1 წლის ჩინელმა გოგონამ კანგ მენგრუმ გააკვირვა მედიკოსები როდესაც მისმა მუცელმა ზრდა დაიწყო. გამოკვლევის შედეგად დადგინდა რომ პატარა მენგრუს თავის ტყუპისცალი ეზრდებოდა მუცელში.
საქმე იმაშია რომ ემბრიონმა “ვერ მონახა” ადგილი დედის საშვილოსნოში და ფეხი მოიკიდა მეორე (ტყუპის) ემბრიონში. ამიტომაცაა რომ უკვე დაბადებული დის ორგანიზმში ის თავისუფლად იზრდებოდა მთელი წლის განმავლობაში.
ასეთ ფენომენს – foetus in fetu- ჩანასახი ჩანასახში ეწოდება და ძალიან იშვიათია – 500,000 მშობიარობიდან ერთი შემთხვევა.
კანგ მენგრუ 3 დღის იყო როდესაც დედამისმა მიატოვა და გოგონა უშვილო წყვილმა შეიფარა, რომლებსაც არ ქონდათ საშუალება ასეთი სერიოზული ოპერაციის თანხის დაფარვის და ამიტომ სახელმწიფო დახმარებას ითხოვდნენ.
დროზე მიუსწრეს თორემ მცირე პერიოდის შემდეგ უკვე შეუძლებელი გახდებოდა ოპერაციის შედეგადაც კი პატარა მენგრუს გადარჩენა.
ამა წლის 21 სექტემბერს 10 საათიანი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა და პატარას თვის ბოლოს გაწერენ.