ლოს ანჯელესის ისტორია
ანგელოზების ქალაქი…ჰოლივუდის სახლი..ოცნებების ზენიტი..შეიტყვეთ მეტი მის შესახებ !
City of Los Angeles
ქვეყანა : აშშ
შტატი: კალიფორნია
ჰავა: ხმელთაშუაზღვიური
დაარსდა: 4 სექტემბერი 1781წელი
მერი: ანტონიო ვილარაიგოსა
LA დროშა
LA გერბი
მოფერებითი სახელი: ანგელოზების ქალაქი(The City of Angels) და Hollywoodის გამო მსოფლიო გართობის დედაქალაქი(“Entertainment Capital of the World”)
ლოს ანჯელესი(ესპანურად,ინგლისურად იგივე The Angels) შტატების მეორე ყველაზე მრავალრიცხოვანი ქალაქია ნიუ იორკის შემდეგ -მოსახლეობით 3.83 მლნ ადამიანი.თუმცა ის მსოფლიოში მე-14 ადგილასაა თავისი აგლომერაციით,მოსახლეობა 14.8 მლნ ადამიანი.
Los Angeles ♥
ლოს ანჯელესის მიდამოები თავდაპირველად დასახლებული იყო მკვიდრი ამერიკელების ტომებით.პირველად ევროპელები აქ გამოჩნდნენ ესპანელი მოგზაურის ხუან როდრიგეს ქაბრილოს მეთაურობით 1542 წელს,თუმც აქ დასახლება არ შექმნილა კიდევ 227 წელი,სანამ ფრანცისკელთა მისიამ პორტოლასა და ხუან კრესპის მეთაურობით არ მიაღწია დღევანდელი ლოს ანჯელესის ტერიტორიას 1769 წელს.თუმცა კალიფორნიის მმართველმა აქ ესპანეთის ბატონობა გამოაცხადა.ოფიციალურად აქ ქალაქი დაარსდა 1781 წლის 4 სექტემბერს და ეწოდა ‘’Los Pobladores’’.დღევანდელ ლოს ანჯელესში ეს ტერიტორია არის ისტორიული მნიშვნელობის და უძველესი მთელს ქალაქში-Los Angeles Pueblo Plaza და Olvera Street.
Los Angeles Pueblo Plaza 1869 წელს
Olvera Street
ქალაქმა დამოუკიდებლობა ესპანეთის იმპერიისგან მოიპოვა 1821 წელს.თუმცა ის რჩებოდა მექსიკის შემადგენლობაში.ეს ხანა დასრულდა ამერიკა-მექსიკის ომის შემდეგ(1847 წელს)
აქ რკინიგზა გაიყვანეს 1876 წელს,ნავთობი კი აღმოაჩინეს 1892 წელს და სულ მალე ქალაქი ნავთობის უდიდესი ტრანსპორტიორი გახდა.
ნავთობის საბადოები ლოს ანჯელესში
ქალაქის მოსახლეობა იმდენად გაიზარდა რომ წყლით მომარაგების უზრუნველსაყოფად საჭირო გახდა აკვედუკის გაყვანა.
ლოს ანჯელესის წყლის აკვედუკი
1920 წლიდან კინო და საავიაციო ინდუსტრია გამოჩნდა ქალაქში.
1932 წელს ქალაქის მოსახლეობამ მილიონს გადააჭარბა, მან ზაფხულის ოლიმპიადას უმასპინძლა პირველად ხოლო მეორედ 1984 წელს მიუხედავად საბჭოთა ქვეყნების დიდი წინააღმდეგობისა(ეს ოლიმპიადა ფინანსურად ყველაზე წარმატებული გახდა ისტორიაში)
1969 წელს ლოს ანჯელესი გახდა ერთ-ერთი პირველი დაბადების ადგილი ინტერნეტისა.
მე-20 საუკუნის ბოლოსთვის ქალაქი კრიმინალმა და ნარკოვაჭრობამ მოიცვა.1994 წელს ქალაქში მოხდა საშინელი ნოთრიჯის მიწისძვრა,რომელმაც 12.5 მილიარდი აშშ დოლარი ზარალი მოუტანა მას.
მიწისძვრის შედეგები
ქალაქი გაყოფილია რამდენიმე ნაწილად ასევე მის ირგვლივ მდებარეობენ დამოუკიდებელი ქალაქები,მაგრამ ისინი შედიან ლოს ანჯელესის აგლომერაციაში და მის ნაწილს შეადგენენ.ქალაქი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: Downtown Los Angeles, The Eastside and Northeast Los Angeles, South Los Angeles, Harbor Area, Hollywood, Wilshire, the Westside and the San Fernando and Crescenta Valleys.
ლოს ანჯელესი არის მსოფლიო ბიზნესის,საერთაშორისო ვაჭრობის,გართობის,კულტურის,მედიის,მოდის,მეცნიერების,ტექნოლოგიების და განათლების ცენტრი.
2008 წელს ის დასახელდა მსოფლიოში ეკონომიკურად ყველაზე ძლიერ მერვე ქალაქად,შტატებში მესამედ ნიუ იორკისა და ჩიკაგოს შემდეგ(Forbes.com მონაცემებით).საერთო შემოსავალი (2008 წლისთვის 831 მილიარდი აშშ დოლ) ხდის მას მსოფლიოს მესამე ეკონომიკურ ცენტრად ნიუ იორკისა და ტოკიოს შემდეგ.
Hollywoodის სამშობლო წამყვან ადგილს იკავებს ფილმების,ვიდეოების,ტელე პროდუქტის და მუსიკის ჩაწერის სფეროში მსოფლიოში.ამ მხრივ მისი მნიშვნელოვნება განაპირობებს იმას რომ ბევრი ვარსკვლავი სწორედ ლოს ანჯელესს ეძახის სახლს.
ჰოლივუდი მსოფლიო კინოინდუსტრიის ცენტრი -ეს არის ლოს ანჯელესიის ფეშენებელური უბანი,რომელსაც ხშირად აიგივებენ დამოუკიდებელ ქალაქთან.ეს შეცდომაა ცალკე ქალაქია West Hollywood.
West Hollywood
The Hollywood Sign
Hollywood Boulevard
ასევე ლოს ანჯელესისა და უესტ ჰოლივუდის მეზობლად მდებარეობს ცნობილი Beverly Hills,რომელიც დამოუკიდებელ ქალაქს წარმოადგენს
Academy of Motion Picture Arts and Sciences (AMPAS) ბევერლი ჰილსში.
სახელი Hollywood მოიფიქრა H. J. Whitley,რომელსაც ”ჰოლივუდის მამას” უწოდებენ.თავდაპირველად აქ იყო სოფლის მსგავსი პატარა ადგილი,სადაც მიწის ნაკვეთები იყიდებოდა.
1900 წლისათვის რეგიონს ჰქონდა ფოსტა,სასტუმრო,გაზეთი და ორი მაღაზია.ცნობილი Hollywood Hotel მშენებლობა დაიწყო 1902 წელს უითლის( H. J. Whitley) მიერ.ის გახდა Los Pacific Boulevard and Development Company პრეზიდენტი და მთავარი მეწილე.მან გააკეთა ყველაფერი რათა ამ ადგილისთვის სახელი გაეთქვა და ნაკვეთები სარფიანად გაეყიდა. Hollywood Hotel კი მსოფლიოში გახდა ცნობილი და წლების განმავლობაში ვარსკვალავების სახლი იყო.
პირველი სასტუმრო ლოს ანჯელესში
Hollywood Hotel
ფილმის ინდუსტრია ლოს ანჯელესში წინ უსწრებდა ფილმის ინდუსტრიას ჰოლივუდში. Biograph Company გადაიღო მოკლე მეტრაჟიანი ფილმი A Daring Hold-Up in Southern California ლოს ანჯელესში 1906 წელს.
რეჟისორი D. W. Griffith იყო პირველი ვინც გადაიღო’’მოძრავი სურათი’’ ჰოლივუდში.მისი 17 წუთიანი ფილმი In Old California,რომელიც გამოვიდა 1910 წლის 10 მარტს მთლიანად ჰოლივუდში იყო გადაღებული.პირველი ფილმი Hollywood Studio – Nestor Motion Picture Company გადაიღო 1911 წელს,რისთვისაც უითლის სახლი გამოიყენეს.
ჰოლივუდის სტუდიები 1922 წლისათვის
Nestor Motion Picture Company
პირველი სტუდია ჰოლივუდში იყო the New Jersey–based Centaur Co,რომელსაც ვესტრენების გადაღება სურდა აქ.მათ გადაიღეს პირველი ფილმი 1914 წელს The Squaw Man.
1915-1920 წლებში ჰოლივუდი ამერიკის კინოინდუსტრიის ცენტრი გახდა.აქ აქვთ თავიანთი სტუდიები ოთხ უდუდეს კინოკომპანიას- Paramount, Warner Bros., RKO და Columbia(ასევე სხვა კომპანიებსაც)
Paramount Pictures
Columbia Pictures
The Hollywood Walk of Fame გაიხსნა 1958 წელს მსახიობებისა და ფილმის სხვა მუშაკების საპატივცემულოდ.
The Hollywood Walk of Fame
1985 წელს Hollywood Boulevard Commercial and Entertainment District შეიყვანეს ჰოლივუდის ისტორიულ ადგილების სიაში.
Hollywood Boulevard Commercial and Entertainment District
კოდაკის თეატრი( The Kodak Theatre) რომელიც გაიხსნა 2001 წელს ჰოლივუდის ბულვარზე,სადაც ისტორიული Hollywood Hotel იდგა ადრე ,გახდა ოსკარის ახალი სახლი.
The Kodak Theatre
Paramount Pictures არის ერთადერთი დიდი კინოსტუდია რომელიც ისევ ჰოლივუდის ტერიტორიაზეა. დანარჩენები ლოს ანჯელესის სხვადასხვა რაიონებშია განლაგებული.
სასტუმრო რუზველტი უკვე იდი ხანია ჰოლივუდის ბულვარზე დგას Hollywood High School და Grauman’s Chinese Theater მახლობლად.
Hotel Roosevelt
Hollywood High School
Grauman’s Chinese Theater
Los Angeles City Hall ეს ფოტო 1931 წელსაა გადაღებული,აშენდა 1928 წელს და 1964 წლამდე ყველაზე მაღალი შენობა იყო ქალაქში.
City Hall დღეს
მიმართულების ნიშნები სითი ჰოლის წინ(ძალიან ცოტაა:) )
Griffith Observatory
Capitol Records Building LA
ლოს ანჯელესიის მემორიალური კოლიზეუმი
Echo Park
MacArthur Park
ეკონომიკური რაიონი დაუნთაუნში
საკრუიზო გემი ლოს ანჯელესის ნავსადგურში
50 წლის წინ ეს სახლი N201 . Flower St ქირავდებოდა 20 აშშ დოლარად.დღეს ეს სახლი აქ აღარ დგას რადგან აქ აშენდა Walt Disney Concert Hall
ძველი სახლი
Walt Disney Concert Hall
Los Angeles Times შენობა
StaplesCenter-გართობისა და სპორტის ცენტრი
ლოს ანჯელესის ტაძარი
Los Angeles and Dodger Stadium
ლოს ანჯელესის ცენტრალური ბიბლიოთეკა
ლოს ანჯელესის პორტი ზემოდან
LAX მეხუთე ყველაზე დაკავებული აეროპორტი მსოფლიოში
Disney Channel ბურნბაკში,ლოს ანჯელესში
Bunker Hill
ახლა კი დავტკბეთ ლოს ანჯელესის ხედებით . .. . I ♥ LA
წყარო: www.wikipedia.org (ჩემი თარგმანი)
P.S.ეს პოსტი უკვე მედო ერთ-ერთ ქართულ საიტზე.დაკოპირებული არ გეგონოთ..საავტორო უფლებები დაცულია.პასუხს ვაგებ:):)