანზე)
აი როგორ გამოიყურებოდა მათი ჩანასახი. :(
ალბათ გაინტერესებთ მათი ანატომიური აგებულება, არ დაგზარდებით და გავაკეთებ ორგანოების ჩამონათვალს:
* ორი თავი
* ორი ხელი
* ორი ზურგის ტვინი,ხერხემალი
* ორი მკერდი
* ორი გული
* ერთი ღვიძლი
* ორი კუჭი
* სამი თირკმელი
* ორი ნაღვლის ბუშტი
* ერთი შარდის ბუშტი
* ერთი მენჯი ორი ფეხით
აქ შეგიძლიათ ნახოთ მათი ცხოვრების დეტალები