არქივი

მსოფლიოში ყველაზე მაღალმა ადამიანმა 22 წელი იცოცხლა

f4f0684833d5

1918 წლის 22 თებერვალს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ოლტონში, უოდლოუების ჩვეულებრივ ოჯახს, რომლებიც საშუალო სიმაღლისანი იყვნენ, შეეძინათ პირველი შვილი.

ბავშვის წონა იყო საშუალოზე ცოტა დიდი – 3.8 კგ, მაგრამ დანარჩენი არაფრით არ გამოირჩეოდა დანარჩენი ბავშვებისგან. რამდენიმე ხანი ის ჩვეულებრივი ბავშვი იყო, მაგრამ ცოტა ხანში ბავშვის ორგანიზმში მოხდა ცვლილება და მან დაიწყო დიდი სისწრაფით ზრდა.

დღეს ვარაუდი იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მისი ასეთი სწრაფად გაზრდა ორად გაიყო. ერთნი ამბობენ რო ეს გამოიწვია ორმაგი თიაქრის წარუმატებელმა ოპერაციამ, გაკეთებულმა 2.5 წლის ასაკში. მეორენი არ ეთანხმებიან – 4 წლამდე ბავშვი არაფრით არ გამოირჩეოდა სხვებისგან, მის ცხოვრებაში დარღვევა დაიწყო ეჭვიანობის ნიადაგზე და-ძმის დაბადების შემდეგ.

4 წლიდან რობერტმა გაიაზრა, რომ ის იყო “ზედმეტი”, და ოჯახში პატარები უყვარდათ მეტად ვიდრე უფროსი შვილი. მაგრამ ეს ასე არ იყო, რობერტი იტანჯებოდა ჰიპოფიზის სიმსივნით და აკრომეგალიით, იგი იზრდებოდა მთელი თავისი ხამოკლე სიცოცხლის მანძილზე. 8 წლის ასაკში ის უკვე იყო 188 სმ, ხოლო 2 წლის განმავლობაში იგი 20 სმ-ით გაიზარდა. რობერტი მიაბარეს ერთ ჩვეულებრივ სკოლაში, მისი თანაკლასელები ძალიან ამაყობდნენ მისით, რომ მათთან სწავლობდა ასეთი გიგანტი. 9 წლის ასაკში მას შეეძლო საკუთარი მამა კიბეზე ხელში აყვანილი ეტარებინა, 10 წლის ის იყო 198 სმ და იწონიდა 100 კგ-ს.

18 წლისა რობერტი იყო 254 სმ, და მისი ფეხსაცმლის ზომა იყო 37AA ანუ 49 სმ, ამ დროისთვის იგი მთელს ამერიკაში იყო ცნობილი და მისთვის უფასოდ ამზადებდნენ ფეხსაცმელს. მას შემდეგ რობერტს აღარ უსწავლია, ის მოგზაურობდა ცირკთან ერთად და მას ხვდებოდნენ როგორც ნაციონალურ გმირს.

რობერტის მიმართ ინტერესს იჩენდნენ საკალათბურთო კლუბები, მაგრამ მათ ოცნებას ასრულება არ ეწერა, რობერტს ფეხები აწუხებდა და იგი ვერ შეძლებდა კალათბურთის თამაშს. ნარინჯისფერი ბურთის ნაცვლად მან მიიღო ყავარჯნები – მათ გარეშე რობერტისთვის სიარული თანდათან უფრო ძნელდებოდა: სისხლი ვერ ასწრებდა ცირკულირებას სისხლის მიმოქცევის დიდ წრეზე და იგი ფეხებში კარგავდა მგრძნობელობას.

1940 წლის 27 ივნისს რობერტი ჩავიდა სენტ-ლუისში, სადაც მას შესთავაზეს ჩაეტარებინა საფუძვლიანი გამოკვლევა. ექიმმა ჩარლზმა (ანატომიის სამედიცინო სკოლის პროფესორი ვაშინგტონის უნივერსიტეტიდან) და ექიმმა სირილ მაკბრეიდმა ყველაფერი გამოიკვლიეს საგულდაგულოდ, ექიმებს გული ცუდს უგრძნობდათ. მისი სიმაღლე აღმოჩნდა 274 სმ და წონა 222 კგ.

შესაძლოა რობერტი რომ დამჯდარიყო სახლში და არ ევლო არაფერი საშინელი არ მომხდარიყო, მაგრამ საქმეც იმაში იყო რომ რობერტს ყოველთვის უყვარდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ის ყოველთვის იყო კეთილისმსურველი და ხალხისგან დაიმსახურა ფსევდონიმი “კეთილი გოლიათი”.

უბედურების მომასწავებელი პირველი ზარი გაისმა 1940 წლის 4 ივლისს, მანისტის(მიჩიგანის შტატი) დამოუკიდებლობი დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს რობერტმა ყავარჯნით დაიზიანა კოჭი, პირველი დახმარება აღმოუჩინეს ადგილზე, რატომღაც სახვევი დაახვიეს ძალიან მჭიდროდ, რამაც გამოიწვია ქსოვილების კვდომა. შეიძლება ამაში არაფერი არ იყო განსაკუთრებული მაგრამ გიგანტისთვის… ძალიან მალე დაიწყო სეფსისის განვითარება, სისხლის მოწამლვა. ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი იმისთვის რომ გადაერჩინათ ის, მათ არაერთხელ გადაუსხეს სისხლი, 1940 წლის 15 ივლისს, როდესაც შევიდნენ გიგანტის პალატაში იგი უკვე მკვდარი იყო.

რობერტის დაკრძალვა გავდა შოუს – 40000 ამერიკელი ცნობისმოყვარეობით ადევნებდა თვალს ცერემონიალს, ჩასასვენებელი რომლითაც რობერტი დაკრძალეს გიგანტური ზომის იყო, სიგრძე-328 სმ, სიგანე – 81 სმ, სიმაღლე – 76 სმ. ჩასასვენებელი სრულად იწონიდა 500 კილოგრამს და იგი 12 ადამიანს მიქონდა.

dac2873cb75c

a5a851ababe2

9e85b1e8ae79

df7c723231ac

d1258f86f70c

4ffef248e2cd

b6d38904d3dd

200009ef25e4

643eb757b106

b6d193d08f5b

მსგავსი ამბები

Back to top button