ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

Facebook სტატისტიკა

facebook 1356306c
ყველამ იცით, რაცაა Facebook და ალბათ ისიც გეცოდინებათ, რომ ამ სისტემაში შესაძლებელია როგორც მომხმარებლის, ისე გვერდის შექმნა.
გთავაზობთ Facebook-ის გვერდების Top 15-ეულს.

1. სოციალური ქსელის რეიტინგებში Texas Hold’em Poker გვერდი პირველობს. მას 31,699,332 ფანი ჰყავს. ფანების რაოდენობა ყოველდღიურად 84,699-ით, ხოლო ყოველთვიურად 611,072-ით იზრდება.

2. მეორე ადგილზეა თვითონ სოციალური ქსელის “Facebook”-ის გვერდი.
ფანები: 31,359,625.
ყოველდღიური ზრდა: 50,564.

3. მესამე ადგილზე (არა მგონია გაგიკვირდეთ) მაიკლ ჯექსონის გვერდი დგას. ფანები: 26,221,699.
ყოველდღიური ზრდა: 42,057.

4. ჯექსონის შემდეგ მოდის Lady Gaga 25,717,922 ფანით, რომლებიც ყოველდღიურად საშუალოდ 49,700-ით იმატებენ.

5. მეხუთე ადგილზეა ცნობილი საიტი “Youtube”.
ფანები: 25,532,072.
ყოველდღიური ზრდა: 25,345.

6. იუთუბის შემდეგ რეიტინგით რეპერი – ემინემი დგას 24,921,730 ფანით. მათი რაოდენობა ყოველდღიურად 49,107-ით იზრდება.

7. მე-7 ადგილი უკავია ამერიკულ (რამდენადაც ვიცი) “Family Guy”.
ფანები: 23,538,259.
ყოველდღიური ზრდა: 38,553.

8. რეიტინგით შემდეგი სასმელი “კოკა-კოლაა”, რომელსაც 21,585,585 ფანი ჰყავს. მათი რაოდენობა ყოველდღიურად 17,541-ით იზრდება.

9. კოკა-კოლას შემდეგ მოდის მომღერალი Rihanna 20,350,616 ფანით.
ყოველდღიური ზრდა: 62,655.

10. მე-10 ადგილი ისევ ტელე-გადაცემას უკავია. South Park-ს 20,158,865 ფანი ჰყავს და ყოველდღიურად მათი რაოდენობა 37,842-ით იზრდება.

11. მე-11 ადგილს ცნობილი მსახიობი – მეგან ფოქსი ამშვენებს. (გაუჭირდება :D)
ფანები: 20,064,394.
ყოველდღიური ზრდა: 8,889.

12. მეგან ფოქსის შემდეგ მოდის ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ჯგუფი “Linkin Park” 20,036,113 ფანით და 47,534 ზრდის მაჩვენებლით.

13. სოციალური ქსელის რეიტინგში თარსი რიცხვი უკავია მსახიობ Vin Diesel-ს.
ფანები: 19,879,897.
ყოველდღიური ზრდა: 9,278.

14. გაგიკვირდებათ და ყავის კომპანია Starbucks რეიტინგით მე-14 ადგილას დგას.
ფანები: 19,029,507
ყოველდღიური ზრდა: 6,117.

15. და ბოლოს… Top 15-ის ბოლო ადგილს იკავებს ნაწარმოები – The Twilight Saga.
ფანები: 18,700,343.
ყოველდღიური ზრდა: 12,410.

სულ ეს იყო. თუ ეჭვი შეგეპარათ ამ ინფორმაციის სისწორეში და შემოწმება გადაწყვიტეთ, გაითვალისწინეთ, რომ ეს ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება :)

წყარო: http://statistics.allfacebook.com/pages/

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close