კულტურა

ოსამა ბენ მუხამედ ბენ ავად ბინ ლადენი

53356f8f8161
მსოფლიოს ნომერ პირველ ტორორისტად აღიარებული ოსამა ბინ ლადენი ლიკვიდირებულია.

მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული , ალ ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი კვირას პაკისტანში, აშშ-ის სამხედრო დანაყოფებმა მოკლეს. ამის შესახებ კვირას ღამით აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ თეთრ სახლში განაცხადა.

უსამაჰ ბინ მუჰამედ ბინ ავად ბინ ლადინი,ცნობილია როგორც ოსამა ბინ ლადენი, პარამილიტარისტული და ტერორისტული ორგანიზაციის ” ალ-ქაიდას”დამაარსებელი და ლიდერი.უსამა ბინ ლადენი არის მამამისის, მუჰამედ ბენ ლადენის, მე-17 შვილი. ოსამა 16 წლის იყო, როდესაც ისლამის ერთ–ერთ ფუნდამენტალურ დაჯგუფებაში შევიდა. შემდეგ მან სწავლა განაგრძო აბდულ აზიზის სახელობის უნივერსიტეტში, დიპლომის აღების შემდეგ ოსამა წავიდა ავღანეთის ომში.მსოფლიოს №1 ტერორისტი, რომელსაც მიეწერება 2001 წლის 11 სექტემბერს «მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე» ორგანიზირებული ტერორისტული თავდასხმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ამერიკელმა სამხედროებმა მისი განადგურების სპეცოპერაცია ისლამაბადის მახლობლად დაახლოებით ერთი კვირის წინ განახორციელეს. ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ სპეციალური განცხადება თავად აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაქ ობამამ გააკეთა:
“ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ოპერაცია, განადგურებულია ოსამა ბინ ლადენი, რომელსაც ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ათასობით უდანაშაულო ადამიანის, მათ შორი ბავშვების დაღუპვაზე. დაახლოებით ერთი კვირის წინ მე გადავწყვიტე, რომ საკმარისი სადაზვერვო მონაცემები გვქონდა, რის შემდეგაც მივეცი თანხმობა ოპერაციის ჩატარებაზე. ჩემი ხელმძღვანელობით პაკისტანის ქალაქ ისლამაბადთან ჩატარდა ოპერაცია, რომლის დროსაც ამერიკელმა სამხედროებმა გაუგონარი მამაცობა გამოავლინეს, ლიკვიდირებულია ოსამა ბინ ლადენი, მოპოვებულია ცხედარიც”, – განაცხადა ობამამ.

100769b24f3b

ოსამა ბინ ლადენთან ერთად, მისი ერთ-ერთი ვაჟიც დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ფრანს-პრესი” აშშ-ს ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.”ლენტა.რუ” წერს, რომ ბინ ლადენის სალიკვიდაციო სპეცოპერაცია პაკისტანის ქალაქ აბოტაბადში ჩატარდა. “ასოშეიტედ პრესი” იუწყება, რომ შენობა, სადაც ბინ ლადენი იმალებოდა, ოთხმეტრიანი ბარიერით იყო შემოღობილი.

“იტარ-ტასის” ინფორმაციით, ოპერაციის დაწყებამდე პაკისტანის ხელისუფლებამ ამერიკელ სამხედროებს ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენების ნებართვა მისცა.

ამ წუთებში ამერიკელები ბინ ლადენის სიკვდილს თეთრი სახლის წინ ზეიმობენ და სკანდირებენ: ”ამერიკა, ამერიკა”

მსგავსი ამბები

Back to top button